"ოლიმპმა" და "შსს აკადემიამ" ლეგიონერები დაიმატეს

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფავორიტები ლეგიონერებით ძლიერდებიან.

17 აპრილს გაირკვა, რომ "ოლიმპში" ამერიკელი დარენ მური ითამაშებს, ხოლო "შსს აკადემიაში" - კვიპროსელი ვასილის კუნასი.

როგორც "ოლიმპის" მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა გვითხრა, ლეგიონერის გათავისუფლების ფურცელი ჯერ არ ჩამოსულა, თუმცა ყველა საკითხი შეთანხმებულია. 24 წლის მური 190 სმ სიმაღლისაა და გასულ სეზონში უნგრეთის "დებრეცენის" ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება "შსს აკადემიას" ახალწვეულ ვასილის კუნასს, 29 წლის, 194 სმ სიმაღლის უკანახაზელია. იგი მიმდინარე სეზონში გამოდიოდა კვიპროსულ ენად-ში, რომლის ღირსებასაც არაერთი წლის განმავლობაში იცავდა ნიკა ჩხატარაშვილი.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული