შსს-ს ამერიკელი ლეგიონერი დასაჯეს

AutoSharing Option
გემახსოვრებათ, "შსს აკადემიასა" და "არმიას" დაპირისპირება ჩემპიონატის სნაიპერმა ლარი ბლერმა გამოტოვა.

შსს-ს მწვრთნელ გიორგიოს კეცელიდისს გამთამაშებლის არყოფნის მიზეზი რომ ვკითხეთ, გვიპასუხა - რეჟიმი დაარღვია და დავსაჯეთ, მის საკითხს გუნდის უფროსობა განიხილავსო.

საქმე ეხებოდა ვარჯიშოს გაცდენას, რაზეც "შსს აკადემიაში" სერიოზულად იმსჯელეს, ლარი ბლერი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციითა და ფულადი ჯარიმით დასაჯეს.

როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, მან "არმიასთან" მატჩი გამოტოვა, გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს და შაბათისთვის ემზადება. 3 მარტს "შსს აკადემია" "დინამოს" "დაეჭიება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი სტატიააა უბრალოდ სათაურში ჩაასწირეთ, შ.ს.ს -ს კალათბურთელი უნდა გეწეროთ :)
abesa
12:41 29-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული