არმილებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. პირველ ათწუთეულში 25:19 დაწინაურდნენ, ხოლო დიდ შესვენებაზე დამაჯერებლად, 49:32 გავიდნენ.
მესამე მეოთხედის შუაწელში არმიელები 59:41 გავიდნენ წინ, ხოლო პერიოდის დასრულებამდე 3:00 წუთით ადრე თავიაანთ სასარგებლოდ 63:45 დააფიქსირეს. , ხოლო პერიოდის მიწურულს 20-ქულიან სხვაობას უწიეს - 68:48.
ბოლო დასკვნით მეოთხედში უპირატესობას კვლავ "არმია" ფლობდა, რომელიმაც ც აღნიშნული პერიოდის მე-4 წუთზე სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა -
შსს აკადემიას შემადგენლობაში ტრეისი სმიტი გამოირჩა, რომელმაც 16 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო "არმიას" უილიამ ტომასმა ულიდერა, რომელიც 20 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შსს აკადემიას და "არმიას" მწვრთნელებისა და მოთამაშეების მიერ შემდეგი კომენტარები გაკეთდა.
გიორგოს კეცელიდესი(შსს აკადემია მწვრთნელი): მივულოცავ მოწინააღმდეგ გუნდს გამარჯვებას . ასევე მივულოცავ მსაჯებს, რომლებმაც კარგად იმსაჯეს. მინდა ვთქვა რომ "არმიას" ჰყავს ახალგაზრდა, მაგრამ კარგი მწვრთნელი. მას ალბათ არ უთამაშია ბევრჯერ "ევროჩელენჯზე" მწვრთნელის ამპლუაში და ესაა მიზეზი იმისა, რომ არ იცის პატივი უნდა სცეს მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელს.
როდესაც გუნდი იგებს 20-ქულას და ბოლო წუთზე იღებს წუთშესვენებას. ეს არ არის მისაღები საქციელი. მითუმეტეს, რომ აქ ახალი ვარ და ვცდილობ ყველას პატივისცემით მოვექცე.
მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთიდან ვარ და არავის ვიცნობ. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ყველას ექნება ერთმანეთის პატივისცემა და ასეთი სიტუაციები არ განმეორდება. ეს მათ მომავალშიც გამოადგებათ ევროპის დონის ტურნირებზე ასპარეზობის დროს. კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებას.
ჩემთვის უპირველესია გუნდური მუშაობა, გუნდურობა ყველაზე წინ დგას. ლარი ბლერმა დაუშვა შეცდომა გუნდურობასთან მიმართებაში და ამიტომ დღეს მას არ უთამაშია. მის მომავალს შემდეგ ორშაბათს თათბირის შემდეგ გადაწყვეტენ გუნდის მფლობელები.
კოტე ტუღუში (არმიას მწვრთნელი): ვფიქრობ კარგი თამაში გამოვიდა, მე როგორც გამარჯვებული კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს გულშემატკივარმაც სიამოვნება მიიღო. ორივე გუნდმა საკმაოდ ხარისხიანი კალათბურთი აჩვენა. შსს აკადემიას სიძლიერეზე ჯერ ვერ ვიმსჯელებთ, იმიტომ რომ გუნდში ბევრი რამ ჯერ კიდევ დასალაგებელი აქვთ.
ახალ მწვრთნელს საკმარისი დრო არ ჰქონია, რომ ყველაფერი ისე დაეწყო, როგოც უნდოდა. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ჩემი მხრიდან დავალება იყო რომ ყურადღება გაგვმახვილებინა დაცვაზე და კმაყოფილი ვარ რომ გუნდმა მხოლოდ 65 ქულა მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი დავალება შესრულებული იქნა. არ ვაქცევ საერთოდ ყურადღებას, თუ რამდენი ქულაა სხვაობა.
მაქსიმალურად ვიყენებ სათამაშო 40 წუთს, რათა უკეთესი მომზადება გავიაროთ შემდეგი თამაშისთვის. მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, რადგან წუთშესვენება ავიღე. ძალიან ვწუხვარ ამის გამო.
მე არავის შეურაცხყოფა არ მიფიქრია. მე ვუდგები საქმეს შემდეგნაირად - არა აქვს მნიშვნელობა რამდენ ქულას ვიგებ, პატივს ვცემ ჩემს მოწინარმდეგეს, ვცდილობ რომ ბოლომდე ვითამაშო და ბოლო წუთებზე არაპროფესინალურად არ მივუდგე საქმეს, სკამზე დავჯდე ან სხვა რამით დავკავდე. 40 წუთს განმავლობაში ვცდილობდი რომ გვეთამაშა დაცვა , რამაც შედეგი გამოიღო და მოვიგეთ ეს თამაში. გუშინ ვერ ვიტყოდი რო ამ გუნდს 15 ან 20 ქულას მოვუგებდი.
ვიცოდი რომ დაძაბული თამაში იქნებოდა. გადავხედოთ წარსულს, ბოლო დაპირისპირებასი 16 ქულის სხვაობით ვიმარჯვეთ, თუმცა ჩვენი ყოველი დაპირიპირება ყოველთვის საინტერესო და დაძაბული იყო, კალათბურთი კი სანახაობრივი. ვფიქრობ, რომ პატივი უნდა სცე თამაშზე მოსულ გულშემატკივარს და მთელი 40 წუთის განმავლობაში უნდა აჩვენო კალათბურთი.
გიორგი შარაბიძე: ახლახანს დავბრუნდი გუნდში. ტრავმა ახალი მოშუშებული მაქვს. ვფიქრობ ტრენერის დავალებას თავი ხუთიანზე გავართვით. მაქსიმალურად ვეცდები, რომ გუნდს რაც შეიძლება მალე შევუერთდე სრული დატვირთვით.
ბექა ბექაური: ახალი მწვრთნელი და ორი ახალი მოთამაშე გვყავს გუნდში. ამის გამო ალბათ ჯერ კიდევ შეუთამაშებლობაა გუნდში. რაც შეეხება არმიას, მივულოცავ ამ გამარჯვებას. ჩვენ კი იმედია მომავალში გამოვასწორებთ ჩვენს ხარვეზებსა და შეცდომებს.
superleague.ge