16-წლამდელთა ჩემპიონატი: "რუსთავმა" და "ქუთაისმა" საკუთარ მოედანზე იმარჯვეს

AutoSharing Option
დასრულდა 16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის ორი მატჩი, რომელიც რუსთავსა და ქუთაისში გაიმართა.

"რუსთავი 1"-მა საკუთარ მოედანზე "ავერსი 2" მიიღო და მეტოქე 132:34 გაანადგურა. მასპინძლებმა ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს და იოლი გამარჯვება გაიფორმეს.

აღსანიშნავია, რომ ქვემოქართლელთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლით თავი ერთბაშად ოთხმა მოთამაშემ გამოიჩინა. დავით ბარამიძემ 26 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა, გიორგი გიგაურმა - 16 ქულა, 13 მოხსნა, 8 ჩაჭრა, დიმიტრი ჩიჩუამ - 17 ქულა, 13 შედეგიანი გადაცემა, ხოლო არჩილ ღვალაძის ანგარიშზე 19 ქულა და 11 მოხსნაა.

"ავერსის" გუნდში გამოირჩა
ზაზა აკობიძე, რომელმაც საკუთარ გუნდს ყველაზე მეტი - 9 ქულა შესძინა.

საინტერესო გამოდგა "ქუთაისისა" და "აკადემიის" დაპირისპირება, რომელიც მასპინძელთა 3-ქულიანი უპირატესობით, 60:57 დასრულდა. შეხვედრის საწყისი ათწუთეული "ქუთაისის" სასარგებლოდ წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედში აკადემიელები გააქტიურდნენ და დიდი შესვენებისთვის მეტოქეს 2 ქულით გაასწრეს - 38:26.

მესამე პერიოდში "ქუთაისმა" არ დაუთმო მეტოქეს, შეძლო თამაშზე მობილიზება და 46:29 დაწინაურდა. დასკვნით მეოთხედში სტუმრებმა ქუთაისს ვეღარ აჯობეს და მარცხი განიცადეს.

" ქუთაისს" ულიდერა ირაკლი მაცაბერიძემ, რომელმაც 35 ქულა, 9 მოხსნა დააგროვა და მატჩის ბომბარდირი გახდა, ხოლო "აკადემიის" შემადგენლობაში ორმაგი დუბლით თავი რატი ნონიკაშვილმა გამოიჩინა, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა და 10 მოხსნაა.

u-16.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული