7 დეკემბერს რუსთავში სწორედ ასეთი მაჩვენებლების მქონე გუნდები შეხვდნენ: რუსთაველებს სუპერლიგის ზედიზედ სამი მატჩი ჰქონდათ მოგებული. განსაკუთრებით ღირებული წინა ტურში ქუთაისში გამარჯვება იყო. ხოლო არმიელებმა ევროჩელენჯზე წაგებებს საქართველოს ჩემპიონატში "შსს აკადემიასთან" მარცხიც გამოურიეს.
მოკლედ, თავდაჯერებულმა "რუსთავმა" 7 დეკემბერს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.
მასპინძლებმა მოქმედ ჩემპიონთან პირველი პერიოდი 13:23 დათმეს და დიდ შესვენებაზეც
მიუხედავად იმისა, რომ სირენამდე 2 წუთით ადრე დაბევებული 7-ქულიანი უპირატესობა რუსთაველებმა "არმიას" გაატანეს, საბოლოოდ გამარჯვება მაინც არ დათმეს - 79:77.
მასპინძლებმა გუნდური თამაშის წყალობით მოიგეს, მაგრამ სამ კალათბურთელს მაინც გამოვარჩევთ: ექსარმიელმა ცენტრმა რეზო ათანელიშვილმა 17 წუთში 13 ქულა მიითვალა, კაელ ნელსონმა - 15 ქულა, ხოლო ნეით ბოუიმ რიჩარდ მათიაშვილის რეკორდი გაიმეორა და 31 ქულას მოუყარა თავი.
საინტერესოა, რომ აქამდე, ზედიზედ ოთხი ტურის განმავლობაში ბოუის სამქულიანი არ ჰქონდა ჩაგდებული, ახლა კი 7-დან 5 შორეული ტყორცნა გამოიყენა და ზედიზედ მეორედ ტურის საუკეთესო კალათბურთელობაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.
მერვე ტურის დარჩენილი ოთხი მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 8 დეკემბერს გაიმართება.
ნამატჩევს
მიხეილ ბერუაშვილი ("რუსთავის" მწვრთნელი):
- ძალიან გახარებულები ვართ, არა მარტო იმით, რომ გავიმარჯვეთ, არამედ იმითაც, რომ გუნდმა ზუსტად შეასრულა ის დავალება, რაც მიღებული ჰქონდა. ჩვენმა მუშაობამ და ვარჯიშმა შედეგი გამოიღო, ბიჭებს და მთელ გუნდს დაუფასდა ის შრომა, რაც ბოლო პერიოდში გავწიეთ. ეს იყო პრინციპული გამარჯვება, მაგრამ წინ კიდევ არაერთი პრინციპული მატჩი გველის.
კოტე ტუღუში ("არმიას" მწვრთნელი):
- "რუსთავმა" დღეს ჩვენზე ბევრად უკეთ იასპარეზა. პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ, თუმცა მეორე ნახევარში მოვლენები ჩვენთვის ცუდად განვითარდა. აშკარაა, რომ გუნდი კრიზისშია და საჭიროა, მომავალ მატჩებში ერთსულოვანი და გუნდური თამაში ვუჩვენოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"