ჟურნალისტებთან, სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმა, სუპერლიგის პრეზიდენტმა გიორგი ზამბახიზემ და "საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირის" პრეზიდენტმა როლანდ ხომერიკმა ისაუბრეს. კალათბურთელები ახალ სეზონს 15 ოქტომბერს დაიწყებენ, ჩემპიონობისთვის კი 11 გუნდი იბრძოლებს.
ესენი არაიან - თსუ, სტუ, არმია, სოხუმი, დინამო, ოლიმპი, შსს, თსსუ, ბათუმი, რუსთავი და ქუთაისი. რეგულარული ჩემპიონატი ორწრედ გაიმართება, რის შემდეგაც 8 საუკეთესო გუნდი საჩემპიონო ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს. მეოთხედფინალები ორ მეგაბამდე იქნება, ხოლო
სუპერლიგის მატჩები სპორტის სასახლეში გაიმართება; ქუთაისის, რუსთავისა და ბათუმის გუნდები კი საშინაო თამაშებს საკუთარ ქალაქებში ჩაატარებენ. სპორტის სასახლეში თამაშზე დასწრება სიმბოლური ფასი 1 ლარი ეღირება, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა "საქართველოს კალათბურთელთა დახმარების ფონდში" ჩაირიცხება. გადაწყდა, რომ მუშაობას დაიწყებს "საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირი", რომლის მთავარი მიზანი - მსაჯებისა და მდივნების ახალი კადრების მოძიება, მათ მიერ გაწეული საქმიანობის მონიტორინგი და ფიბა-ევროპის შესაბამისი ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება იქნება.
გიორგი ზამბახიძე: "დიდი მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომელიც აქამდეც აქტიურად გვეხმარებოდა და კიდევ უფრო მეტად დაგვიჭერს მხარს. სუპერლიგის დაწყების პარალელურად მუშაობას დაიწყებს "საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირი", რომელსაც როლანდ ხომერიკი უხელმძღვანელებს. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დარღვევა სათანადოდ გაირჩევა და მასზე დასწრების უფლება ჟურნალისტებსაც ექნებათ".
ირაკლი სამყურაშვილი: "კალათბურთი მნიშვნელოვანი სპორტის სახეობაა და დიდი ყურადღებაც ექცევა. "საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირი" სერიოზულ მუშაობას გასწევს და მსაჯთა კორპუსის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მათ კონტროლზე იზრუნებს. ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული უწყების - საჯარო სამართლის იურიდული პირის - გლადანის ოლიმპიური რეზერვების ცენტრის ინიციატივით ახალი საკალათბურთო გუნდი "ოლიმპი" დაარსდა, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ჩემპიონატის განვითარებას".
როლანდ ხომერიკი: "ამჟამად, საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს 10 არბიტრი და 40-მდე მსაჯ-მდივანი ემსახურება. 10 არბიტრი ძალიან ცოტაა, ამიტომ ვიწყებთ ახალი კადრების შერჩევას. ვითანამშრომლებთ მწვრთნელებთან, მათ შეუძლიათ ნაკლებად პერსპექტიული კალათბურთელები ჩვენთან გამოგზავნონ და მსაჯის პროფესიის არჩევა ურჩიონ.
ძირითადად სწორედ კალათბურთელების ირგვლივ ვიმუშავებთ. გვაქვს ვიდეო მასალა, რომელსაც გამოვიყენებთ. გარდა ამისა, ფიბა-ს სტანდარტებით წელიწადში ორჯერ ფიზიკურ ტესტს ჩავატარებთ, რათა თამაშებს ყოველმხრივ მომზადებულები შეხვდნენ".
msy.gov.ge