საკალათბურთო სუპერლიგას ახალი სპონსორი ჰყავს

AutoSharing Option
19 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში კალათბურთში საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყება.

საკალათბურთო "სუპერლიგის" ახალ სეზონზე 9 გუნდი ითამაშებს - თბილისის გუნდები: "არმია", "სოხუმი", "შსს აკადემია", "ოლიმპი", "დინამო" და "მაკაბი" და რეგიონული გუნდები: "ქუთაისი", "ბათუმი" და "რუსთავი".

"სუპერლიგის" ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, 18 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციაზე ხელი მოეწერა დოკუმენტს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანსა და "ევროპაბეთის" დირექტორ გიორგი გედევანიშვილს შორის და აზარტული თამაშების კომპანია "ევროპაბეთი" საკალათბურთო "სუპერლიგის" ახალი სპონსორი ოფიციალურად გახდა.

"სუპერლიგის" ხელმძღვანელობა
ჩემპიონატის გახსნის დღეს, 19 ოქტომბერს ასევე გეგმავს 2012-13 წლების სეზონის "წლის წიგნი N2"-ის პრეზენტაციას, რომელიც სპორტის სასახლის VIP-ზონაში გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.

19 ოქტომბერი. I წრე. I ტური
მაკაბი - შსს აკადემია 11:45
ოლიმპი - ბათუმი რსუ 14:00
სოხუმი - ქუთაისი 16:00
არმია - რუსთავი 18:00

წყარო: msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული