ფინალური საგზური "აკადემიამ" მოიპოვა, რომელმაც მეტოქე დამატებით დროში - 59:51 დაამარცხა.
შეხვედრის საწყის ათწუთეულში მცირე უპირატესობა სოხუმელებმა მოიპოვეს, თუმცა მეორე ნახევარში "აკადემიაც" ამოქმედდა და პირველი ტაიმი ფრედ - 19:19 დასრულდა.
დაძაბული გამოდგა შეხვედრის მესამე მეოთხედი, რომელიც ქულა-ქულაში წავიდა და საბოლოოდ "ზღვისპირელთა" მინიმალური უპირატესობით, 35:34 დასრულდა.
მატჩის მეოთხე მეოთხედში გუნდებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. დაძაბულობამ კი პიკს ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე მიაღწია
დამატებითი დრო "აკადემიის" სრული უპირატესობით წარიმართა. აკადემიელებმა ბრწყინვალე დაცვა აჩვენეს, მეტოქეს ერთადერთი ქულა ჩააგდებინეს და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს.
"სოხუმს" 17 ქულა ლუკა ბულიავამ შესძინა, ხოლო "აკადემიაში" ორმაგი დუბლით, 20 ქულითა და 10 მოხსნით თავი ლევან მასხულიამ გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის განმეორებითი მატჩი "შსს აკადემიასა" და "ქუთაისს" შორის 1 მაისს, ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, 14:00 საათზე გაიმართება.
www.u-16.ge