საქართველოს XXI ჩემპიონატი. II ტური: რეგიონული ლოგიკა

AutoSharing Option
სუპერლიგის მეორე წრე გუშინ რეგიონებში გაიხსნა: "რუსთავმა" "ქუთაისს" უმასპინძლა, ხოლო "ბათუმმა" - თსუ-ს. შეხვედრებში მოულოდნელი შედეგები არ დაფიქსირებულა, გაიმარჯვეს ფავორიტებმა.

ქუთათურებმა რუსთავში პირველივე მეოთხედში მოიპოვეს ხელჩასაჭიდი უპირატესობა. რაც შეეხება თსუ-ს, შარშანდელი ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს ბათუმში გაუჭირდა, მესამე პერიოდის შემდეგ 56:63-ს აგებდა, თუმცა გადამწყვეტ რაუნდში 21:5 იმარჯვა და სეზონის პირველი მოგება ჩაიწერა.

საქართველოს XXI ჩემპიონატი. II ტური
21 ოქტომბერი, ბათუმი
ბათუმი-თსუ 68:77
10:27, 24:19, 29:10, 5:21
ბათუმი: ვ. მაისურაძე (3ქ, 7მ), მიქელაძე (20ქ, 5), ნინუა (2ქ), ელიაძე (6ქ), კეშელავა (20ქ, 12მ), ელიაშვილი (6ქ,
5მ, 3პ), რამიშვილი (5ქ, 5მ), ბოლქვაძე (6ქ, 6მ).
თსუ: ჩიტაშვილი (5ქ, 5პ), ზ. მაისურაძე (2ქ), ფანჩულიძე (24ქ, 4პ, 3ჩ), კოხრეიძე (2ქ, 5მ), მარკოიშვილი (8ქ, 7მ), ნინიაშვილი (14ქ, 6მ, 3ჩ), დ. ბერიშვილი (6ქ), შერმადინი (6ქ, 10მ, 2დ), კორკოტაძე (6ქ), ხიზანიშვილი (4ქ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. ანდღულაძე
კომისარი: ა. კაზანჯიანი

21 ოქტომბერი, რუსთავი
რუსთავი-ქუთაისი 61:98
12:34, 17:22, 21:21, 11:21
რუსთავი: არწივიძე (6ქ, 3პ), ჩაჩანიძე (7ქ), ხმელიძე (23ქ, 9მ, 3ჩ), მაჭავარიანი (9ქ), გუგავა (5ქ, 7მ), ბააკაშვილი (1ქ), კოპალიანი (7ქ, 6მ), გ. ბერუაშვილი, თვარაძე (3ქ, 6მ).
ქუთაისი: ფაშაევი (4ქ, 5მ, 3პ), ბაბუნაშვილი (17ქ, 8მ, 5პ), დიდია (7ქ, 6პ), ცეკვავა (6ქ, 8პ, 4ჩ), მესხი (2ქ), ტუკვაძე (6ქ), დ. ბარბაქაძე (6ქ, 6მ, 4პ), ლომინაშვილი (8ქ, 6მ), გ. ბარბაქაძე (16ქ, 5მ, 4ჩ), კუჭავა (2ქ), ქორიძე (4ქ), მათიაშვილი (20ქ, 4პ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.
კომისარი: რ. ხომერიკი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული