სუპერლიგის კალენდარში ცვლილებებია

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, რომ საკალათბურთო კლუბი "არმია" მონაწილეობას იღებს ევროპულ საკლუბო ჩემპიონატზე "ევროჩელენჯზე".

ამასთან დაკავშირებით "არმიამ" კალათბურთის ფედერაციას წერილობითი  თხოვნით მიმართა სუპერლიგის გათამაშების კალენდარში შესულიყო ცვლილება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და სუპერლიგის ხელმძღვანელობამ საკალათბურთო კლუბ "არმიის" თხოვნა დააკმაყოფილა და კალენდარში შეიტანა შემდეგი ცვლილებები: 28 ოქტომბერს და 9 დეკემბერს ქუთაისსა და ბათუმში დაგეგმილი "არმიის" გასვლითი თამაშები ჩატარდება 29 ოქტომბერს და 10 დეკემბერს თბილისის სპორტის სასახლეში , ხოლო ქუთაისსა და თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის გუნდებს შორის 5 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში უნდა ჩატარებულიყო,
გაიმართება ქუთაისის სპორტის სასახლეში.

29.10.2011
სპორტის სასახლე (შაბათი)
თსსუ - ბათუმი 12:00
სტუ - რუსთავი 14:00
არმია - ქუთაისი 16:00
შსს - ოლიმპი 18:00
სოხუმი - დინამო 20:00

4.11.2011
ქუთაისი (პარასკევი)
ქუთაისი - თსუ 18:00

10.12.2011
სპორტის სასახლე (შაბათი)
არმია - ბათუმი 12:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული