წლეულს მერვე ტურამდე ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი შსს იყო. თუმცა შაბათს ძალოვნები შარშანდელ ფინალისტ თსუ-ს შეეჯახნენ და ჩემპიონატში პირველი მარცხი იგემეს.
ჩემპიონატი ორი თვე არცაა, რაც დაიწყო და ამა თუ იმ გუნდის სიძლიერეზე ზოგადი დასკვნების გამოტანა არ შეიძლება, თუმცა ერთის თქმა (უფრო სწორად გამეორება) თამამად შეიძლება: ბოლო წლებში ყველაზე საინტერესო ჩემპიონატი სწორედ ახლა მიმდინარეობს: თუ აქამდე ერთი გამოკვეთილი ფავორიტი იყო, წლეულს
ტუღუშის მეოთხე სამმაგი
არმია-დინამო 105:62
23:12, 26:14, 25:15, 31:21
არმია: ბაბიაშვილი (8ქ, 5მ, 2დ), ბოისა (17ქ, 6მ, 5პ), ვახტანგ მინაშვილი (17ქ, 7მ, 3ჩ), ვახანია, მ. ბერიშვილი (3ქ), ტუღუში (17ქ, 11მ, 12პ), პირველაშვილი (10ქ, 7მ, 2დ), მოსეშვილი, ათანელიშვილი (5ქ, 6მ), უგრეხელიძე (21ქ, 17მ), დევიძე (4ქ), საყვარელიძე (3ქ).
დინამო: ივანეიშვილი (10ქ), პატარაია (7ქ, 3პ, 3ჩ), თვაური (3ქ, 2დ), გლუნჩაძე, შალიკიანი, ალხანაიძე (14ქ, 5მ), თავამაიშვილი (7მ), გულდედავა (13ქ), ჩაველაშვილი (6ქ), კუჭავა (7ქ, 7მ), წიკლაური (2ქ).
მსაჯები: დ. არეშიძე, ხ. გაბედავა.
კომისარი: რ. ხომერიკი.
- დაძაბულობის და გულშემატკივრის მატებამ კალათბურთელებზე დადებითად იმოქმედა - თითოეულ მატჩს მაქსიმალურად მობილიზებულები ვხვდებით და ამიტომაც ხშირად ფიქსირდება ეფექტური მონაგარი, - გვითხრა კოტე ტუღუშმა. სტატისტიკის ეფექტურობაში, პირველ რიგში სამმაგი დუბლი იგულისხმება. აქვე განვმარტავთ: დუბლი ესაა ერთი კალათბურთელის მონაგარში დაფიქსირებული 10-ზე მეტი ქულა, მოხსნა, პასი, ჩაჭრა ან დაფარება. თუ ამ ოთხი კომპონენტიდან ორში, მოთამაშე 10-იან ზღვარს ასცდება, ესაა ორმაგი დუბლი. თუ სამ კომპონენტში გადააბიჯებს ათიანს - სამმაგი დუბლია და ა.შ.
ამ სეზონში "არმიის" ლიდერმა ტუღუშმა მეორედ გადალახა 10-იანი ნიშნული ქულებში, მოხსნებში და პასებში, შესაბამისად "დინამოსთან" მატჩში სამმაგი დუბლის ავტორი გახდა: 17 ქულა, 11 მოხსნა, 12 პასი. აქვე დავძენთ, რომ ბოლო 10 წელიწადში სუპერლიგაში სულ 4 სამმაგი დუბლი შესრულდა, ოთხივე შემთხვევაში თავი კოტე ტუღუშმა გამოიჩინა. 10 წლის წინანდელი სტატისტიკა არ მოგვეპოვება, რადგან მაშინ დარბაზში კომპიუტერი არ იდგა და ქულები ფურცლებზე ითვლებოდა. არმიელებმა გაითვალისწინეს, რომ მე-8 ტურს თამაშობდნენ და ეს რიცხვი შვიდიანისა და ერთიანის შეჯამებით ოთხჯერ მიიღეს: ტუღუშმა 17 ქულა რომ ჩააგდო, უკვე გითხარით, ასევე 17-17 ქულა მიითვალეს ბოისამა და მინაშვილმა, ხოლო სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა არმიელთა ცენტრმა დავით უგრეხელიძემ - 17 მოხსნა, 21 ქულა.
კორკოტაძე და შსს
თსუ-შსს 94:85
24:21, 17:20, 24:20, 29:24
თსუ: ხიზანიშვილი (9ქ), ფანჩულიძე (16ქ), გაფრინდაშვილი (11ქ, 8პ), მარხვაშვილი (4ქ), ლონდარიძე (13ქ, 7მ), კორკოტაძე (26ქ, 7მ), ყველაშვილი (1ქ), მათიაშვილი (14ქ, 14მ, 5პ), ჩიტაშვილი.
შსს: დ. ბერიშვილი (8ქ, 5პ), ლაფანაშვილი (11ქ, 6მ), ბ. ლეჟავა (13ქ, 7პ, 3ჩ), ნიკოლაძე (3ქ), კოტონი (5ქ), მარკოიშვილი (3ქ), დ. ბარბაქაძე (14ქ, 3ჩ, 5მ), იმნაძე (16ქ, 7მ), შერმადინი, ტომარაძე (12ქ, 3ჩ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე
კომისარი: რ. გელოვანი
ყოფილი კლუბის, შსს-ს წინააღმდეგ თსუ-ელმა ზურაბ კორკოტაძემ იმდენად ეფექტურად ითამაშა, რომ გადავწყვიტეთ ტურის საუკეთესოს წოდება მასსა და ტუღუშს შორის გაგვეყო. კორკოტაძემ 35 წუთში 26 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან სამქულიანები სნაიპერის სიზუსტით ისროლა: 9-დან 6 ჩააგდო.
გადამწყვეტი პერიოდის მეოთხე წუთზე შსს-ს ფორვარდმა ლექსო ლაფანაშვილმა სამქულიანით თანაგუნდელთა ჩამორჩენა სამმადე დაიყვანა (70:73), თუმცა საპასუხოდ თსუ-მ ორი სწრაფი შეტევა განახორციელა და ორივე კორკოტაძემ ზუსტი შორეული ტყორცნებით დააგვირგვინა - 79:70. არჩილ ჟღენტის შეგირდებმა ძალიან მოინდომეს, ხან ფარქვეშიდან აგდებდნენ, ხან სამქულიანი დისტანციიდან, მაგრამ შაბათს თსუ მატჩს მაქსიმალურად კონცენტრირებული შეხვდა და გადამწყვეტ მომენტში სამქულიანი ფანჩულიძემაც ჩააგდო, გაფრინდაშვილმაც, ხოლო მათიაშვილმა და ლონდარიძემ ფარქვეშ იყოჩაღეს (კორკოტაძეზე უკვე გითხარით). სტუდენტებმა საბოლოოდ 9-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს - 94:85.
საბოლოოდ გადამწყვეტი გამოდგა ორი ფაქტორი: სტუდენტებმა "არმიასთან" ბოლო მომენტში იმიტომ წააგეს, რომ მანამდე კარგად მოთამაშე მიხეილ ფანჩულიძე დაიღალა და ბურთი ვეღარავინ ჩააგდო. ამჯერად ფანჩულიძის გარდა ხუთეულის ყველა წევრი სიზუსტით გამოირჩა. "არმიასთან" მატჩისგან განსხვავებით სტუდენტთა წამყვანმა კალათბურთელებმა ჯარიმების მინიმალური რაოდენობა მიიღეს და შეხვედრა ბოლომდე ჩაამთავრეს... მოკლედ, თსუ სადღეისოდ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შეთამაშებული გუნდია, მაგრამ აქვე დავძენთ: თუ მეორე წრეში შემადგენლობა კიდევ უფრო არ გააძლიერა, პლეი ოფში შედარებით გრძელი სათადარიგოთა სკამის მქონე გუნდებთან გაუჭირდება.
რაც შეეხება შსს-ს, ეს გუნდი შენების პროცესშია - გასული სეზონის შემდეგ შემადგენლობის ნახევარი გადახალისდა. გუნდის შეთამაშება-ათამაშებას კი დრო სჭირდება. თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ შსს ურიგოდ ირჯება, მას ხომ "არმიის" მსგავსად ერთადერთი წაგება აქვს.
ბალოჩკას ნოყიერი დებიუტი
სტუ-სოხუმი 57:79
20:20, 7:16, 11:26, 19:17
სტუ: ანთაძე (16ქ, 3ჩ, 3პ, 9მ), ჭოხონელიძე (3ქ), ვ. ბერუაშვილი (7ქ, 3ჩ, 7მ), ჩიკვილაძე (11ქ), ლომოური (4ქ), გასიტაშვილი, თევზაძე (6ქ), კობიძე, ჯანგველაძე (6ქ), ჩალიგავა, ახალკაცი (4ქ, 2დ, 5მ).
სოხუმი: ფარღალავა (21ქ, 4ჩ, 9მ, 4პ), ჩლაიძე, კვეტენაძე (9ქ), შანიძე (6ქ, 12მ), სორდია (3პ), კანკია, კოპალიანი, მაქქერი (2ქ, 3პ), კ. დამუსი (7ქ, 5მ, 2დ), რ. დამუსი (19ქ, 14მ, 3ჩ, 3დ), ბალოჩკა (15ქ, 17მ).
მსაჯები: გ. მიქელაძე, მ. ანდღულაძე
კომისარი: გ სანაძე
წინა მატჩის მიმოხილვის ერთ-ერთ ფრაზას აქ გადმოვიტანთ: "...პლეი ოფში შედარებით გრძელი სათადარიგოთა სკამის მქონე გუნდებთან გაუჭირდება." ასეთი პრობლემის წინაშე რომ არ აღმოჩნდნენ, სოხუმელები ტურიდან ტურამდე ძლიერდებიან. მათ სუპერლიგა ფარღალავათი და ძმები დამუსებით დაიწყეს, შემდეგ ფორვარდი მაიკ მაქქერი დაიმატეს, მერვე ტურში კი დებიუტი ჰქონდა ლიტველ ცენტრ პეტრას ბალოჩკას. პირველ მატჩში მან 20 წუთი ითამაშა, 15 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა. ეს ციფრები ერთზე მიგვანიშნებენ: "სოხუმი" წინა ხაზში საგრძნობლად გაძლიერდა. ბალოჩკას გარდა ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილ გუნდში ფარქვეშ რიჩარდ და კარლ დამუსებიც დამაჯერებლად თამაშობენ. შედეგიც შესაბამისია: შაბათს "სოხუმმა" სუპერლიგაში რეკორდი დაამყარა - 73 მოხსნა მოაგროვა.
ახალგაზრდა სტუ-ელებისთვის 11 დეკემბრის მატჩი წარმატებული ნამდვილად არ იყო. მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ.
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. თსუ 8 6 2 713/647 14
2. არმია 7 6 1 653/501 13
3. შსს 7 6 1 668/537 13
4. სოხუმი 8 5 3 645/626 13
5. ქუთაისი 7 5 2 579/529 12
6. ენერჯი 7 5 2 553/511 12
7. სამედიცინო 7 2 5 513/536 9
8. ბათუმი 7 2 5 544/577 9
9. აგრარული 7 2 5 491/586 9
10. დინამო 8 1 7 534/736 9
11. სტუ 7 0 7 550/657 7
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"