საქართველოს XXII ჩემპიონატი. V-VIII ადგილები

AutoSharing Option
10 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
შსს აკადემია-სამედიცინო 87:82
16:24, 27:23, 18:15, 26:20
შსს აკადემია: მუდი (21ქ, 4პ, 5ჩ), ლაფანაშვილი, ნიკოლაძე (3ქ, 3პ), ლონდარიძე (8ქ, 5მ), თენიეშვილი (5ქ, 6მ), იმნაძე (8ქ, 5მ), ტაბსი (15ქ, 6მ, 3ჩ), ბლერი (19ქ, 6მ), სმიტი (8ქ, 6მ), ბექაური.
სამედიცინო: ტომარაძე (6ქ), ყველაშვილი (2ქ), პირველაშვილი, გაბისონია (3ქ), აბაიშვილი (12ქ, 7მ, 5პ), შვანგირაძე, ჭოჭუა (25ქ, 5მ, 3პ, 3დ), ილიჩი (2ქ), დვალიშვილი (12ქ, 13მ), კვანტალიანი (2ქ), ფერიაშვილი (10ქ), სამოილოვიჩი (6ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე, დ. ბერეკაშვილი.

მეხუთე ადგილისთვის მატჩში
ერთმანეთს "შსს აკადემია" და "დინამო" დაეჭიდებიან - ასეთია საკალათბურთო სამართალი.

შსს-ელებმა გუშინ "სამედიცინოს" დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წუთებზე აჯობეს.

თავის მხრივ, "მედიკოსები", რომლებიც შედარებით გამოცდილ "შსს აკადემიას" ღირსეულად ებრძოდნენ, სტუდენტურ დერბიში მეშვიდე ადგილისთვის თსუ-სთან ითამაშებენ.

ამ შეხვედრამდე სპორტის სასახლეში 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. შსს-სა და "სამედიცინოს" მწვრთნელებმა კომპლიმენტები უძღვნეს ახალგაზრდა ჩემპიონ "სოხუმს".

გიორგის კეცელიდისი ("შსს აკადემიის" მწვრთნელი):
"მსურს, "სოხუმს" ჩემპიონობა მივულოცო და ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო გუნდის ახალგაზრდა მწვრთნელის მიმართ.

მე არ ვიცი, ვინ არის ის (დიმიტრი ჟაკობოვი), მაგრამ ახალგაზრდული გუნდისთვის შესანიშნავი მწვრთნელია და მას ნამდვილად ბრწყინვალე მომავალი აქვს. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, მეოთხედფინალში წაგების შემდეგ მოტივაციის შენარჩუნება ძნელი იყო, მაგრამ მადლობა ბიჭებს, რომ ეს მეტ-ნაკლებად მოახერხეს".

კახა შენგელია ("სამედიცინოს" მწვრთნელი):
"კალათბურთელებს ყოველთვის ვეუბნები: პატივი უნდა ვცეთ მოწინააღმდეგეს, დარბაზში მოსულ მაყურებელს და ღირსეული თამაში ვაჩვენოთ, რაც დღეს კარგად გამოგვივიდა. ბიჭებმა თავი არ დაზოგეს და ახლოსაც ვიყავით გამარჯვებასთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული