სუპერლიგა: შსს ქუთაისში დაწინაურდა

AutoSharing Option
შინაგან საქმეთა აკადემიის გუნდმა ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში ქუთაისში იმარჯვა და საერთო ანგარიშით - 2:1 დაწინაურდა. მასპინძელთა გუნდი აღნიშნულ მატჩს დიდი ტკივილით შეხვდა.

- დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა "ქუთაისის" ერთ-ერთი მწვრთნელი, წარსულში ცნობილი და სახელიანი კალათბურთელი გელა დარსაძე.

მატჩის შემდეგ თამაშის შესახებ კომენტარი ვერც ერთი გუნდის წევრმა ვერ გააკეთა. როგორც "ქუთაისის", ისე "შსს-აკადემიას" ხელმძღვანელებმა უდიდესი მწუხარება გამოთქვეს დარსაძის გარდაცვალების გამო.

შეხვერდას რაც შეეხება, ის აკადემიელთა აქტიურობით დაიწყო და გიორგის კეცელიდისის გუნდმა უპირატესობა მალევე მოიპოვა. პირველი მეოთხედის აკადემიელებმა 6 ქულით მოიგეს, დიდი
შესვენებისთვის კი უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდეს - 48:32.

მესამე პერიოდში მასპინძლებმა თამაში ოდნავ გამოაკეთეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ მცირე იმედი ჩაესახათ.

ქუთაისელებმა ათწუთეული 23:19 მოიგეს და ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირეს. დიდი მცდელობის მიუხედავად, მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოახერხეს.

მაქსიმუმი რაც შეძლეს, ჩამორჩენა 10 ქულამდე - 71:81 შეამცირეს. საბოლოოდ აკადემიელებმა დამაჯერებლად - 89:73 იმარჯვეს და სერიაში 2:1 დაწინაურდნენ. მომდევნო შეხვედრა ხვალ, 12 მაისს, კვლავ ქუთაისში გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში "შსს-აკადემია" ფინალში გავა.

გამარჯვებულთაგან ოთხივე ლეგიონერი გამოირჩა - დენოტა ვონმა 20 ქულა მოაგროვა, ბენჯამინ რეიმონდმა - 16, კირკ არჩიბექმა - 13 და ჩად პრევიტმა - 12. მასპინძელთაგან ყველაზე მეტი - 19 ქულა ჰქონდა გიორგი ბარბაქაძეს, ხოლო ზაურ ფაშაევმა, რომელმაც 2 დღის წინ წელი დაიზიანა და საავადმყოფოში აღმოჩნდა, გამოჯანმრთელება მოასწრო და ქუთაისელებს 12 ქულით შეეშველა.

ქუთაისი - შსს აკადემია 73:89


superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
გელა დარსაძეს მემგონი ეკუთვნოდა 1 თავისუფალი სტატია
vinger
01:12 15-05-2013
0
გელა დარსაძეს ეკუთვნოდა მემგონი 1სტატია და არა რო ჩაატნიეთ ამის გარდაცვალება ვითომ ვიღაცა იყო და ცოტა რამ გააკეთა საქართველოს კალადბურთისთვიის
vinger
01:11 15-05-2013
0

სიახლეები პოპულარული