მატჩი საინტერესოდ წარიმართა. შეხვედრის პირველ ნახევარში გუნდები მეტ-ნაკლებად თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ.
პირველი მეოთხედი სტუმრებმა მოიგეს, მეორე პერიოდში კი მასპინძლებმა იმარჯვეს. საბოლოოდ პირველი ტაიმი ბათუმელთა ერთქულიანი უპირატესობით დასრულდა.
თამაშის მეორე ნახევარში კი უკვე "სტუდენტები" დომინირებდნენ, წინ გავიდნენ და მასპინძლებს დაწევის საშუალება აღარ მისცეს. მესამე მეოთხედი 23:19, ხოლო ბოლო პერიოდი 10 ქულით მოიგეს და საბოლოო გამარჯვება 74:61 იზეიმეს.
თსუ-ს რიგებში თავი ლეგიონერმა სერჟ
მატჩისშემდგომი კომენტარები:
გიორგი ჩხეიძე (თსუ): "მატჩმა ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ ჩაიარა. თამაში ქულა-ქულაში წავიდა, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და დალაგებული დაცვისა და თავდასხმის ხარჯზე გამარჯვება მოიპოვეს.
მოხარული ვარ ამ წარმატებით და ბიჭების შეთამაშებით. დღევანდელი მატჩიდან გამომდინარე თსუ-ს კარგად შეეწყო ჩვენი ახალი ლეგიონერი, სერჟ ასელაინი, რომელმაც ჩვენს გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო.
ჩემპონატში უკვე ჩვენ უშუალო კონკურენტებს ვეთამაშებით, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გააზრებულ თამაშს და მოთამაშეების მიერ მწვრთნელის დავალებების სიზუსტით შესრულებას".
მიხეილ კობეშავიძე (ბათუმი): "ჩვენმა გუნდმა დღეს კატასტროფულად იასპარეზა. ძალიან ცუდი თამაში ვაჩვენეთ. ვიბრძოლეთ, მაგრამ მარცხი განვიცადეთ. სამწუხაროდ სათანადო სათადარიგო სკამი არ გაგვაჩნია, რაც დამარცხების ერთერთი მიზეზი გახდა".
superleague.ge