რგოლი გადაიღო და დაამზადა გივი მაღრაძემ და მასში სრულად არის თავმოყრილი ის საინტერესო მომენტები, რომლებიც რუსთავში ჩატარებულმა "ყველა ვარსკვლავის" მატჩმა-აქციამ დაიტია.
შეგახსენებთ, რომ საკალათბურთო სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩ-აქციას წლეულს პირველად რუსთავმა უმასპინძლა, სადაც 25 იანვარს საუკეთესო მოთამაშეებმა მოიყარეს თავი და საჩვენებელ მატჩთან ერთად, სამქულიანებისა და ჩატენვების კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.
აქამდე "ყველა ვარსკვლავის" მატჩი-აქციები თბილისსა და ქუთაისში იმართებოდა.