სუპერლიგა - ხუთი ლეგიონერით

AutoSharing Option
სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-საიტზე გამოქვეყნდა საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ლეგიონერთა ლიმიტს ეხება...

"მომავალ სეზონში ევროტურნირებში ორი ქართული გუნდი იასპარეზებს. ევროჩელენჯის გათამაშებაში საქართველოს ჩემპიონი "არმია" და "სოხუმი" გამოვლენ.

ფიბა-ევროპის რეკომენდაციით, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია კლუბებს და ზოგადად, გულშემატკივრებს შეახსენებს იმ ლიმიტის შესახებ, რომელიც უცხოელი კალათბურთელების რაოდენობას არეგულირებს.

ფიბა-ევროპას საკუთარ ტურნირებში უცხოელებზე კონკრეტული შეზღუდვა არ აქვს დაწესებული. ყველა გუნდი ევროტურნირზე საკუთარი ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის მიერ დაწესებული ლიმიტის შესაბამისად გამოდის. ანუ, "არმია" და "სოხუმი" ევროჩელენჯზე ლეგიონერთა იმ ლიმიტს უნდა დაემორჩილნონ, რომელიც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატშია დაწესებული და
შემდეგში მდგომარეობს:

1. გუნდს უფლება აქვს 16-კაციან განაცხადში მაქსიმუმ 5 უცხოელი (ნებისმიერი ეროვნების) შეიყვანოს.
2. კონკრეტული მატჩის 12-კაციან განაცხადში შესაძლებელია ხუთივე ლეგიონერის შეყვანა.
3. მატჩის მსვლელობისას შესაძლებელია მოედანზე ერთდროულად მაქსიმუმ ოთხი ლეგიონერის ყოფნა. შესაბამისად, მოედანზე ყოველთვის უნდა იმყოფებოდეს მინიმუმ ერთი არალეგიონერი (საქართველოს მოქალაქე).

ეს წესები საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოქმედებს და შესაბამისად, იგივე წესები გავრცელდება ქართული კლუბებისთვის ევროტურნირებშიც."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული