სოხუმი აღარ ხუმრობს

AutoSharing Option
სოხუმის ახალწვეულებზე, ძმებ დამუსებსა და ლაშა ფარღალავაზე დუდუ დადიანის მემორიალის მსვლელობისას უკვე ვწერდით. მკითხველს ისიც ეცოდინება, რომ ნახევარფინალის დარ მატჩში სოხუმელებმა მომავალ გამარჯვებულ "ენერჯისთან" ერთი ქულით წააგეს.

ისინი ახლა საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან და სუპერლიგასაც სწორედ იმ შემადგენლობით დაიწყებენ, რომლითაც მემორიალზე ითამაშეს. პირველი ტურის შემდეგ კი, ვაჟა კვარაცხელიას გუნდს მესამე ამერიკელი დაემატება - მაიკ მაკრეირი. იგი 2009-10 წლების სეზონში ლაშა ფარღალავას გვერდით "მონტანა სტეიტ ბილინგსში" თამაშობდა, საშუალოდ 15 ქულას, 10 მოხსნასა და 5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. როგორც ხედავთ, სტატისტიკა შთამბეჭდავია...

მაიკ
მაკრეირი საქართველოში სწორედ ფარღალავას რეკომენდაციით ჩამოდის. მასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და თბილისში 3 ნოემბერს ჩამოფრინდება. ასე რომ, მაკრეირის თამაშში ნახვა სუპერლიგის მეორე ტურშივე შეგვეძლება.

ყოფილი თანაგუნდელის შესახებ აზრის გამოთქმა ლაშა ფარღალავას ვთხოვეთ:

- მაიკი დადებითი პიროვნება და კარგი კალათბურთელია. იგი "სოხუმს" სათანადოდ დაეხმარება. მასთან ერთად "მონტანა ბილინგსში" ვთამაშობდი, მანამდე მაიკი კალიფორნიის უნივერსიტეტის ღირსებას იცავდა.

ლაშას თქმით მაკრეირი უნივერსალური კალათბურთელია, შეუძლია მსროლელად, მსუბუქ და მძიმე ფორვარდად თამაში. სოხუმს კარგი მესამე ნომერი (მსუბუქი თავდამსხმელი) ნამდვილად სჭირდებოდა. მაიკი "მონტანაში" სწორედ სამნომრიანი მაისურით ირჯებოდა...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული