ყველა ვარსკვლავის მატჩი
ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ ,,ოლ სტარზე" მაყურებელმა ძალიან საინტერესო და ლამაზი სანახაობა იხილა. ,,ვარსკვლავებმა" ლაღად და სასიამოვნოდ ითამაშეს. პირველი ტაიმი ნუგზარ ჭეიშვილის გუნდის 4-ქულიანი უპირატებით- 68:64.მეორე ნახევარში გუნდებს შორის თანაბარი ბრძოლა გაიმართა.
შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა: ლევან მოსეშვილის გუნდი 3-ქულიან უპირატესობას
სამქულიანების კონკურსი
შეხვედრის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ გაიმართა სამქულიანების კონკურსი, სადაც მონაწილეობას 7 კალათბურთელი იღებდა. ბუბა კვიმსაძე, ლევან ცეკვავა, იუჯინ ჰარისი, ნიკოლოზ ჩაველაშვილი, ზურაბ კორკოტაძე, დავით ბარბაქაძე და გასული წლის სამქულინების კონკურსის გამარჯვებული კოტე ტუღუში. ფინალში კოტე ტუღუში და ზურაბ კორკოტაძე გავიდნენ, რომლებმაც 14-14 ქულა დააგროვეს. სამქულიანების კონკურსში საბოლოოდ კვლავაც კოტე ტუღუშმა იმარჯვა.
ჩატენვების კონკურსი
ამ შეჯიბრში სულ ოთხი კალათბურთელი იღებდა მონაწილეობას: ძმები დავით და გიორგი ბარბაქაძეები, ბექა ახალაია და აკაკი დვალიშვილი. კონკურსის ფინალში გიორგი ბარბაქაძე და ბექა ახალაია გავიდნენ. ფინალში კი გიორგი ბარბაქაძემ იმარჯვა, რომელმაც ძალიან ეფექტური და ლამაზი ჩატენვა შეასრულა. მან სამწამიან ზონაში ბუბა კვიმსაძე დააყენა, შემდეგ გამოქანდა და 195 სანტიმეტრის სიმაღლის მქონე კალათბურთელს თავზე გადაეველო და კალათში ბურთი ისე მოათავსა.
gbf.ge