რუსთაველებმა მიმდინარე სეზონის დასაწყისში ორი ამერიკელი დაიმატეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნეით ბოუიმ და კაილ ნელსონმა უკვე გაამართლეს.
მათთვის უცხო არ არის ტურის საუკეთესო კალათბურთელად აღიარება. რაც შეეხება კიდევ ერთ უცხოელს, ომარ ვატადს, მასთან კონტრაქტი იანვარში გაფორმდა და ჯერ პლუს-მინუსებზე თამამად ლაპარაკი რთულია.
"დინამოსთან" შეხვედრაში, მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, საუკეთესო ნელსონი იყო (25), რომელმაც 22 ქულა, 6
ხაზგასასმელია სროლის სიზუსტის პროცენტული მაჩვენებელი: 9 ორქულიანი, 3 სამიანი, 1 საჯარიმო სტყორცნა და მხოლოდ 3 ორიანი ააცილა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა მიმდინარე ჩემპიონატის წინ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოთამაშე რუსთაველი კალათბურთელებიც დაიბრუნა და საინტერესო გუნდიც შეიკრა.
რადგან დღევანდელი მიმოხილვა ტურის ცენტრალურ მატჩში გამარჯვებულ გუნდს მიეძღვნა, აქვე მოგახსენებთ, რომ რუსთაველთათვის 22 თებერვალს წრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა - "შსს აკადემიას" მასპინძლობს.
შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის პირველ წრეში გამარჯვება აკადემიელებს დარჩათ, ხოლო ქორქია-საკანდელიძის თასზე შსს-ს ფინალის გზა "რუსთავმა" გადაუღობა.
XIV ტური
სტუ-ქუთაისი 41:96
თსუ-შსს აკადემია 76:102
სამედიცინო-არმია 65:105
ბათუმი-ოლიმპი 66:105
რუსთავი-დინამო 94:75
რეკორდები
ქულა
41 - ლაშა კეშელავა (ბათუმი)
2-ქულ 5/11: 3-ქულ 10/15; საჯ 1/1
19.12.12 არმია-ბათუმი
მოხსნა
21 - სერჟ ასელაინი (თსუ)
(მეტოქ: 9; საკუთ: 12)
09.02.13 სტუ-თსუ
პასი
12 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)
03.11.12 შსს-თსუ
12 - გიორგი გაფრინდაშვილი (სამედიცინო)
15.12.12 სამედიცინო-სტუ
12 - მალხაზ აბაიშვილი (რუსთავი)
04.02.13 რუსთავი-სტუ
12 - ზაურ ფაშაევი (ქუთაისი)
06.02.13 სამედიცინო-ქუთაისი
ჩაჭრა
7 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)
17.11.12 სტუ-შსს აკადემია
დაფარება
8 - მილან ოლუიჩი (დინამო)
26.10.12 ბათუმი-დინამო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"