ბოლო წლებში ფინალებზე ქომაგთა სარეკორდო რაოდენობა სწორედ გუშინ მივიდა - 9 ათასი. უმეტესობა "არმიელი" იყო, რომლებსაც სპეციალურად შეკერილი თეთრი ქუდ-მაისურები და საქართველოს დროშები ამშვენებდათ. საინტერესო სიახლე შემოგვთავაზეს თსუ-ს ქომაგებმა: ლურჯ-თეთრი ქაღალდებით ტრიბუნაზე დიდად გადაჭიმეს - "თსუ".
***
ასეთ ატმოსფეროში თამაში ნებისმიერი კალათბურთელისთვის სასიამოვნოა, თუმცა პირველივე წუთებიდან თავი
32 წუთის განმავლობაში მათ ერთადერთი შორეული ტყორცნა ჰქონდათ რეალიზებული. თუმცა, ეს მხოლოდ წნეხს არ უნდა დაბრალდეს - პირველი მეოთხედის ბოლოს "არმია" ზონურ დაცვაზე გადავიდა, შედეგად თსუ-ს ფარქვეშიდან ბურთის ჩაგდება გაუჭირდა. ზონური დაცვის დაძლევა სამქულიანებითაა შესაძლებელი, მაგრამ როგორც გითხარით, არმიელები ყურადღებით თამაშობდნენ და მეტოქეს პერიმეტრიდან ტყორცნას არ ანებებდნენ.
***
"არმიას" სუპერლიგაში საუკეთესო მეფარეები ჰყავს, თუმცა პირველ ტაიმში ფარქვეშ ცოტა გაუჭირდა: სტუდენტმა ილია ლონდარიძემ ბურთი 6-ჯერ მოხსნა, ხოლო თსუ-მ ამ კომპონენტში მეტოქეს 17:13 აჯობა. მეორე პერიოდიდან ნომინალურმა მასპინძლებმა (არმიელებმა) ფარქვეშ თამაში გამოასწორეს და საბოლოოდ მოხსნებში 59:47 იმარჯვეს. საყურადღებოა, რომ ყველაზე მეტჯერ ფარიდან ასხლეტილ ბურთს ფორვარდი დავით საყვარელიძე (200 სმ) დაეუფლა - 12-ჯერ. მასვე ეკუთვნის გადამწყვეტი მოხსნა: საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე "არმია" 2 ქულის სხვაობით იგებდა (73:71), ანატოლი ბოისამ ორივე საჯარიმო ააცილა... ბურთი თსუ-ს კალათბურთელებს რომ მოეხსნათ, 9 წამში შესაძლოა შეტევა შედეგიანად დაეგვირგვინებინათ, მაგრამ საჯარიმო ტყორცნის შემდეგ ბურთი მეტოქის ფარზე საყვარელიძემ მოხსნა, რითაც "არმიას" სერიის პირველი გამარჯვება მოუტანა.
ასევე მნიშვნელოვანი იყო სირენამდე 3 წამით ადრე კოტე ტუღუშის მიერ რეალიზებული ორი საჯარიმო, რომლის შემდეგაც ძალოვნები 4 ქულით დაწინაურდნენ (75:71) და სტუდენტებს თამაშის გადარჩენის შანსი არ დარჩათ.
***
ვახსენეთ საყვარელიძე, ტუღუში, მაგრამ არაფერი გვითქვამს ზვიად ბაბიაშვილზე. საწყისი სამი მეოთხედის განმავლობაში იგი ჩრდილში იყო, 8 ქულა ჰქონდა ჩაგდებული (9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 0 საჯარიმო). მეოთხე პერიოდში კი შეუჩერებალი გახლდათ: 14 ქულა მიითვალა და საბოლოოდ მატჩის ბომბარდირობაც არავის დაუთმო - 22 ქულა. ბოლო პერიოდში ზვიადმა 3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა და დაგვანახა, რომ გამოცდილება უკვალოდ არ იკარგება. მისი სიზუსტე რომ არა, თსუ თამაშს შემოატრიალებდა - მეოთხე რაუნდში 5 სამქულიანი ჩააგდო.
***
დღეს, 21 მაისს 14 საათზე სერიის მეორე მატჩია. თსუ-ს მწვრთნელი, ნუგზარ ჭეიშვილი გვპირდება, რომ ფინალები მშარლი ანგარიშით არ დასრულდება. ვნახოთ, რა აზრისაა "არმია".
ზვიად ბაბიაშვილი (არმია): "მოხარული ვარ, რომ დღეს გულშემატკივარმა ლამაზი თამაში იხილა. დაძაბული ორთაბრძოლა იყო, სწორედ ისეთი, როგორიც ფინალს შეშვენის - არავინ არაფერს თმობს. რაც შეეხება ჩემს თამაშს, ვერაფერს ვიტყვი გარდა ერთისა - დღეს "არმიამ" გუნდური თამაშის წყალობით მოიგო."
ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მწვრთნელი): "ჩვენს ხელთ არსებული რესურსით მაქსიმუმი გავაკეთეთ. საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეულ გუნდს ბოლომდე ვებრძოლეთ და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო. გადამწყვეტ მომენტში ფორტუნამ "არმიის" მხარე დაიჭირა. ხვალ უფრო რთული ბრძოლა გველის. დარწმუნებული ვარ, ეს სერია 3:0 არ დასრულდება".
ქრონოლიგია
IV პერიოდი
9:30 მ. ბერიშვილი 2ქ (51:54)
8:36 შარაბიძე 1ქ (55:51)
8:17 საყვარელიძე 1ქ (56:51)
8:08 ბაბიაშვილი 2ქ (58:51)
7:59 ფანჩულიძე 3ქ (58:54)
7:37 ბაბიაშვილი 3ქ (61:54)
7:14 ლონდარიძე 2ქ (61:56)
6:57 ბაბიაშვილი 2ქ (63:56)
4:44 ბაბიაშვილი 2ქ (65:56)
4:38 მ. ბერიშვილი 1ქ (65:57)
4:02 ბაბიაშვილი 1ქ (66:57)
3:13 მ. ბერიშვილი V ფოლი
3:13 ტუღუში 1+1 (ააცილა)
2:19 ბაბიაშვილი 3ქ (69:57)
1:57 კორკოტაძე 3ქ (69:60)
1:29 კორკოტაძე 3ქ (69:63)
1:18 ბაბიაშვილი 2ქ (71:63)
0:53 ლონდარიძე 2ქ (71:65)
0:44 ჩიტაშვილი V ფოლი
0:44 ბაბიაშვილი 1ქ (72:65)
0:36 ფანჩულიძე 3ქ (72:68)
0:30 ბოისა 1ქ (73:68)
0:20 ფანჩულიძე 3ქ (73:71)
0:09 ბოისა 1+1 (ააცილა)
0:09 საყვარელიძე მოხსნა
0:03 ტუღუში 1+1 (75:71)