რუსთავი-სამედიცინო 73:100
14:26, 14:27, 22:23, 23:24
რუსთავი: არწივიძე (6ქ, 10პ), ჩაჩანიძე (5ქ), მაჭავარიანი (6ქ), ხმელიძე (21ქ), გუგავა (15ქ, 10მ), გ. არაბული, გ. ბერუაშვილი, თვარაძე (8ქ), ჯ. არაბული (2ქ), კოპალიანი (10ქ).
სამედიცინო: აბაიშვილი, ჩიკვილაძე (26ქ), ჭოჭუა (19ქ), ბექაური (8ქ, 13მ), ილიჩი (11ქ), ტომარაძე (13ქ), კვეტენაძე (9ქ), პირველაშვილი (7ქ), გაბისონია, შვანგირაძე, ჯინჭარაძე (6ქ), სამოილოვიჩი (1ქ).
მსაჯები: ს. საინერსი, ი. ბერიშვილი, კ. კუპატაძე
კომისარი: გ. სანაძე
რუსთავურ მატჩამდე "სამედიცინოს" მოგება-წაგებათა თანაბარი რაოდენობა ჰქონდა. ქვემო ქართლში გამარჯვების შემთხვევაში "მედიკოსები" სატურნირო ცხრილში
"რუსთავს" კი ჯერ ერთი მოგება არ აქვს, თუმცა ვერც მეხუთე ტურში მოახერხა გამარჯვება - ნუგზარ კანდელეკის გუნდი პირველივე ათწუთეულში 26:14 დაწინაურდა, ხოლო 20 წუთის შემდეგ 53:28-ს იგებდა...
გამოცდილი კალათბურთელის სიზუსტით ისროლა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა წვერმა ბექა ჩიკვილაძემ: 10-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი, 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და მატჩის ბომბარდირი გახდა - 26 ქულა.
11 ნოემბერი, ბათუმი
ბათუმი-სოხუმი 64:88
11:25, 17:19, 21:23, 15:21
ბათუმი: ვ. მაისურაძე (3ქ), რამიშვილი (9ქ, 7მ, 7ჩ), მიქელაძე (13ქ, 6პ), ელიაშვილი (15ქ, 9მ), კეშელავა (3ქ), ნინუა (2ქ), ბოლქვაძე (16ქ, 7მ), ელიაძე (3ქ).
სოხუმი: ფარღალავა (13ქ, 4პ), როგავა (7ქ), კანკია (5ქ), სორდია (3ქ), ათუაშვილი (12ქ, 7მ), ფაცაცია (40ქ, 16მ, 5პ, 3ჩ), გაფრინდაშვილი (7პ), ქადარია (4ქ, 7მ), ჯანაშია (4ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე.
კომისარი: თ. ქიქოძე
ყოველ ტურში რეკორდებზე გვიწევს წერა. ამას ვერც ამჯერად ავცდებით - მეხუთე ტური ჯერ სათანადოდ არც დაწყებულა, რომ უკვე ახალი რეკორდი "გამოცხვა" - სოხუმელმა ლევან ფაცაციამ 40 წუთში 40 ქულა ჩააგდო და ორით გააუმჯობესა მისივე მეგობრის, ლაშა ფარღალავას წინა ტურში ნაჩვენები შედეგი.
ლევანმა 18-დან 14 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი, 6-დან 6 საჯარიმო გამოიყენა და 40 ქულას 16 მოხსნა მიამატა.
ისევე როგორც "სამედიცინომ", "სოხუმმაც" პირველივე ტაიმში მოითავა საქმე - 44:28 დაწინაურდა. საბოლოოდ 88:64 სტუმართა სასარგებლოდ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"