- შსს კურსს არ ღალატობს, კვლავაც ვეცდებით ქართული კალათბურთის განვითარების საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ახალ სეზონში შედარებით ახალგაზრდა, თუმცა საინტერესო შემადგენლობა გვეყოლება, - გვითხრა გუნდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ლევან მიქაბერიძემ.
გასული სეზონის შემდეგ შსს დატოვეს გიორგი მარკოიშვილმა, ირაკლი ბერიშვილმა, კოკა ტომარაძემ, სოსო შერმადინმა და გიგი ბარბაქაძემ.
ლევან მიქაბერიძემ აღნიშნა: კლუბი ყოფილ მოთამაშეებთან კვლავ ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას და გაწეული სამსახურისთვის დიდ მადლობას
როგორც წესი, დანაკლისს შევსება სჭირდება. ჯერჯერობით შემადგენლობა სრულად არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ რამდენიმე გვარი უკვე ცნობილია: გასული სეზონის შემდეგ შსს-ში დარჩნენ ბექა წივწივაძე, ჟულივეტ ტუჯანი, გიორგი ნიკოლაძე, ლექსო ლაფანაშვილი და დავით იმნაძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"