თსუ-მ დაამტკიცა

AutoSharing Option
14 მაისი, ქუთაისი, სპირტის სასახლე
ქუთაისი-თსუ 74:80
17:21, 25:17, 18:20, 14:22

ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი
ქუთაისი წთ მ პ ფ შ ჩ დ ქ
ბაბუნაშვილი 30:34 2 2 2 2 0 1 14
დიდია 33:14 9 2 3 5 2 0 17
კვიმსაძე 35:42 5 10 3 2 1 0 9
ბოლქვაძე 22:06 9 1 5 2 1 1 11
ლომინაშვილი 13:17 3 0 1 1 0 0 4
გ. ბარბაქაძე 25:42 4 0 2 3 1 0 5
ცეკვავა 31:16 2 8 3 3 2 2 12
კოღუაშვილი 08:09 2 0 4 1 0 0 2

თსუ წთ მ პ ფ შ ჩ დ ქ
გაფრინდაშვილი 31:56 0 3 3 3 3 0 2
მარხვაშვილი 30:04 4 2 0 1 2 0 24
კოხრეიძე 09:01 1 1 2 0 2 0 0
ლონდარიძე 26:59 10 3 4 1 1 1 15
კორკოტაძე 15:16 2 0 1 0 1 0 4
ჩიტაშვილი 10:37 2 0 0 0 0 0 5
მათიაშვილი 36:45 11 3 5 4 2 1 17
მ. ბერიშვილი 39:22 6 7 2 4 1 1 13

ნუგზარ ჭეიშვილის თსუ სუპერლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. სტუდენტებმა ეს ამჯერადაც დაიმსახურეს - რეგულარული ეტაპის მეორე წრეში საუკეთესო კალათბურთი უჩვენეს.

მას მერე, რაც ქუთათურებმა ნახევარფინალურ სერიაში თბილისში ანგარიში გაათანაბრეს (1:1), იმერლებს გაუჩნდათ იმედი, რომ მომდევნო ორ მატჩს შინ უფრო თავდაჯერებით შეხვდებოდნენ. შეიძლება, ასეც მოხდა, მაგრამ თსუ-მ
კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რეგულარულ ეტაპზე მეორე ადგილი შემთხვევით არ დაუკავებია - ჩვეული გუნდურობის წყალობით სერია 3:1 მოიგო.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ფანჩულიძის არყოფნა სტუდენტებს გიორგი მარხვაშვილმა არ დაატყო, რომელმაც 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და მატჩის ბომბარდირი გახდა - 24 ქულა. ორმაგი დუბლები შეასრულეს რიჩარდ მათიაშვილმა (17 ქულა, 11 მოხსნა) და ილია ლონდარიძემ (15 ქულა, 10 მოხსნა).

როგორც "სოხუმზე" ვერ ვიტყვით აუგს, ასევე "ქუთაისზეც" - ქუთათურებმა ხანგრძლივი შესვენების შემდეგ სუპერლიგაში დაბრუნება ნახევარფინალში გასვლით აღნიშნეს. იმედი დავიტოვოთ, რომ იმერლები ამაზე არ შეჩერდებიან და გაისად ისევე გააძლიერებენ გუნდს, როგორც "სოხუმი" აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული