ბათუმელებმა მოგებისთვის ყველაფერი გაიღეს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ტური ბათუმში გაიხსნა. ზღვისპირელებმა სტუ-ს უმასპინძლეს და პირველივე მეოთხედში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს - 28:9. ტექნიკოსებმა დარჩენილ 30 წუთში თამაში კი გამოასწორეს, მაგრამ მატჩი ისე დასრულდა, რომ "ბათუმს" ვერ დაეწივნენ. არადა, სტუმრებს თუნდაც საჯარიმოები რომ ესროლათ ოდნავ უკეთესი რეზულტატურობით (32-დან 13 ჩააგდეს), სეზონში პირველ გამარჯვებას ჩაიწერდნენ.

თავის მხრივ, ბათუმელებმა ყველაფერი გაიღეს, რომ ჩემპიონატში მეორე მატჩი მოეგოთ, რაც სატურნირო ცხრილში მესამე ადგილის გარანტია გახდა (თუმცა ბევრი რამ დღეს შეიცვლება - მეხუთე ტურის ოთხი შეხვედრა სპორტის სასახლეში გაიმართება). მასპინძელთა რიგებში
ორმაგი დუბლი ორმა კალათბურთელმა შეასრულა: კეშელავამ 14 ქულას 13 მოხსნა მიამატა, ხოლო ელიაშვილმა - 14 ქულას 15 მოხსნა. ბათუმელთა ბომბარდირი თენიეშვილი გახდა - 22 ბალი.

სტუ-ს ამჯერედაც ჩიკვილაძე გაუძღვა, რომელმაც ყველაზე მეტ, 27 ქულას მოუყარა თავი. "დაბლ-დაბლი" გაიფორმა ანთაძემ - 13 ქულა, 12 მოხსნა.


საქართველოს ჩემპიონატი. V ტური
26 ნოემბერი, ბათუმი

ბათუმი-სტუ 91:86
28:9, 19:24, 22:22, 22:31
ბათუმი: ვ. მაისურაძე (13ქ, 6მ, 3პ), თენიეშვილი (22ქ, 6მ, 4პ), მიქელაძე (6ქ, 5პ), ნინუა (7ქ, 3პ), ჩხატარაშვილი (1ქ2), კეშელავა (14ქ, 13მ, 3პ, 4ჩ, 2დ), ელიაშვილი (14ქ, 15მ), ელიაძე (14ქ), რამიშვილი.
სტუ: ანთაძე (13ქ, 12მ, 3პ, 4ჩ), ჭოხონელიძე (5ქ, 9მ, 2დ), ვ. ბერუაშვილი (18ქ, 8მ, 5დ), ჩიკვილაძე (27ქ, 5მ), ლომოური (19ქ), გასიტაშვილი, მაჩალაძე, თევზაძე (2ქ, 3ჩ), კობიძე, ლაშქარაძე, ჩალიგავა (2ქ, 3პ).

1. თსუ 4 4 0 380/317 8
2. შსს 3 3 0 284/208 6
3. ბათუმი 4 2 2 314/313 6
4. აგრარული 4 2 2 290/294 6
5. ენერჯი 4 2 2 297/305 6
6. სოხუმი 4 2 2 319/332 6
7. არმია 3 2 1 275/233 5
8. ქუთაისი 3 2 1 241/230 5
9. სამედიცინო 4 1 3 274/290 5
10. სტუ 5 0 5 410/469 5
11. დინამო 4 1 3 265/358 5


ვაჟა სიმონიშვილი
ფოტო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული