თბილისურ შეხვედრაში ძირითადი დროის ბოლოს ანგარიშის გამთანაბრებელი სამქულიანი კოკა ტომარაძემ ჩააგდო, რომელმაც "დინამოსთან" 18 ქულა მოაგროვა და სიმბოლურ ნაკრებში შევიყვანეთ.
28 ქულით დაასრულა რუსთავური შეხვედრა ქუთაისელმა დავით ბარბაქაძემ. მან 23 ქულა მეორე ტაიმში ჩააგდო და თანაგუნდელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. დათომაც ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაიდო ბინა.
თუ ფოტოს დააკვირდებით, შესაძლოა გაგიკვირდეთ, რატომაა ბარბაქაძე ცენტრის, ხოლო ტომარაძე
ბათუმელმა ნიკა რამიშვილმა მე-17 ტური დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, მოედანზე "სამედიცინოსთან" შეხვედრაში დაბრუნდა და დანაკლისი აინაზღაურა - 33 ქულას მოუყარა თავი.
რუსთავში დიდი ამბები იყო, მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლებოდა.
ასეთ შეხვედრებში კი ყოველთვის მნიშვნელოვანი მისია ეკისრებათ გამთამაშებლებს. გადამწყვეტ მომენტში თითქმის უშეცდომოდ ირჯებოდა რუსთაველთა ამერიკელი პლეიმეიქერი ნეით ბოუი, რომელმაც 26 ქულა გაიფორმა.
საპირისპირო მხრიდან აზერბაიჯანელი ზაურ ფაშაევი გამოირჩეოდა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა: 15 ქულა, 10 პასი, 8 მოხსნა. ზაურმა 3-დან 3 სამქულიანი და 6-დან 3 ორიანი გამოიყენა.
ტურის საუკეთესო კალათბურთელადაც აზერბაიჯანელი ლეგიონერი დასახელდა, რომლისთვისაც ეს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველი აღიარებაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"