ახალი ჩემპიონის მოლოდინში

AutoSharing Option
სუპერლიგის ნახევარფინალში "არმია", "სოხუმი", თსუ და "ქუთაისი" თამაშობენ. მათგან ერთსაც არ მოუგია საქართველოს პირველობა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლეულს ახალი ჩემპიონი გვეყოლება. რომელი გუნდის სახელწოდება დაიწერება ჩემპიონისთვის განკუთვნილ თასზე, მაისის ბოლოს ვნახავთ, მანამ გასარკვევი გვაქვს, ვინ ითამაშებს ფინალში.

ნახევარფინალური ეტაპი გუშინ სპორტის სასახლეში დაიწყო და ჯერჯერობით ლოგიკას თავისი გააქვს - რეგულარული ეტაპის პირველადგილოსანმა "არმიამ" მეხუთე ადგილზე გასული "სოხუმი" დაამარცხა, ხოლო მეორემ, თსუ-მ - მესამეადგილოსანი "ქუთაისი". სერიის (სამ მოგებამდეა) მეორე მატჩები დღეს, 11 მაისს გაიმართება.


წვერით მწვერვალისკენ
გამოცდილმა ჟურნალისტმა მატჩის დაწყებისას
თქვა: თანახმა ვარ, თბილისში "სოხუმმა" მოიგოს, ოღონდ სოხუმში "არმიამ" გაიმარჯვოსო...

გუშინ არმიელებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს საკუთარი ძალა - სეზონში 22-ე მატჩი მოიგეს (ერთადერთი წაგება აქვთ). არადა, პირველ ტაიმში ლევან მოსეშვილის შეგირდები მდევრის როლში იყვნენ: დაცვით თამაშში, ორივე გუნდი თითოეული ქულისთვის ბევრს ბრძოლობდა, თუმცა რამდენჯერმე პერიმეტრზე თავისუფალ პოზიციაში მაინც აღმოჩნდნენ "სოხუმელები" და პირველი ნახევარი 5 ქულის სხვაობით რომ მოიგეს, სწორედ სამქულიანების შედეგი იყო. "სოხუმმა" 4 შორეული ტყორცნა გამოიყენა, "არმიამ" - 1. იყო კიდევ ერთი ნიუანსი, რამაც პირველი ტაიმის შედეგზე იქონია გავლენა: არმიელები საჯარიმოებს ვერ აგდებდნენ - 13-დან 3 გამოიყენეს.

23-ე წუთისთვის აინარს ბაგაცკისის შეგირდები 44:37-ს იგებდნენ, თუმცა 44-ზე გაიყინნენ და მეტოქეს 13:0 გაქცევის უფლება მისცეს. სპურტისას ორქულიანები გამოიყენეს საყვარელიძემ და შარაბიძემ, ხოლო სამქულიანები - ტუღუშმა და ბოისამ.

მატჩის ბედი სწორედ კოტე ტუღუშისა და ანატოლი ბოისას ზუსტმა შორეულმა ტყორცნებმა გადაწყვიტეს: კოტემ სირენამდე 7:40 წუთით ადრე შეარხია "სოხუმის" კალათის ბადე, ხოლო ზუსტად 42 წამში იგივე ანატოლიმ გაიმეორა და "არმიას" 11-ქულიანი ფორა დაუბევა. ირაკლი სორდიას სამქულიანს "სოხუმელები" თითქოს უნდა გამოეფხიზლებინა, მაგრამ გულშემეტკივრებით შეგულიანებული და ათამაშებული "არმიას" შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა.

მეორე ტაიმში სამქულიანების მაჩვენებელი საპირისპიროდ შებრუნდა - "არმიამ" 4 ჩააგდო, "სოხუმმა" - 1. ძალოვნებმა გამოასწორეს საჯარიმოების რეალიზების პროცენტულობაც - მეორე ტაიმში 11-დან 8 გამოიყენეს. ასევე თვალში საცემი იყო გამარჯვებულთა უპირატესობა მოხსნებში - 51:39.

ვნახოთ, მეორე მატჩში რას შემოგვთავაზებენ გუნდები, გუშინდელი დამღლელი მატჩის შემდეგ სადღეისოდ ვის უფრო მეტი ენერგია შერჩება...

კოტე ტუღუში (არმია):
"სერია ახლა დაიწყო, ამიტომ, ჯერ პირველი ტაიმიც არ გვაქვს მოგებული - ფინალში გასასვლელად 3 მატჩში გამარჯვებაა საჭირო. "სოხუმი" დაცვის ხარჯზე დავამარცხეთ. თუ დააკვირდებით, ბოლო მატჩებში თამაშს ჩვენს სასარგებლოდ გადამწყვეტ მომენტში ვატრიალებთ. ასე იყო შსს-სთან, "ენერჯისთან", "სოხუმთან"... ამას ბრძოლისუნარიანობისა და ერთსულოვნების ხარჯზე ვაღწევთ, რისი სიმბოლოც სწორედ წვერია, რომელიც "არმიას" ყველა კალათბურთელს გვაქვს მოშვებული.

მეორე მატჩიც რთული იქნება, "სოხუმი" არ არის ის გუნდი იოლად რამე დათმოს".


თსუ-მ 1:0 მოხსნა
თსუ-"ქუთაისი" 63:86, 82:100... რეგულარულ ეტაპზე ქუთათურებმა თსუ-ს ორივე მატჩი მოუგეს, ორივე დამაჯერებლად. არადა, სტუდენტებს წლევანდელ ჩემპიონატში სულ ოთხი მატჩი აქვთ წაგებული. ნახევარფინალებამდე სტატისტიკა "ქუთაისის" მხარეს იყო, მაგრამ თსუ-მ წინაისტორია პლეი ოფების წინ დაივიწყა, "ქუთაისთან" სათამაშოდ სათანადოდ მოემზადა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

აი, რა იგულისხმება სათანადოდ მომზადებაში: ქუთათურები რეგულარულ ჩემპიონატში მონაწილე 11 გუნდს შორის ყველაზე კარგად ისროდნენ სამქულიანებს - 511-დან 160 აქვთ ჩაგდებული (31.3 პროცენტი). აქედან გამომდინარე, თსუ-ს მთავარი ამოცანა პერიმეტრის გადაკეტვა იყო, რასაც მეტ-ნაკლებად კარგად გაართვა თავი. განსაკუთრებით მეორე ტაიმში.

ასევე მნიშვნელოვანი იყო ფარქვეშ უპირატესობის მოპოვება. თსუ-მ ეს "არმიასთანაც" კარგად შეძლო და "ქუთაისთან" სულაც მთავარ კოზირად უნდა გამოეყენებინა.
ასეც მოხდა - ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა მოხსნებში 57:32 იმარჯვა. ხაზგასასმელია "ქუთაისის" ფარზე აღებული ბურთების "ურიცხვი" რაოდენობა - 29. სამწამიან ზონაში თბილისელთა უპირატესობა რიჩარდ მათიაშვილმა (10 ქულა, 8 მოხსნა), ილია ლონდარიძემ (21 ქულა, 12 მოხსნა) და მიხეილ ბერიშვილმა (21 ქულა, 11 მოხსნა) განაპირობეს.

პერიმეტრზე კი შეუჩერებელი იყო მიხეილ ფანჩულიძე, რომელმაც სამქულიანები 60-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა - 10-დან 6 ჩააგდო.

ასე და ამგვარად, სერია გამარჯვებით თსუ-მ გახსნა (97:64), თუმცა "ქუთაისიც" სერიოზული გუნდია და უნდა ვივარაუდოთ, რომ დღეს უფრო თანაბარ თამაშს ვიხილავთ.

მიხეილ ფანჩულიძე (თსუ): "ასეთი სხვაობით მოგებას ნამდვილად არ ველოდით, თუმცა ნახევარფინალებისთვის ინტენსიურად ვემზადებოდით და ვიცოდით, რომ შედეგი აუცილებლად გვექნებოდა. სწორი ტაქტიკის წყალობით მოვიგეთ.

რაც შეეხება 6 ჩაგდებულ სამქულიანს, თანაგუნდელების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, სატყორცნ პოზიციაზე მტოვებდნენ და სხვა რა დამრჩენოდა... თუმცა მხოლოდ პერიმეტრიდან შეტევა არ მიმაჩნია გამართლებულად, ფარქვეშ უფრო უნდა გავაქტიურდე.

"ქუთაისი" მრავალმხრივი გუნდია და დარწმუნებული ვარ მეორე მატჩის წინ გადაეწყობა, ტაქტიკას შეცვლის... არც ჩვენ გავჩერდებით ერთ ადგილზე."


1/2 ფინალი. პირველი მატჩები
არმია-სოხუმი 66:52
14:19, 18:18, 18:8, 16:7

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი
კომისარი: რ. ხომერიკი.

დაწინაურდა "არმია" 1:0

არმია
წთ მ პ ჩ დ ფ შ ქ
ბაქრაძე 4 1 1 0 0 0 0 0
ბაბიაშვილი 20 5 0 0 0 0 0 5
ბოისა 34 6 2 1 0 3 0 10
მინაშვილი 2 0 0 0 0 2 1 0
ტუღუში 35 6 4 0 0 2 2 15
პირველაშვილი 7 3 0 2 0 1 0 0
ათანელიშვილი 18 7 1 0 1 2 2 6
ათუაშვილი 8 3 0 0 1 0 2 6
საყვარელიძე 29 8 1 1 0 2 1 9
შარაბიძე 25 7 0 0 0 3 4 14
ბ. ბერიშვილი 17 3 0 2 0 2 0 1

სოხუმი
წთ მ პ ჩ დ ფ შ ქ
ფარღალავა 28 2 3 1 0 0 2 8
ჰარისი 35 3 3 1 0 2 1 6
ჩლაიძე 20 1 1 0 0 3 0 6
კვეტენაძე 7 1 0 0 0 1 0 2
შანიძე 18 2 0 0 0 3 1 1
სორდია 14 2 1 1 0 2 1 3
კანკია 2 1 0 0 0 1 0 0
კოპალიანი 1 0 0 0 0 0 0
კ. დამუსი 22 7 0 0 3 2 10
რ. დამუსი 22 9 0 0 4 4 1 7
ფაცაცია 32 6 2 0 0 2 3 9


თსუ-ქუთაისი 97:64
24:22, 24:19, 20:12, 29:11

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი
კომისარი: მ. რატიშვილი

დაწინაურდა თსუ - 1:0

თსუ
წთ მ პ ჩ დ ფ შ ქ
ხიზანიშვილი 6 0 0 0 1 2 1 7
ფანჩულიძე 32 7 5 3 0 2 1 18
გაფრინდაშვილი 33 4 5 1 0 3 1 1
მარხვაშვილი 20 2 4 2 0 2 0 9
კოხრეიძე 6 3 0 0 0 1 0 0
ლონდარიძე 21 12 1 1 2 2 2 21
კორკოტაძე 9 2 0 1 0 0 1 3
ჩიტაშვილი 18 3 2 1 0 2 2 7
მათიაშვილი 19 8 1 1 0 3 2 10
ზ. დეკანოიძე 3 0 1 0 0 0 0 0
მ. ბერიშვილი 31 11 0 2 0 2 4 21
ჩქარეული 2 0 0 0 0 0 0 0

ქუთაისი
წთ მ პ ჩ დ ფ შ ქ
ბაბუნაშვილი 27 1 1 1 1 2 0 7
დიდია 32 2 1 1 4 3 2 15
კვიმსაძე 31 5 2 0 0 2 4 14
ტუკვაძე 10 0 0 0 0 2 0 0
ბოლქვაძე 15 3 2 2 0 4 3 0
ლომინაშვილი 13 2 0 0 2 2 1 7
გ. ბარბაქაძე 26 5 1 2 0 2 2 10
ცეკვავა 20 4 3 2 0 4 1 5
კოღუაშვილი 7 2 0 0 0 1 1 2
ქორიძე 10 1 0 1 0 3 1 4
მესხი 1 0 1 0 0 0 0 0
კუჭავა 5 1 0 0 0 1 0 0


მეხუთე-მერვე ადგილები
შსს-ენერჯი 91:76
23:17, 15:22, 24:19, 29:18
შსს: ლაფანაშვილი (16ქ, 6მ, 5პ), ნიკოლაძე (16ქ, 6მ, 3ჩ), ი. ბერიშვილი (8ქ, 5პ, 3ჩ), ტუჯანი (4ქ, 5მ), დ. ბარბაქაძე (10ქ, 5მ), იმნაძე (19ქ, 7მ), შერმადინი (6ქ), დეკანოიძე, ტომარაძე (12ქ, 4პ)
ენერჯი: გ. ბერუაშვილი (3ქ), აბაიშვილი (17ქ, 11პ), გუგავა (17ქ, 13მ), ლამუ (25ქ, 7მ, 2დ), თვარაძე, არაბული (6პ), აბულაძე (14ქ, 3პ)

სამედიცინო-სტუ 111:73
33:10, 30:16, 31:20, 17:27
სამედიცინო: გულისაბედაშვილი (13ქ), ჩაჩიბაია (15ქ), ს. ლეჟავა (12ქ, 6მ, 4პ, 3ჩ), თავართქილაძე (12ქ, 3პ), ბექაური (13ქ, 9მ, 3დ), გაბისონია (6ქ, 8მ), ჭოჭუა (11ქ), ფაიქრიძე (8ქ), დვალიშვილი (15ქ, 10მ, 3პ, 3ჩ), როჯერსი (6ქ, 4პ)
სტუ: ჭოხონელიძე, ვ. ბერუაშვილი (15ქ, 6მ, 4ჩ), ჩიკვილაძე (16ქ, 5მ, 4პ), ლომოური (6ქ), გასიტაშვილი (3ქ), მაჩალაძე (7ქ, 5ჩ), თევზაძე (4ქ), ჯანგველაძე (10ქ, 5მ), ლაშქარაძე, ძიძიგური (5ქ, 3პ), ახალკაცი (7ქ, 5მ)

კალენდარი
11 მაისი
თბილისი
12:00 სტუ-ენერჯი
14:00 თსუ-ქუთაისი
16:00 არმია-სოხუმი
18:00 შსს-სამედიცინო

13 მაისი
თბილისი
14:00 სოხუმი-არმია
ქუთაისი
18:00 ქუთაისი-თსუ

14 მაისი
თბილისი
14:00 სოხუმი-არმია*
ქუთაისი
18:00 ქუთაისი-თსუ*
* - თუ საჭირო გახდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი ბიჭი გვეზრდება :UP:
ლადო
17:45 19-10-2018
0

სიახლეები პოპულარული