მიხეილ ჩიტაშვილი: 4 წამიც საკმარისია

AutoSharing Option
ტურის საუკეთესო კალათბურთელის შერჩევისას ორ მთავარ კრიტერიუმს ვითვალესწინებთ: მარგი ქმედების კოეფიციენტს (რომლის მიხედვით ირკვევა ვინ უფრო მეტი სარგებელი მოუტანა გუნდს) და გადამწყვეტ მომენტში ნამოქმედარს.

მეშვიდე ტურის საუკეთესო კალათბურთელი, მიხეილ ჩიტაშვილი ორივე შემთხვევაში გამორჩეული იყო: 22 ქულა, 10 პასი, 7 მოხსნა მოაგროვა და სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით მატჩის მონაწილეთა შორის ყველას აჯობა - 25.

თსუ-"სამედიცინოს" შეხვედრის დასრულებამდე 12 წამით ადრე "მედიკოსმა" მალხაზ აბაიშვილმა სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ჩიტაშვილს 12 წამი ეყო მეტოქის ნახევარზე გადასასვლელად და ფარქვეშიდან გადამწყვეტი ორქულიანის ჩასაგდებად - 93:91.

მოვუსმინოთ
ტურის MVP-ს, მიხეილ ჩიტაშვილს.
- ჩემპიონატის დასაწყისიდან "სამედიცინოსთან" მატჩამდე სამქულიანების რეალიზების დაბალი მაჩვენებელი გვქონდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ გარედან ბურთს იშვიათად ვაგდებთ. შესაძლოა, სწორედ ამის ბრალია, რომ სატურნირო ცხრილში თსუ-სთვის შეუსაბამო ადგილზე (მე-9) რომ ვართ. "სამედიცინოსთან" კი პერიმეტრიდანაც კარგად ვისროლეთ, მთელი შეხვედრა მობილიზებით ჩავატარეთ, მწვრთნელის მითითებებიც სრულად შევასრულეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

- თსუ-ს მიერ რეალიზებული 7-დან 4 სამქულიანი ახალგაზრდა ზურაბ მაისურაძის ანგარიშზეა, რომელიც ტურის სიმბოლურ ნაკრებში შევიყვანეთ.
- ზურა კარგი ბიჭია, მეტად პერსპექტიულია. "სამედიცინოსთან" მწვრთნელი ენდო და მანაც ნდობა ბოლომდე გაამართლა.

- შეხვედრის ბოლოს გამარჯვების ორქულიანის ჩასაგდებად 12 წამი გეყო.
- მოედნის მთელს სიგრძეზე გადასაკვეთად 4 წამიც მყოფნის. "სამედიცინომ" სამქულიანი რომ ჩააგდო, პირითი ხაზიდან შემოტანილი ბურთი მივიღე და ფიქრის დრო არ იყო - მეტოქის კალათისკენ დავიძარი. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და მატჩი მოვიგეთ. იმედია, ამიერიდან წაგებებს გამარჯვებები შეცვლის. მომდევნო მატჩი ახალგაზრდა, მებრძოლ სტუ-სთან გვაქვს.


სუპერლიგა. VII ტურის

სოხუმი-ქუთაისი 61:84
სტუ-არმია 71:112
სამედიცინო-თსუ 91:93
რუსთავი-ოლიმპი 65:74
ბათუმი-დინამო 66:98

რეკორდები
ქულა
40 - ლევან ფაცაცია (სოხუმი)
2-ქულ 14/18; 3-ქულ 2/5; საჯ 6/6
11.11.11 ბათუმი-სოხუმი

მოხსნა
18 - ზვიად ანთაძე (სტუ)
(მეტოქ: 5; საკუთ: 13)
04.11.11 ბათუმი-სტუ

18 - ქეიენ კარტერი (დინამო)
(მეტოქ: 7; საკუთ: 11)
05.11.11 დინამო-სამედიცინო
(მეტოქ: 10; საკუთ: 8)
19.11.11 დინამო-რუსთავი

პასი
14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)
29.10.11 შსს-ოლიმპი

ჩაჭრა
7 - რევაზ ჩაჩანიძე (რუსთავი)
29.10.11 სტუ-რუსთავი

7 - ნიკა რამიშვილი (ბათუმი)
11.11.11. ბათუმი-სოხუმი

დაფარება
6 - ილიცა მილუტინოვიჩი (ოლიმპი)
15.10.11 თსუ-ოლიმპი

6 - ბექა ბექაური (სამედიცინო)
05.11.11 დინამო-სამედიცინო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული