შაბათს, 27 ნოემბერს საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყება, ხოლო მომდევნო კვირაში ჭაბუკთა და ახალგაზრდათა საქართველოს პირველობებიც აიღებს სტარტს. ვიდრე ასაკობრივი ჩემპიონატები დაწყებულა, გადავხედოთ, რომელ შეჯიბრებაში რამდენი გუნდი შეიკრიბა და რა სისტემით ჩატარდება.
დავიწყოთ ყველაზე უმცროსებით, კადეტებით. 16-წლამდელთა ჩემპიონატში ყველაზე მეტი, 18 გუნდი ითამაშებს. ისინი ორ ჯგუფად გაიყოფიან, საკუთარ ჯგუფში ორი წრის მოვლის შემდეგ ბრძოლას მეოთხედფინალიდან განაგრძობენ (თითო ქვეჯგუფიდან 4-4 გავა).
18-წლამდელთა ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა შემცირდა - 9 კოლექტივი ითამაშებს. ისინი პირველობას 2 წრედ ჩაატარებენ, პლეი ოფში საუკეთესო კვარტეტი გავა.
კიდევ უფრო
ნაკლები მსურველი გამოუჩნდა 20-წლამდელთა პირველობას. მასში 7 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. სისტემა სწორედ ისეთია, როგორიც ჭაბუკებში - ორი წრის შემდეგ საუკეთესო ოთხეული ბრძოლას ნახევარფინალში განაგრძობს.