20-წლამდელთა ფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი გულშემატკივრის სიუხვემ კიდევ უფრო სანახაობრივი გახადა.
თუმცა თავად კალათბურთელებმაც ისეთი შეხვედრა გვიჩვენეს, უმაღლესი ლიგის ზოგიერთ მატჩს რომ შეშურდება.
კალათბურთში ყველა შეტევას კალათთან მივყავართ. ეს ყველამ კარგად იცის, თუმცა შეხვედრის მონაწილეები მაქსიმალურად ცდილობდნენ კალათისკენ სავალი გზა შეემოკლებინათ და იერიშებისთვისაც ნაკლები დრო დაეხარჯათ.
შედეგად, სწრაფი და შეტევაზე ორიენტირებული კალათბურთი ვიხილეთ. მაშინაც კი, როცა სირენამდე 2 წუთით ადრე "სოხუმი" 10 ქულით დაწინაურდა, ტემპი არ დავარდნილა...
არადა,
ბულიავა და ჯინჭარაძე თამაშს საკუთარ თავზე იღებდნენ და დამაგვირგვინებელ ფაზაში როგორც გამოიყურებოდნენ, მათი მონაგარიდანაც ჩანს.
პირველმა 19 ქულა ჩააგდო, მეორემ 31 ქულას 13 მოხსნა მიამატა. შესაბამისად, მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კახა ჯინჭარაძე გახდა და რაჟიკო დარბაიძის სახელობის თასი გადაეცა.
გუნდის კაპიტან ბულიავას კი ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი ერგო. არაფერი გვითქვამს მუჟნიექსზე, არაბულსა და სხვებზე, რომლებსაც ნაკლებად ეფექტური სტატისტიკა ჰქონდათ, მაგრამ არანაკლები წვლილი შეიტანეს გამარჯვებაში.
"სოხუმმა", რომელსაც თემურ კანკია და ლიკა ქაჯაია წვრთნიან, ფინალურ სერიაში 2:0 იმარჯვა და ზედიზედ მეორედ მოიგო 20-წლამდელთა ჩემპიონატი.
მესამე ადგილისთვის მატჩი "შსს აკადემიამ" "რუსთავს" მოუგო.
ფინალი
11 აპრილი, სპორტის სამინისტროს დარბაზი
სოხუმი-ოლიმპი 74:60
19:9, 13:15, 16:19, 26:17
სოხუმი: გაგნიძე (6ქ, 5მ), მეგენეიშვილი (9ქ, 5ფ), გაფრინდაშვილი (2ქ, 3ჩ), ტყაბლაძე, ჯინჭარაძე (31ქ, 13მ, 3ჩ), გოლეთიანი, მუიჟნიექსი (3ქ), ბულიავა (19ქ, 9მ, 5პ, 4ჩ), არაბული (4ქ, 7მ, 5ფ).
ოლიმპი: გ. ბაქრაძე (8მ), ნადირაძე (5ქ, 5მ), იაშვილი, გოგოძე (10ქ, 5მ, 3ჩ), იაკობიძე, ნ. ბაქრაძე, ფხაკაძე (6ქ, 12მ), ლობჟანიძე (24ქ, 11მ), მიქელაძე (15ქ, 5მ, 4ჩ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი.
სერია მოიგო "სოხუმმა" - 2:0
III ადგილი
11 აპრილი, სპორტის სამინისტროს დარბაზი
შსს აკადემია-რუსთავი 87:72
20:14, 23:19, 17:21, 27:18
შსს აკადემია: რევაზ როგავა (3პ), გორდულაძე, ჟორჟოლიანი (6ქ, 3ჩ), ლოლიშვილი (3ქ, 9მ), რეზო როგავა (9მ), მირზიაშვილი (10ქ, 5მ), პულუზაშვილი (16ქ, 8მ, 5დ), დ. როგავა (22ქ), კვანტალიანი (8ქ, 5მ, 4პ), მაჭავარიანი (10ქ), გუგეშაშვილი (3ქ, 4პ), მოშიაშვილი (9ქ, 4პ).
რუსთავი: ჩიჩუა (2ქ, 3პ), ლორთქიფანიძე (12ქ), დვალი (12ქ), ურიდია (11ქ, 8მ, 3ჩ, 3დ), ნარჩომაშვილი, რეხვიაშვილი (12ქ, 13მ, 3პ), ტაბაღუა (9ქ, 10მ, 4პ), ხატიაშვილი (14ქ, 6მ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"