გუშინ, ინტერნეტში აღმოვაჩინე ბაგაცკისის ინტერვიუ, რომელშიც მწვრთნელი ლატვიის ნაკრებისა და NBA-ს პარალელურად "სოხუმზე" ლაპარაკობს. ლატვიურიდან ნათარგმნი პუბლიკაცია ქართველ მკითხველსაც
- ნახევარი სეზონი საქართველოში გაატარეთ. რას იტყვით "სოხუმსა" და ქართულ ლიგაზე?
- საქართველოში გამგზავრებამდე იქაურ კალათბურთს კარგად არ ვიცნობდი. მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა მქონდა. ვიცოდი, რომ 26 ქართველი თამაშობდა საზღვარგარეთ, ესპანეთში, იტალიაში, ადრიატიკის ლიგაზე, გერმანიაში... რაც მთავარია, ექვს კალათბურთელს ევროპის წამყვან კლუბებთან აკავშირებდათ კონტრაქტები. ასევე ვიცოდი, რომ NBA-ში ოთხ ქართველს ჰქონდა ნათამაშები. ზაზა ფაჩულია ახლაც "ატლანატს" ღირსებას იცავს. ასე რომ, გარედან ქართული კალათბურთი მეტად საინტერესოდ მოჩანდა.
- შიდა ჩემპიონატი?
- სიმარტივით გამოირჩევა, თუმცა როგორც ამბობენ, 2010-11 წლების ჩემპიონატი ქართული კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო იყო.
- ახლა, რაც შეეხება თქვენს კლუბ "სოხუმს"...
- როცა გუნდში მივედი, რეგულარულ ჩემპიონატში მეხუთე-მეექვსე ადგილებს ინაწილებდა, იყო არაერთი ტრავმირებული... მეორე წრიდან დაცვაში თამაში საგრძნობლად გამოვასწორეთ და შედეგიც გვქონდა. სტატისტიკის თანახმად, მეორე ტაიმს თითქმის არ ვაგებდით, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდში ყველაფერი წესრიგში იყო, ფიზიკური მომზადების ჩათვლით. "სოხუმში" მისვლისთანავე ვთქვი: დროულად უნდა გავაუმჯობესოთ ორი რამ: ფიზიკური კონდიციები და დაცვა. საბედნიეროდ, სეზონის ბოლოსთვის ორივე კომპონენტში მიზანს მივაღწეით.
- პლეი ოფში გუნდის გამოსვლით რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით?
- ნახევარფინალში მეტოქედ საქართველოს ჩემპიონატის აბსოლუტური ლიდერი გვყავდა - "არმიას" რეგულარულ ეტაპზე მხოლოდ ორი წაგება ჰქონდა. ტრავმების მიუხედავად მეტოქეს ბოლომდე ღირსეულად ვებრძოლეთ, ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში გავიმარჯვეთ და მეოთხის მოგებასთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ უკანასკნელ წუთებზე დავმარცხდით. საბოლოოდ, "სოხუმმა" საქართველოს პირველობაზე მეოთხე ადგილი დაიკავა.
- რამდენად საინტერესო გამოდგა ქართული კლუბის გაწვრთნა?
- ნამდვილად სასიამოვნო იყო - დროის მოკლე მონაკვეთში ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოვაყალიბე. რაც მთავარია, ეს იმ შემადგენლობით მოვახერხე, რომელიც "სოხუმში" დამხვდა - ახალი არავინ დამიმატებია.
- საქართველოში მუშაობის გაგრძელებას აპირებთ?
- "სოხუმის" ხელმძღვანელობისგან წინადადება მივიღე და სიამოვნებით დავთანხმდი. გუნდი მომავალ სეზონში მაღალ მიზნებს ისახავს - ევროჩელენჯზე აპრებს გასვლას, რისთვისაც შემადგენლობის გაძლიერებაა საჭირო. დავიმატებთ საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეულ კალათბურთელებსა და ხუთ ლეგიონერს.
- თქვენი მოწინააღმდეგე გუნდის ერთ-ერთმა კალათბურთელმა მსაჯზე ფიზიკური იერიში მიიტანა. როგორ აფასებთ ამ ფაქტს?
- ასეთი რამ მართლაც მოხდა. იყო სიტუაცია, როცა სპორტსმენი, არათუ კალათბურთში, კრივში აკრძალულ წესებს იყენებდა. ეს დაუშვებელია, მაგრამ ისიც გასათვალისწინეებლია, ცხელ საქართველოში მხურვალე ხასიათის ხალხი ცხოვრობს.
- საინტერესოა თქვენი მოსაზრება NBA-ს წლევანდელ ფინალზე.
- "დალასი" ყველაზე ასაკოვანი და გამოცდილი გუნდია. მომწონს გუნდის მწვრთნელი და მისი სტრატეგია. ჩემი აზრით "დალასი" NBA-ში საუკეთესო ზონურ დაცვას თამაშობს. სასიამოვნო იყო ამ გუნდის მიერ ჩატარებული ნებისმიერი მატჩის ხილვა და, ვფიქრობ, NBA-ს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს.
- ლატვიის ნაკრების შესახებაც გკითხავთ. ჩვენს ჯგუფში სერიოზული გუნდები არიან შეკრებილნი: გერმანია, სერბეთი, საფრანგეთი, ისრაელი, იტალია. ჩვენ კი ახალგაზრდული ნაკრები გვყავს...
- ლატვიის ნაციონალური გუნდის საშუალო ასაკი 23 წელია. თუმცა, გვყავს გამოცდილი კალათბურთელებიც: ანდრის ბიედრინსი, იანის ბლუმსი, კრისტაპს იანიჩენოკსი. ახალგაზრდებმა მაგალითი მათგან უნდა აიღონ. ჯგუფიდან გასვლის შანსი ყველას აქვს. მნიშვნელოვანია, ვინ როგორ შეხვდება ევროპის ჩემპიონატს. მოუთმენლად ველი მოსამზადებელი ეტაპის დაწყებას, რადგან ბევრი სამუშაო გვაქვს: გუნდი სათანადოდ უნდა მოვამზადოთ როგორც ფიზიკურად, ასევე ტაქტიკურად და ტექნიკურად. რადგან ახალაგზრდული ნაკრები გვყავს, ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მზადყოფნა. ეს თავად კალათბურთელებზეა დამოკიდებული, მაგრამ მაქვს გეგმა, როგორ გავაძლიეროთ გუნდი მენტალურად.
I წრე
სოხუმი-აგრარული 85:79
თსუ-სოხუმი 94:93
სოხუმი-ენერჯი 77:67
არმია-სოხუმი 96:64
დინამო-სოხუმი 70:91
სოხუმი-ბათუმი 90:76
სოხუმი-ქუთაისი 66:91
სტუ-სოხუმი 57:79
სოხუმი-სამედიცინო 80:77
შსს-სოხუმი 87:80
II წრე
აგრარული-სოხუმი 64:84
სოხუმი-თსუ 59:71
ენერჯი-სოხუმი 55:73
სოხუმი-არმია 71:82
სოხუმი-დინამო 121:74
ბათუმი-სოხუმი 71:82
ქუთაისი-სოხუმი 82:81
სოხუმი-სტუ 98:55
სამედიცინო-სოხუმი 71:75
სოხუმი-შსს 73:78
1/4 ფინალი
შსს-სოხუმი 77:72
სოხუმი-შსს 78:70
შსს-სოხუმი 75:79
1/2 ფინალი
არმია-სოხუმი 66:52
არმია-სოხუმი 85:65
სოხუმი-არმია 82:77
სოხუმი-არმია 65:71
III ადგილისთვის
ქუთაისი-სოხუმი 91:84
სტატისტიკა თ წთ 2ქ/ჩაგ 2ქ/ნას 2ქ% 3ქ/ჩაგ 3ქ/ნას 3ქ% 1ქ/ჩაგ 1ქ/ნას 1ქ/% მ/მეტ მ/საკ მ/სულ პ ფ შ ჩ დ ქ
4. ლაშა ფარღალავა 25 31.8 3.1 7.4 41.9 2.8 10.2 27.1 4.8 6.8 70 0.8 4.4 5.2 4.9 2.6 3.9 2.1 0 19.3
5. იუჯინ ჰარისი 20 33.9 2.7 6 45 2.2 6.3 34.4 1.9 2.3 82.6 0.2 2.4 2.6 4.3 1.9 1.9 1.5 0.1 13.8
6. ირაკლი ჩლაიძე 20 16.2 0.7 2 35.9 0.8 3.1 26.2 0.8 1.2 69.6 1.3 1 2.3 0.5 2.6 0.9 0.3 0.1 4.6
7. გიგა კვეტენაძე 21 11.2 1.1 3 37.5 0.3 1 30 0.4 0.7 53.3 0.9 1.4 2.2 0.3 0.7 0.5 0.1 0.1 3.5
9. ლუკა შანიძე 28 19.3 2.8 5 56.8 0.7 2.8 26 1.4 2 70.2 2.2 1.8 4 0.9 1.6 1 0.9 0.2 9.2
10. ირაკლი სორდია 26 19.2 0.8 2.3 32.8 1.2 5 22.9 1.1 1.3 82.9 0.6 2.7 3.3 2 2.3 2 0.6 0.1 6.1
11. თემურ კანკია 26 17.3 0.3 0.8 33.3 0.3 1.9 18 0.5 0.8 54.5 0.6 1.7 2.2 2 2.3 0.5 1.5 0 2
12. გელა კოპალიანი 10 7.7 0.8 1.9 42.1 0.1 0.2 50 0 0.2 0 0.8 1.5 2.3 0.6 1.2 0.4 0.2 0.1 1.9
14. კარლ დამუსი 28 18.9 3.3 6.3 52.8 0 0 0 1.9 3.1 61.4 3.2 5.2 8.4 0.5 2.6 1.7 0.4 1.1 8.6
15. რიჩარდ დამუსი 28 23.4 4.4 6.8 64.7 0 0.1 0 1.5 2.9 51.2 3.6 5.7 9.3 0.7 3.1 1 0.9 1.5 10.3
20. ლევან ფაცაცია 8 34.1 2.9 6.6 43.4 1.1 5.6 20 5.4 7.4 72.9 1.4 6.3 7.6 2.5 2.5 2.5 0.9 0.3 14.5
21. გიორგი ფერიაშვილი 1 5 0 3 0 0 0 0 0 0 0 2 0 2 1 1 0 0 0 0
22. დავით კორძაძე 1 6 1 2 50 0 0 0 0 0 0 1 1 2 0 1 0 1 0 2
23. ვახტანგ კვარაცხელია 4 3.8 0 0.3 0 0 0 0 0.3 0.5 50 0 0.5 0.5 0.3 0 0.5 0 0 0.3
25. გიორგი ძიძიშვილი 1 2 1 2 50 0 0 0 0 0 0 2 0 2 0 0 0 0 0 2
30. ზვიად ანთაძე 10 32.5 4.9 10.9 45 0.4 2.8 14.3 3.3 5.6 58.9 2.7 5.9 8.6 4.1 2.7 2.3 2.7 0.8 14.3
P.S.
ეს კარიკატურა აინარს ბაგაცკისს 29 მარტს, "დინამოს" ბაზაზე, მის დაბადების დღეზე ვაჩუქე. თავიდან შარვლის აკეცილ ტოტებს დახედა, შემდეგ ზემოთ აჰყვა და გაკვირვებით მკითხა: საქართველოს დროშის ფერების ჰალსტუხი რატომ ჩამომკიდე, ლატვიისა უფრო მომიხდებოდაო... თუმცა, იქვე ლატვიის დროშაც შენიშნა და დამშვიდდა - კარგია, ჩემი ეროვნული სიმბოლო გულის მხარეს რომ მიგიხატავსო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"