სუპერლიგა. X ტური: პირველი ბათუმური

AutoSharing Option
სუპერლიგა. X ტური
რუსთავი-ბათუმი 85:93
21:30, 19:32, 24:12, 21:19.
რუსთავი: მაჭავარიანი (6ქ, 6პ), გ. არაბული (2ქ, 3ჩ,), ბერუაშვილი, არწივიძე (9ქ), თვარაძე, ბააკაშვილი, ჩაჩანიძე (19ქ, 6ჩ, 4პ, 6მ), ხმელიძე (33ქ, 5მ), კოპალიანი (8ქ), გუგავა (8ქ, 11ქ).
ბათუმი: მაისურაძე (11ქ, 5პ, 8მ, 2დ), რამიშვილი (17ქ, 4ჩ, 4პ, 7მ), მიქელაძე (7ქ, 4პ), ელიაშვილი (14ქ, 6მ, 3დ), კეშელავა (28ქ, 4პ, 14მ), ნინუა, ელიაძე (16ქ, 2დ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი
კომისარი: გ. სანაძე

ბათუმელებმა სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს, თანაც სტუმრად - "რუსთავი"
93:85 დაამარცხეს. "ბათუმმა" პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი - 20 წუთის შემდეგ 22 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ (62:40). "რუსთავს" კი არ აღმოაჩნდა რესურსი მეორე ნახევარში ასეთი სხვაობის აღმოსაფხვრელად.

ზღვისპირელთა გამარჯვება გამოცდილმა ლაშა კეშელავამ განაპირობა. მან 28 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. სტუმართა ვიცე-ბომბარდირი ახალგაზრდა ნიკა რამიშვილი გახდა, რომლის ანგარიშზეც 17 ქულაა. მატჩის სნაიპერი კი "რუსთავის" ფორვარდი ლევან ხმელიძე გახდა, 33 ქულა ჩააგდო.

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. არმია 8 8 0 746/508 16
2. ქუთაისი 9 7 2 772/678 16
3. ოლიმპი 8 7 1 659/581 15
4. სოხუმი 8 6 2 700/606 14
5. შსს 8 4 4 701/688 12
6. თსუ 8 4 4 632/630 12
7. სამედიცინო 9 3 6 772/814 12
8. დინამო 8 3 5 657/722 11
9. სტუ 8 3 5 649/717 11
10. ბათუმი 9 1 8 656/798 10
11. რუსთავი 9 0 9 642/844 9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული