5 ივლისი, ბალტიისპირეთი, ქადარია

AutoSharing Option
5 ივლისს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ევროტურნირების, მათ შორის ევროჩელენჯის წილისყრა გაიმართება. მსგავსი ღონისძიებისადმი ქართველებს ბოლო წლებში დიდი ინტერესი არ გვქონია, რადგან ორი სეზონის საერთაშორისო არენაზე ერთი ქართული გუნდიც არ გასულა. ამჯერად კი ინტერესით უნდა დაველოდო წილისყრის შედეგებს, რადგან ევროჩელენჯის 2011-12 წლების გათამაშებაში ორი ქართული გუნდი იასპარეზებს - ქვეყნის ჩემპიონი "არმია" და ნახევარფინალისტი "სოხუმი".

არმიელებმა გუშინ, 17 ივნისს თურქული შეკრება მოილიეს. შეკრების საკითხი სოხუმელებმაც გაარკვიეს. გუნდის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ პაჭკორიამ გვითხრა:

- 15 ივნისს რიგიდან დამიკავშირდა "სოხუმის" და ლატვიის ნაკრების მთავარი
მწვრთნელი აინარს ბაგაცკისი, რომელმაც შემატყობინა, რომ "სოხუმი" საწვრთნელ შეკრებას ბალტიისპირეთის ერთ-ერთ ქვეყანაში გაივლის. იქ გუნდი ჩაატარებს რამდენიმე სპარინგ-მატჩს ევროლიგაში და ევროთასზე მოასპარეზე კლუბებთან. შეკრების ჩატარების ზუსტი თარიღი მას მერე დადგინდება, როცა გაირკვევა საქართველოს ჩემპიონატის და ევროჩელენჯის გათამაშების დაწყების თარიღი, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ამ შეკრებას "სოხუმი" გაივლის იმის შემდეგ, როცა ლიტვაში დამთავრდება ევროპის ჩემპიონატი.

თენგიზ პაჭკორიამ იქვე აღნიშნა:
- აინარს ბაგაცკისი და "სოხუმის" მფლობელი, უცხოეთში მყოფ მინდია გულუასთან აპირებენ გუნდში მოიწვიონ რამდენიმე გამოცდილი ქართველი კალათბურთელი და 5 ლეგიონერი, მათ შორის ამერიკელები. ბაგაცკისის თქმით, ბევრ ქართველ და უცხოელ კალათბურთელს სურს "სოხუმში" თამაში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას საკითხის ღრმა შესწავლის შემდეგ მიიღებენ.

გუშინ, კიდევ ერთი სიახლე შევიტყვეთ: გუნდთან ორწლიანი კონტარქტი გააფორმა ახალგაზრდა ვახტანგ ქადარიამ. მან ბოლო ორი სეზონი ამერიკის კოლეჯების ლიგაში გაატარა, მანამდე თბილისის "დინამოსა" და "სოხუმში" ასპარეზობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული