სუპერლიგა. მეოთხედფინალი: "ქუთაისმა" სტუდენტებს 85:55 მოუგო

AutoSharing Option
ქუთაისმა სუპერლიგის მეოთხედფინალების პირველ მატჩს უმასპინძლა. რეგულარული ჩემპიონატის მეორეადგილოსანი "ქუთაისი" მეშვიდეს, თსუ-ს შეხვდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვა.

თუმცა სტუდენტთა ასეთი დიდი სხვაობით მარცხს მაინც არ ველოდით, რადგან მათ ბოლო დროს თამაში საგრძნობლად გამოასწორეს და ერთმანეთის მიყოლებით "შსს აკადემიასა" და "დინამოს" სძლიეს.

თსუ-ს უმთავრესად მეტოქის ფარქვეშ შეკავება გაუჭირდა, რადგან ერთადერთი ნომინალური ცენტრი ჰყავს, სოსო შერმადინი. სხვათა შორის, მეხუთე ნომრის პოზიციაზე მოთამაშეებით არც "ქუთაისია" განებივრებული, რომლის მთავარი იმედიც რეგულარულში ყოფილი თსუ-ელი რიჩარდ მათიაშვილი იყო.

პლეი ოფის წინ კი იმერლებმა სერბი მეფარე
დარკო კოჰადარევიჩი დაიმატეს და თსუ-ს ისედაც მცირე შანსები საგრძნობლად შეკვეცეს. აკი თქვა სტუდენტთა დამრიგებელმა, ნუგზარ ჭეიშვილმა: ნახევარფინალში გასვლის 20-პროცენტიანი შანსი გვაქვს, ქუთაისს - 80-პროცენტიანიო.

ფარქვეშ მოპოვებული უპირატესობა ქუთათურებმა მოხსნებში ასახეს - თბილისელებს ამ კომპონენტში 49:34-ით აჯობეს. რეალიზებულ ორქულიანებშიც დიდი უპირატესობა ჰქონდათ: 23:8. რადგან ახლო მანძილიდან ტყორცნებით ხეირი ვერ ნახეს, სტუდენტებმა აქცენტი სამქულიანებზე გააკეთეს, 10 ტყორცნაც გამოიყენეს, თუმცა ამ მაჩვენებლით მათ არც მასპინძლები ჩამორჩნენ - "ქუთაისმაც" 10 სამქულიანი ჩააგდო.

რევაზ დიდიამ პერიმეტრიდან შესაშური სიზუსტით სტყორცნა - 4-იდან 3, ხოლო ცეკვავამ უფრო უკეთ ისროლა - 3-იდან 3 სამქულიანი. რიჩარდ მათიაშვილს სამმაგ დუბლამდე ორი პასი დააკლდა (16 მოხსნა, 10 ქულა 8 პასი). კარგი მაჩვენებელი ჰქონდა დებიუტანტ დარკო კოჰადარევიჩს - 13 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა თბილისში 5 მაისს გაიმართება. სერია ორ მოგებამდეა.

1 მაისი, ქუთაისი
ქუთაისი-თსუ 85:55
25:6, 17:14, 18:16, 25:19
ქუთაისი: ფაშაევი (23 წთ, 5ქ, 3პ), კოჰადარევიჩი (22 წთ, 13ქ, 9მ, 4პ), ბაბუნაშვილი (28 წთ, 5ქ, 4პ), დიდია (21 წთ, 15ქ, 6მ, 3პ), ცეკვავა (24 წთ, 11ქ, 6მ), ტუკვაძე (3 წთ, 4ქ), გ. ბარბაქაძე (28 წთ, 6ქ, 3პ), დ. ბარბაქაძე (19 წთ, 12ქ, 5მ), კუჭავა (3 წთ), მათიაშვილი (27 წთ, 10ქ, 16მ, 8პ).
თსუ: მჭედლიშვილი (3 წთ), კოხრეიძე (26 წთ), თავამაიშვილი (12 წთ), ჩიტაშვილი (22 წთ, 3პ), ხიზანიშვილი (19 წთ, 11ქ), შერმადინი (16 წთ, 4ქ), ზ. მაისურაძე (3 წთ), ჩქარეული (5 წთ, 1ქ), გ. ბაქრაძე (31 წთ, 11ქ, 5პ), ჩიკვილაძე (35 წთ, 22ქ, 6მ), ვ. ბერუაშვილი (28 წთ, 6ქ, 7მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი, ს. საინერისი.
კომისარი: თ. ქიქოძე
სერიას იგებს ქუთაისი - 1:0

პლეი ოფის კალენდარი

1/4 ფინალი
3 მაისი
სპორტის სასახლე, თბილისი
1. 12:00 არმია-სამედიცინო
2. 14:00 შსს აკადემია-სოხუმი
3. 16:00 ოლიმპი-დინამო
ქუთაისი
4. ქუთაისი-თსუ 85:55

5 მაისი
სპორტის სასახლე, თბილისი
1. 12:00 სამედიცინო-არმია
2. 14:00 სოხუმი-შსს აკადემია
4. 16:00 თსუ-ქუთაისი
3. 18:00 დინამო-ოლიმპი

7 მაისი*
სპორტის სასახლე, თბილისი
არმია-სამედიცინო
ოლიმპი-დინამო
შსს აკადემია-სოხუმი
ქუთაისი
ქუთაისი-თსუ

1/2 ფინალი
9 მაისი: 1-2, 4-3
10 მაისი: 1-2, 4-3
12 მაისი: 2-1, 3-4
13 მაისი*: 2-1, 3-4
15 მაისი*: 1-2, 4-3

ფინალი
19, 20, 22, 23*, 25* მაისი

* - თუ დასჭირდათ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული