რიჩარდ მათიაშვილი და "ქუთაისი"

AutoSharing Option
ქუთაისი-სოხუმი 86:74
23:17, 21:14, 12:20, 30:23
ქუთაისი: ბაბუნაშვილი (14ქ), დიდია (3ქ), ცეკვავა (11ქ), გ. ბარბაქაძე (17ქ), მათიაშვილი (23ქ, 15მ), ფაშაევი (5ქ, 7პ), დ. ბარბაქაძე (13ქ), კოღუაშვილი.
სოხუმი: ფარღალავა (15ქ, 8მ), ჩლაიძე (5ქ), ათუაშვილი (20ქ, 16მ), ფაცაცია (15ქ, 12მ), ჯგერენაია (3ქ), როგავა (3ქ), კანკია (3ქ), გაფრინდაშვილი (4ქ), ქადარია (2ქ), ჩაჩიბაია (4ქ)
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, ს. საინერსი

გასული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი "ქუთაისი" წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. 16 მარტს, დავით უსტიაშვილის გუნდმა საკუთარ დარბაზში "სოხუმი" დაამარცხა და ქუთაისის სპორტის სასახლეში შეკრებილი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი
კიდევ ერთხელ გაახარა.

მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთ-ერთ ლიდერს რევაზ დიდიას თამაში არ წაუვიდა, პირველი პერიოდი 6-ქულიანი სხვაობით მოიგეს. კარგად გაისარჯნენ "ქუთაისის" სასტარტო ხუთეულის სხვა წევრები ბაბუნაშვილი, ცეკვავა, გიორგი ბარბაქაძე და მათიაშვილი.

მათ კარგად აუბეს მხარი სათადარიგოებმა დავით ბარბაქაძემ და ფაშაევმა. ქუთაისელთა აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა გუშინ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 5 ქულასთან ერთად, 7 შედეგიანი პასის ავტორიც გახდა. ქუთაისელებმა მეორე პერიოდში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და დიდ შესვენებაზე 13 ქულიანი სხვაობით გავიდნენ (44:31).

დროის ამ მონაკვეთში სოხუმელები სუსტად გამოიყურებოდნენ. მეტს ველოდით ლაშა ფარღალავასგან. მართალია, მან საკუთარ გუნდს 15 ქულა შესძინა და 8 მოხსნაც მიითვალა, მაგრამ შეცდომებიც ჰქონდა.

მესამე მეოთხედში "სოხუმი" გააქტიურდა და სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა (51:56). სტუმართაგან განსაკუთრებით სერგო ათუაშვილი და ლევან ფაცაცია გამოირჩნენ. ორივე მათგანმა ორმაგი დუბლი მიითვალა. ათუაშვილმა 20 ქულა და 16 მოხსნა, ფაცაციამ კი 15 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვეს. აღსანიშნავია, რომ სოხუმლებს მოხსნებში აშკარა უპირატესობა ჰქონდათ (54:36). მეოთხე პერიოდში სხვაობა 2 ქულამდეც დავიდა (63:61), თუმცა ამის შემდეგ მასპინძლებმა სრული უპირატესობა მოპიოვეს და მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვეს.

ქუთაისელთაგან საუკეთესო რიჩარდ მათიაშვილი იყო, რომელიც 23 ქულით და 15 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელადაც ის უნდა დავასახელოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
5 პასი და 4 ბლოკშოტი არაა სათვალავში ბატონო დავით?
keti
12:01 18-03-2012
0

სიახლეები პოპულარული