"ლაშა ფარღალავამ და ლევან ფაცაციამ საკალათბურთო კლუბ ”სოხუმთან” ორ-ორწლიან კონტრაქტებს მოაწერეს ხელი", - გვითხრა ”სოხუმის” პრეს-სამსახურის უფროსმა თენგიზ პაჭკორიამ.
ორივე კალათბურთელი გასულ სეზონშიც ”სოხუმის” ღირსებას იცავდა - ფარღალავა მთელი წლის განმავლობაში, ფაცაცია - პლეი-ოფში. ორივე ”სოხუმის” მწვრთნელის, ვაჟა კვარაცხელიას აღზრდილია.
აი, რა თქვა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მწვრთნელმა:
- ლაშა ფარღალავამ დიდი წვლილი შეიტანა გასულ სეზონში ”სოხუმის” წარმატებელ
”სოხუმის” ვიცე-პრეზიდენტმა თემურ ჩილაჩავამ დასძინა:
- ლაშა ფარღალავა და ლევან ფაცაცია ძალიან ნიჭიერი კალათბურთელები არიან და შეუძლიათ მომავალ სეზონში გუნდს დიდი სამსახური გაუწიონ.
ერთი კვირის წინ "სოხუმში" ჩარიცხული მიხეილ ბერიშვილი ნაკრებში რომ გამოიძახეს, უკვე მოგახსენეთ. მასთან ერთად იგორ კოკოშკოვმა ეროვნულში ლევან ფაცაციას უხმო. რაც შეეხება ლაშა ფარღალავას, ჩვენი ინფორმაციით, იგი გამოძახებულთა სიაში არ არის. თუმცა, ჯერ ოფიციალური სია არ გამოცხადებულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"