გუნდებში არსებულ სიტუაციასა და განწყობაზე სასაუბროდ შსს-ელ გიორგი ნიკოლაძესა და ლაშა ფარღალავას დავუკავშირდით. ორივეს სამ-სამი კითხვა დავუსვით. ჯერ წინა შეხვედრების შეფასება ვთხოვეთ, შემდეგ გუნდების პლუს-მინუსებს შევეხეთ, ბოლოს - სერიის მესამე მატჩს.
წინაისტორია
გიორგი ნიკოლაძე:
- შსს-"სოხუმს" შორის პლეი ოფის ორივე მატჩი
მეორე შეხვედრაში პირიქით მოხდა - როგორც ველოდით, "სოხუმი" ძალიან მონდომებული გამოვიდა მოედანზე და თავიდან 8 ქულითაც დაწინაურდა, მაგრამ მესამე პერიოდში ინიციატივა ჩვენს მხარეს გადმოვიდა. თუმცა მეოთხე პერიოდი ჩავაგდეთ. გადამწყვეტი როლი ითამაშა "სოხუმის" ახალწვეულმა ლევან ფაცაციამ.
ლაშა ფართალავა:
- რეგულარულ ეტაპზე შსს-სთან ორივე შეხვედრაში დავმარცხდით და ბევრს ეგონა, რომ მეოთხედფინალში ამ გუნდთან შანსი არ გვქონდა, 0:2-ს წავაგებდით. მაგრამ, მეოთხედფინალში გამოჩნდა, რომ ორივე თანაბარი ძალის გუნდია. ამ სერიის საწყის მატჩში პირველი პერიოდის შემდეგ თამაში გამოვასწორეთ და ბოლო წუთებისთვის 5-ქულიანი ფორასაც მივაღწიეთ, მაგრამ გიორგი ნიკოლაძემ გადამწყვეტ მომენტში ზედიზედ ორი ისეთი სამქულიანი ჩააგდო, რაც ხშირად არ ხდება.
მეორე მატჩში ძალიან მოვინდომეთ. მართალია, ბოლოს მე და კარლ დამუსი ხუთ-ხუთი ჯარიმის გამო თამაშიდან გავვარდით, მაგრამ ბიჭებმა გუნდური გარჯის წყალობით დასკვნითი ეპიზოდი დამაჯერებლად ჩაატარეს და დამსახურებულად მოვიგეთ.
პლუს-მინუსები
გიორგი ნიკოლაძე:
- მეორე მატჩში ბოლო პერიოდში ბევრი მინუსი გვქონდა: დაცვაში სათანადოდ ვერ გავისარჯეთ, ფარქვეშ მეტოქემ გვაჯობა. ასევე უნდა ითქვას, რომ "სოხუმის" მწვრთნლმა კარგად შევისწავლა და პერიმეტრზე წამით არ გვტოვებდა თავისუფალ პოზიციაზე... არც ჩვენ ვართ უმოქმედოდ, ვმუშაობთ, რათა ეს დეტალები მესამე მატჩისთვის გამოვასწოროთ.
ლაშა ფარღალავა
- მეტოქის მინუსი მისი ტრავმირებული მოთამაშეებია. შსს-ს სასტარტო ხუთეულის რამდენიმე კალათბურთელი აკლია. თუმცა ასეც რომ არ იყოს, ჩვენ საკუთარი შეცდომები გვაქვს გამოსასწორებელი. პირველ რიგში, დაცვას ვგულისხმობ. თავდასხმაში კი, არ უნდა ავჩქარდეთ, ჩვენს შანსს დაველოდოთ, მეტოქე დავღალოთ.
რას ველით
გიორგი ნიკოლაძე:
- ტრავმირებულები არიან ბექა წივწივაძე, ჟულივეტ ტუჯანი და ტროი კოტონი. თუმცა, ტრავმები გასამართლებლად არ გამოდგება - როცა საჩემპიონო გუნდს აკეთებ, 2-3 კაცის დაკლებამ თამაშზე დიდი გავლენა არ უნდა მოახდინოს. სწორედ ამის იმედი მაქვს. ვფიქრობ, მთელი წლის ნაშრომი წყალში არ ჩაგვეყრება. გადამწყვეტი იქნება ფსიქოლოგიური ფაქტორი. ამ კუთხით ვინც უფრო კარგად მოემზადება, ვინც უფრო ვაჟკაცურად იბრძოლებს, ის გაიმარჯვებს. ასეთია პლეი ოფის სპეციფიკა.
ლაშა ფარღალავა:
- საბრძოლველად მზად ვართ. შსს-ს კალათბურთელებთან საუბარშიც აღვნიშნე - საცოდაობაა, ჩვენი წყვილის რომელიმე გუნდმა ბრძოლა მეოთხედფინალში დაასრულოს. სამწუხაროდ რეალობა ასეთია. იმედია თსუ-სა და "ქუთაისის" წარმომადგენლები არ მიწყენენ, მაგრამ ვფიქრობ, ჩემპიონი ჩვენი მხრიდან ფინალში გასული გახდება - შსს-სა და "სოხუმს" ხომ ნახევარფინალში ელის "არმია", რომელმაც რეგულარული ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა.
ვაჟა სიმონიშვილი
დღეს, 14:00
შსს-სოხუმი
ურთიერთშეხვედრები
29 დეკემბერი
შსს-სოხუმი 87:80
16 აპრილი
სოხუმი-შსს 73:78
3 მაისი
შსს-სოხუმი 77:72
5 მაისი
სოხუმი-შსს 78:70
ლიდერები
შსს
ქულა - ბესიკ ლეჟავა 272 (13.6)
მოხსნა - დავით იმნაძე 122 (8.7)
პასი - ბესიკ ლეჟავა 59 (2.9)
ჩაჭრა - ირაკლი ბერიშვილი 4 (1.3)
დაფარება - დავით იმნაძე 17 (1.2)
ლიდერები
სოხუმი
ქულა - ლაშა ფარღალავა 391 (20.6)
მოხსნა - რიჩარდ დამუსი 93 (10.6)
პასი - ლაშა ფარღალავა 94 (4.9)
ჩაჭრა - ლაშა ფარღალავა 43 (2.3)
დაფარება - რიჩარდ დამუსი 34 (2.2)