დაწინაურდა "სოხუმი"

AutoSharing Option
სოხუმი-ქუთაისი 72:56
12:9, 18:16, 20:13, 22:18
სოხუმი: ჩოჩია (16ქ, 5მ, 5ჩ), გაფრინდაშვილი (8ქ, 9მ), დოლიძე (1ქ), ძიძიგური (2ქ), რ. როგავა (9ქ, 5მ, 5პ), გოლეთიანი (9ქ), მესხი (11ქ, 6მ, 4ჩ), ორმოცაძე (8ქ, 11მ), ბულიავა (8ქ, 8მ).
ქუთაისი: გრძელიძე (9ქ, 3პ), ტყაბლაძე (3ჩ), ბერეკაშვილი, ფხაკაძე (15ქ, 7მ), ცირეკიძე (14ქ, 12მ, 3დ), დ. დვალიშვილი (16ქ, 18მ), გოგოძე (2ქ, 5პ), კუხიანიძე.

დაიწყო საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერია, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ორი ჭაბუკთა გუნდი ხვდება - "სოხუმი" და "ქუთაისი".

ფინალური სერია ორ მოგებამდეა. პირველი
მატჩი თბილისში გაიმართა და ნომინალური მასპინძლის, "სოხუმის" გამარჯვებით დასრულდა. მეტ-ნაკლებად თანაბრად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, მესამე პერიოდში სოხუმელებმა 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს რომელიც მეოთხე რაუნდში 16-მდე განავრცეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

"სოხუმმა" "ქუთაისს" უმთავრესად პერიმატრიდან ტყორცნებში აჯობა - 6 სამქულიანი ჩააგდო, მაშინ როცა საკუთარ კალათში ერთი სამიანი მიიღო. ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილ გუნდში სნაიპერობა ალეკო ჩოჩიამ იკისრა (16 ქულა), ხოლო სტუმართაგან ცირეკიძე და დვალიშვილი გამოირჩნენ - ორივემ დუბლი მიითვალა.
ფინალური სერიის მეორე მატჩი 22 ივნისს (18 საათზე) ქუთაისში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული