2011-12 წლების სეზონში რევაზაშვილი სუპერლიგის გუნდში გადავიდა და "ბათუმის" მაისურით ჩატარებულ 10 მატჩში საშუალოდ 9.8 ქულასა და 8.3 პასს ითვლიდა.
ახალ, 2012-13 წლების ჩემპიონატში გიორგიმ "სამედიცინოს" მაისურა მოირგო და საწყის 8 მატჩში ყველაზე მეტი, 16 ქულა "ბათუმთან" შეხვედრაში მიითვალა. იყო 6 და 8-ქულიანი თამაშებიც...
ველოდით პასუხს კითხვაზე: საბოლოოდ როდის გაიხსნება რევაზაშვილი? მას მძიმე
ბევრი მოცდა არ დაგვჭირდა, სუპერლიგის წლევანდელი გათამაშების მე-9 ტურში გიორგი რევაზაშვილმა 31 ქულა მიითვალა და თანარეკორდსმენი გახდა.
მთავარი კი ის არის, რომ მისმა "სამედიცინომ" სტუ-სთან გაიმარჯვა და ტურის საუკეთესო კალათბურთელად სწორედ გიორგი დავასახელეთ. ვნახოთ, შეინარჩუნებს თუ არა "ტემპს" მედიკოსთა 23-ე ნომერი.
IX ტური
არმია-დინამო 100:81
სამედიცინო-სტუ 85:77
სოხუმი-თსუ 78:92
რუსთავი-ოლიმპი 65:76
ქუთაისი-შსს აკადემია 70:87
ქულა
31 - რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი)
2-ქულ 6/14; 3-ქულ 4/6; საჯ 7/8
24.11.12 ოლიმპი-ქუთაისი
31 - ნეით ბოუი (რუსთავი)
2-ქულ 6/11; 3-ქულ 5/7; საჯ 4/10
07.12.12 რუსთავი-არმია
31 - ქიენ კარტერი (დინამო)
2-ქულ 12/18; 3-ქულ 1/3; საჯ 4/4
08.12.12 დინამო-სოხუმი
31 - გიორგი რევაზაშვილი (სამედიცინო)
2-ქულ 12/23; საჯ 7/8
15.12.12 სამედიცინო-სტუ
მოხსნა
18 - სტეფან მილოშევიჩი (ოლიმპი)
(მეტოქ: 10; საკუთ: 8)
08.12.12 შსს აკადემია-ოლიმპი
პასი
12 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)
03.11.12 შსს-თსუ
12 - გიორგი გაფრინდაშვილი (სამედიცინო)
15.12.12 სამედიცინო-სტუ
ჩაჭრა
7 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)
17.11.12 სტუ-შსს აკადემია
დაფარება
8 - მილან ოლუიჩი (დინამო)
26.10.12 ბათუმი-დინამო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"