დღის პირველ მატჩში "დინამოსა" და "მაკაბის" დაპირისპირება გაიმართა, სადაც დინამოელებმა მეტოქე დიდი სხვაობით, 97:77 დაამარცხეს.
"დინამომ" თავიდანვე მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, რომელიც მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა და იოლი მოგება გაიფორმა.
"მაკაბის" გუნდში ორმაგი დუბლით, 46 ქულითა და 17 მოხსნით ლევან რევაზაშვილი გამოირჩა, ხოლო "დინამოს" რიგებში 28 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გიგა მეხრიშვილმა შეასრულა. 19 ქულითა და 9 მოხსნით ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა კი ირაკლი ალხანაიძეს დააკლდა.
საინტერესო გამოდგა
დაძაბული გამოდგა მესამე პერიოდი, სადაც სოხუმელებმა შეძლეს მობილიზება და მინიმალური სხვაობით, 48:47 დაწინაურდნენ.
გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩის დასკვნითი მეოთხედი, რომლის მე-4 წუთზე "ზღვისპირელებმა" უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდეს - 57:49. ოლიმპელებმა შეხვედრის დასრულებამდე 4:39 წუთით 5-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს, თუმცა დარჩენილ დროში მეტოქესთან ვეღარაფერი გააწყვეს და დამარცხდნენ.
"ოლიმპის" შემადგენლობაში 16 ქულით თავი ლუკა მინაშვილმა გამოიჩინა, ხოლო 15 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი კახა მუმლაძემ გაიფორმა. სოხუმის გუნდს ორმაგი დუბლით, 20 ქულითა და 11 მოხსნით კახა ჯინჭარაძემ ულიდერა. ჯინჭარაძეს 1 ქულით ჩამორჩა რევაზ როგავა, რომელმაც 19 ქულა დააგროვა.
დღის დასკვნით მატჩში შსს-მ "რუსთავს" უმასპინძლა და მეტოქე იოლად - 92:69 დაამარცხა. "ძალოვნებმა" პირველ ტაიმში 11-ქულიან უპირატესობას უწიეს (43:32), რომელიც მეორე ტაიმში კიდევ უფრო გაზარდეს. მესამე პერიოდში დასაწყისში შსს წინ 15 ქულით - 65:50 გავიდა, ხოლო მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 3:45 წუთზე 82:65 დააფიქსირა და მატჩში დამაჯერებლად იმარჯვა.
"რუსთაველებს" 13 ქულა შოთა ნარჩომაშვილმა შესძინა, ხოლო შსს აკადემიის შემადგენლობაში ორმაგი დუბლით ერთბაშად ორი მოთამაშე გამოირჩა. შოთა გელაზონიამ 23 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ხოლო ბექა ჭიჭვეიშვილის ანგარიშზე 10 ქულა და 11მოხსნაა.
u-20.ge