სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელისთვის განკუთვნილი თასი და ძვირფასი საჩუქრები კოტე ტუღუშს ერგო, თუმცა იგი ამჟამად "არმიასთან" ერთად ანთალიაში შეკრებაზეა და პრიზები კოტეს თანაგუნდელმა სერგო ათუაშვილმა მიიღო.
მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს ლაშა ფარღალავამა და გიორგი შარაბიძემ. ლაშა ღონისძიებას ესწრებოდა და ჯილდოები პირადად მიიღო, ხოლო შარაბიძე არმიელია, ისიც თურქეთშია და მისთვის განკუთვნილი პრიზები დავით
ბექა ჩიკვილაძემ სუპერლიგის 23 მატჩში 548 ქულა ჩააგდო და სეზონის ბომბარდირი გახდა. შესაბამისად, სნაიპერისთვის განკუთვნილი თასი და ფასიანი საჩუქრები ბექას ერგო.
ასევე დაჯილდოვდნენ ახალგაზრდული ჩემპიონატის გამორჩეული კალათბურთელები. პლეი ოფის საუკეთესო სტუ-ს მეფარე აკაკი დვალიშვილი გახდა, ხოლო რეგულარული ეტაპის საუკეთესოდ გიორგი რევაზაშვილი დასახელდა, რომელმაც ტურნირის ბომბარდირობა არავის დაუთმო: 15 მატჩში 542 ქულა (საშუალოდ 36.1) ჩააგდო.
ღონისძიების ორგანიზატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა მთავარი სანახაობა ბოლოსთვის შემოინახა: მცირე სცენაზე ხუთი ძმა რევაზაშვილები ავიდნენ. საინტერესო იქნება მათი ერთ გუნდში ხილვა, რისთვისაც მოცდა მოგვიწევს, რადგან უმცროსი, ჯაბა რევაზაშვილი 4 წლისაა.