სუპერლიგა. XIII ტურის რჩეულნი

AutoSharing Option
ზედიზედ მეორე ტურია, სუპერლიგის სიმბოლურ ნაკრებს ტანმაღალი კალათბურთელები ავსებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდები თანაბრად დაბალანსდა და მეფარეების ნაკლებობა აღარაა.

შსს აკადემიელი ტრეისი სმიტი და არმიელი იოაკიმ შელბომი მაღალი დონის კალათბურთელები არიან და სიმბოლურ ნაკრებში საინტერესო წინა ხაზს შეადგენენ. მათ მსუბუქი ფორვარდის პოზიციიდან დინამოელი ქიენ კარტერი დაეხმარებათ. მსროლელი ლევან ფაცაციაა, ხოლო გამთამაშებელი ლაშა ფარღალავა.

ლაშას "სოხუმმა" "სამედიცინო" დაამარცხა, თავად კი სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა. ამიტომ ტურის საუკეთესოდ სწორედ ფარღალავა დავასახელეთ. მასთან ინტერვიუს ხვალ შემოგთავაზებთ.

XIII ტური
ქუთაისი-რუსთავი 69:60
თსუ-ბათუმი 95:74
დინამო-არმია 66:83
სამედიცინო-სოხუმი 68:87
სტუ-შსს აკადემია 59:97

რეკორდები
ქულა

41 - ლარი ბლერი (შსს)
2-ქულ 11/21; 3-ქულ 4/8; საჯ 7/8
17.12.11 შსს-თსუ

მოხსნა

20 - რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი)
(მეტოქ: 4; საკუთ: 16)
23.12.11 ბათუმი-ქუთაისი

პასი

14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)
29.10.11 შსს-ოლიმპი
14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)
10.12.11 დინამო-ოლიმპი
14 - ბენჟამინ ვუდსაიდი (არმია)
17.12.11 სოხუმი-არმია

ჩაჭრა

7 - რევაზ ჩაჩანიძე (რუსთავი)
29.10.11 სტუ-რუსთავი
7 - ნიკა რამიშვილი (ბათუმი)
11.11.11. ბათუმი-სოხუმი
7 - ლარი ბლერი (შსს)
23.12.11 რუსთავი-შსს

დაფარება

6 - ილიცა მილუტინოვიჩი (ოლიმპი)
15.10.11 თსუ-ოლიმპი
6 - ბექა ბექაური (სამედიცინო)
05.11.11 დინამო-სამედიცინო
6 - მილან ოლუიჩი (დინამო)
14.02.12 დინამო-არმია

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული