სუპერლიგა. XII ტური: ორი დებიუტანტით

AutoSharing Option
სუპერლიგის მეორე წრე რეგიონებში გაიხსნა. შსს ბათუმში ჩავიდა მოსაგებად, "სოხუმი" - რუსთავში. ორივე შემთხვევაში სტუმრებმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს.

3 თებერვალი, რუსთავი
რუსთავი-სოხუმი 61:74
19:18, 13:21, 18:21, 11:14
რუსთავი: არწივიძე (5ქ, 3პ), მაჭავარიანი (9ქ), ჩაჩანიძე (6ქ, 4პ), ხმელიძე (14ქ, 6მ), ტუჯანი (23ქ, 8მ, 4პ), გ. არაბული (2ქ), გ. ბერუაშვილი, გუგავა (2ქ).
სოხუმი: ფარღალავა (18ქ, 12მ, 6პ), გაფრინდაშვილი, ჩაჩიბაია (16ქ, 9მ, 3პ), ჯგერენაია (3ქ, 14მ, 3პ), ათუაშვილი (4ქ, 5მ), როგავა, კანკია, ჩლაიძე (19ქ), ქადარია (14ქ, 5მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი.
კომისარი: გ. სანაძე.

შუასასეზონო პერიოდში შსს-დან "რუსთავში" ჟულივეტ ტუჯანი გადავიდა, რითაც ქვემოქართლელთა წინა ხაზი ერთი-ორად გაძლიერდა, მაგრამ "სოხუმის" დასამარცხებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

თავის მხრივ, რიმვიდას სამულენასის შეგირდებს ვერ დაეხმარა პირველი წრის საუკეთესო კალათბურთელი ლევან ფაცაცია. თუმცა სოხუმელებმა მის გარეშეც კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით შედეგიანად მეორე-მესამე პერიოდები ჩაატარეს და მეოთხე რაუნდის წინ 60:50 დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში ლაშა ფარღალავას წინამძღოლობით სტუმრებმა სხვაობა უფრო გაზარდეს და მეორე წრე 13-ქულიანი გამარჯვებით გახსნეს.

"სოხუმს" დიდი უპირატესობა ფარქვეშ ჰქონდა: მოხსნებში 49:33 იმარჯვა, რაც უმთავრესად ჩაჩიბაიას (9 მოხსნა), ჯგერენაიას (14) და ფარღალავას (12) დამსახურებაა. ლაშამ 18 ქულაც ჩააგდო და მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი მიითვალა.

3 თებერვალი, რუსთავი
ბათუმი-შსს 56:96
10:26, 19:27, 16:21, 11:22
ბათუმი: ვ. მაისურაძე (3ქ), რამიშვილი (15ქ, 5მ, 3პ, 3ჩ), მიქელაძე (14ქ, 5პ), ელიაშვილი (2ქ), ემირიძე, ნინუა, ელიაძე (12ქ, 5მ), რევაზაშვილი (10ქ, 11მ).
შსს: ლაფანაშვილი (2ქ), ნიკოლაძე (3ქ, 3პ, 4ჩ), ლონდარიძე (8ქ, 8მ, 2დ), თენიეშვილი (14ქ, 9მ), იმნაძე (14ქ, 6მ), ბლერი (19ქ, 9პ, 4ჩ), ბოქოლიშვილი (5ქ, 9პ), სმიტი (24ქ, 10მ, 3პ), ბექაური (7ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე.
კომისარი: ა. კაზანჯიანი.

"შსს-აკადემიას" ორი ახალწვეული, ენტონი მუდი და ჯასტინ ტაბსი ჯერ არ შეერთებიან. ძალოვნებმა მათ გარეშეც იოლად გაიმარჯვეს - ზღვისპირელებს პირველივე მეოთხეში ტალღასავით მიეძალნენ და 26:10. ახალგაზრდა ბათუმელებმა ვერც ამის შემდეგ მოახერხეს შსს-ს შეჩერება. ისევე როგორც რუსთაველებმა, აჭარლებმაც დიდი სხვაობით დათმეს მოხსნებში - 28:47. ამის წყალობით, რეალიზებულ ორქულიანებშიც სოლიდური განსხვავება დაფიქსირდა - 38:11 (თავადაც მიხვდებით ვის სასარგებლოდ).

"ბათუმის" სანუგეშო სტატისტიკა დაფიქსირდა შორეულ ტყორცნებში. მათ სტუმრებზე მეტი სამქულიანი ჩააგდეს - 7:4.

შეხვედრაში სუპერლიგის ორი დებიუტანტი მონაწილეობდა, ორივე გიორგი: შსს-ს ახალი მთავარი მწვრთნელი კეცელიდისი და "ბათუმის" ფორვარდი რევაზაშვილი, რომელიც "მაქაბიდან" გადავიდა. პირველმა ქართულ სპორტში გამოჩენა 40-ქულიანი გამარჯვებით აღნიშნა, მეორემ კი ზრდასრულ კალათბურთში შებიჯება ორმაგი დუბლით ჩაინიშნა (10 ქულა, 11 მოხსნა).

სატურნირო მდგომარეობა
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. არმია 10 10 0 895/628 20
2. შსს 11 7 4 1027/892 18
3. ქუთაისი 10 8 2 879/758 18
4. ოლიმპი 10 8 2 799/715 18
5. სოხუმი 11 7 4 906/847 18
6. სტუ 10 5 5 840/872 15
7. თსუ 10 4 6 808/844 14
8. დინამო 10 4 6 839/910 14
9. სამედიცინო 10 3 7 843/892 13
10. ბათუმი 11 1 10 792/1001 12
11. რუსთავი 11 0 11 766/1035 11

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული