"არმია" "ნიუ ჯერსის" კალათბურთელით გაძლიერდა

AutoSharing Option
სანდიატა გეინსმა თბილისის "არმიასთან" კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება ლოკაუტის დასრულებამდეა გათვლილი, რომლის შემდეგაც მოთამაშე "ნიუ ჯერსის" განკარგულებაში დაბრუნდება.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს კლუბსა და მოთამაშეს შორის, ის ჩაშლასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წუთს მხარეები მაინც შეთანხმდნენ.

185 სმ სიმაღლის, 25 წლის გეინსი გასულ სეზონში სამი ამერიკული გუნდის ღირსებას იცავდა - "მინესოტას", "ტორონტოსა" და ნიუ ჯერსის". იგი სეზონში საშუალოდ 4.6 ქულას, 1.6 მოხსნასა და 1.8 პასს აგროვებდა.

აღსანიშნავია, რომ გეინსს ევროლიგის კლუბებიც იწვევდნენ.

მომზადებულია sportando.net-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული