ქუთათურებმა შაბათს სუპერლიგის კიდევ ერთ ფავორიტს, "არმიას" გააზრებული თამაში დაუპირისპირეს და მესამე პერიოდში 11 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ, თუმცა გიორგი პირველაშვილმა ზუსტი სამქულიანებით -11 +1-ად აქცია. მეოთხე პერიოდში თანაბარი თამაში გაჩაღდა, თბილისელთაგან ჩვეული სიზუსტით ისროდა კოტე ტუღუში, ხოლო სტუმართაგან მსროლელის პოზიციაზე მოთამაშე ბუბა კვიმსაძე გამოირჩეოდა (შესაბამისად, ერთი გუნდის ბომბარდირი კოტე გახდა 17 ქულით, მეორისა - ბუბა 24 ქულით. თუმცა აქ ერთი გვარიც უნდა ვახსენოთ: სუპერლიგის დებიუტანტმა ავთანდილ ლომინაშვილმა არმიელთა გამოცდილ მეფარეებს არაფერი დაუთმო. ავთო განსაკუთრებით შედეგიანი მატჩის ბოლოს იყო. გადამწყვეტი ტყორცნაც მის ანგარიშზეა: სირენამდე 16 წამით ადრე მასპინძელთა საჯარიმოში კარგად შეიჭრა, ყველაზე მაღლაც ახტა და ზუსტი ორქულიანით სხვაობა 3 ქულამდე გაზარდა. დარჩენილ დროში არმიელებმა მდგომარეობის გამოსწორება ვერ მოახერხეს.
ლევან მოსეშვილის გუნდში საინტერესო შემადგენლობაა შეკრებილი: ბაბიაშვილი, ბოისა, ტუღუში... ეს სამეული შარშან "ენერჯის" ჩემპიონობისკენ გაუძღვა. მათ დავამატოთ ნაკრებში ნათამაშები უგრეხელიძე, მიშა ბერიშვილი... შეიძლება ითქვას, რომ პირველ მატჩში არმიელებს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო გაუჭირდათ.
***
"სოხუმის" შემადგენლობაში მესამე ამერიკელი, მაიკლ მაკრეირი გამოჩნდა, რომელიც ლაშა ფარღალავასთან ერთად "მონტანაში" თამაშობდა. მაიკლი ახალი ჩამოსულია და გუნდთან შეგუება სჭირდება. აქაურობას ნელ-ნელა ეჩვევიან კარლ და რიჩარდ დამუსები. ძმებიდან ერთი ორმაგ დუბლს ყოველ მატჩში ასრულებს. თუმცა შაბათს ფარღალავას ერთით მეტი მოხსნა რომ ჰქონოდა, სამმაგ დუბლს მიითვლიდა. ასეთი ეფექტური სტატისტიკა ბოლოს კოტე ტუღუშს ორი წლის წინათ ჰქონდა.
თუმცა თსუ-"სოხუმის" შეხვედრის ბომბარდირი "სტუდენტი" იყო - მიშა ფანჩულიძე, რომელმაც 32 ქულას მოუყარა თავი. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. მაშინ, როცა ბევრს ეგონა, შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდოდა, ილია ლონდარიძე "სოხუმის" კალათისკენ დაიძრა, მას რიჩარდ დამუსმა დაუფარა, თუმცა მსაჯმა ჯარიმა დააფიქსირა, თსუ-ელმაც 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
***
სტუდენტურ დერბიში შედარებით ახალგაზრდულმა "აგრარულმა" "სამედიცინოს" 63:57 აჯობა. ეფექტური დუბლი შეასრულა "მედიკოსმა" ბექა ბექაურმა (15 ქულა, 15 მოხსნა), ხოლო მისმა მეტოქე კახა მუმლაძემ 13 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.
***
მეორე ტური შსს-"დინამოს" მატჩით დასრულდა. შსს-მ მეტოქე ფარქვეშ აშკარად დაჩაგრა: მოხსნებში 60:31 აჯობა. ამის ხარჯზე ძალოვანებმა მეტოქეზე 23-ით მეტი ორქულიანი ჩააგდეს - 42:19. გამარჯვებულთა რიგებში გამოირჩა ამერიკელი ტროი კოტონი, რომელმაც 23 ქულა ოდენ 17 წუთში მოაგროვა. ტროიმ 7-დან 4 სამქულიანი, 6-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
სუპერლიგა. II ტური
6 ნოემბერი, თბილისი, სპორტის სასახლე
აგრარული-სამედიცინო 63:57
11:22, 12:7, 26:18, 14:10
აგრარული: ტეტელაშვილი (5ქ, 3პ), ჩაჩანიძე (13ქ), ხანიაშვილი (16ქ, 8მ, 4პ), ჯავახიშვილი (4ქ, 8მ), მუმლაძე (13ქ, 11მ), ნანიტაშვილი (12ქ, 4ჩ), სიგუა, გემაზაშვილი.
სამედიცინო: გულისაბედაშვილი (8ქ), ს. ლეჟავა (6ქ), ბექაური (15ქ, 15მ, 2დ), ნინიაშვილი (7ქ), ჭოჭუა (11ქ, 7მ, 5პ), როდუმტა (4ქ, 7მ, 2დ), თავართქილაძე (3ქ, 3პ), ფაიქრიძე (3ქ), კეიდია.
მსაჯები: ხ. გაბედავა, გ. მიქელაძე
კომისარი: რ. გელოვანი
არმია-ქუთაისი 78:82
23:25, 16:23, 27:18, 12:16
არმია: ბაბიაშვილი (16ქ), ბოისა (11ქ), ტუღუში (17ქ, 3პ), მ. ბერიშვილი, უგრეხელიძე (12ქ, 10მ), პირველაშვილი (12ქ, 4პ), ბაქრაძე (7ქ, 5პ), მინაშვილი (2ქ), ათანელიშვილი (1ქ).
ქუთაისი: დიდია (2ქ), ბ. ბერიშვილი (13ქ, 4პ), კვიმსაძე (24ქ), ბოლქვაძე (9ქ), გ. ბარბაქაძე (12ქ, 3ჩ), ლომინაშვილი (17ქ, 7მ), კოღუაშვილი (3ქ), ქორიძე (2ქ), ტუკვაძე.
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე
კომისარი: რ. ხომერიკი
თსუ-სოხუმი 94:93
24:26, 17:21, 23:19, 30:27
თსუ: ფანჩულიძე (32ქ), გაფრინდაშვილი (12ქ, 4პ), კოხრეიძე (9მ, 3პ), ლონდარიძე (16ქ), მათიაშვილი (4ქ, 7პ), მარხვაშვილი (23ქ, 3ჩ), ყველაშვილი (7ქ).
სოხუმი: ფარღალავა (16ქ, 10პ, 9მ), კვეტენაძე (13ქ), სორდია (21ქ), მაკრეირი (6ქ, 7მ, 3პ), რ. დამუსი (10ქ, 10მ, 2დ), კანკია (3ქ), კოპალიანი (2ქ), შანიძე (8ქ), კ. დამუსი (14ქ, 9მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი
კომისარი: რ. ხომერიკი
შსს-დინამო 121:66
35:9, 26:16, 29:22, 31:19
შსს: დ. ბერიშვილი (4ქ, 8პ), ლაფანაშვილი (8ქ), კოტონი (23ქ), მარკოიშვილი (12ქ), იმნაძე (11ქ, 7მ), დ. ბარბაქაძე (6ქ), ნიკოლაძე (11ქ, 3პ, 4ჩ), შერმადინი (15ქ, 11მ), დეკანოიძე (6ქ), ტომარაძე (17ქ), სუხიშვილი (8ქ, 10მ), მიქაბერიძე.
დინამო: ივანეიშვილი (10ქ), ეძგვერაძე (9ქ, 3პ, 3ჩ), თვაური (2ქ), გლუნჩაძე (4ქ), ალხანაიძე (22ქ, 3პ), თავამაიშვილი (4ქ, 7მ), ჩაველაშვილი (2ქ), კუჭავა (5ქ, 3პ, 3ჩ), წიკლაური (8ქ).
მსაჯები: გ. მიქელაძე, ვ. კიკოტი
კომისარი: გ. სანაძე
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. თსუ 2 2 0 193-169 4
2. შსს 2 2 0 205-137 4
3. ენერჯი 2 2 0 168-158 4
4. ქუთაისი 2 1 1 154-155 3
5. აგრარული 2 1 1 138-142 3
6. სოხუმი 2 1 1 178-169 3
7. დინამო 2 1 1 130-184 3
8. სტუ 2 0 2 162-190 2
9. სამედიცინო 2 0 2 128-147 2
10. ბათუმი 1 0 1 63-64 1
11. არმია 1 0 1 78-82 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"