თვრამეტმა დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი 18 გუნდმა გამოთქვა. ბოლო წლებში ამდენ გუნდს აღნიშნულ პირველობაზე არ უთამაშია. მონაწილეები 2 ჯგუფში გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: "რუსთავი", "ქუთაისი", "სამედიცინო", "აგრარული", "აკადემია 2", "ფოთი", "საბურთალო", "ნიკე", "ჰიუნდაი".

B ჯგუფი: "რუსთავი 2", "ზაზა", "თელავი", "ავერსი", "მარნეული", "ორბი", "აკადემია", "დინამო", "ბათუმი".

გათამაშების პრინციპი ტრადიციულია: გუნდები 2 წრეს ითამაშებენ და პლეი ოფში ადგილს თითო ჯგუფიდან 4 საუკეთესო მოიპოვებს.
გთავაზობთ საწყისი ორი ტურის შედეგებს.

სამედიცინო-აგრარული 39:79
მარნეული-ორბი 58:60
თელავი-ავერსი 57:53
საბურთალო-ფოთი 34:46
აკადემია-დინამო 93:36
ჰიუნდაი-საბურთალო 85:63
ნიკეა-აგრარული 31:77
დინამო-მარნეული 56:44
ბათუმი-თელავი 71:64
ავერსი-რუსთავი 2 63:55
ზაზა-აკადემია 62:73


საინტერესო
იყო "ზაზასა" და "აკადემიის" შეხვედრა. ეს გუნდები ჩემპიონატის ფავორიტთა კატეგორიას განეკუთვნებიან. სწრაფი თამაში გაჩაღდა, ორივე გუნდი აქცენტს პირველ შეტევაზე აკეთებდა. "ზაზას" გამთამაშებელი ნუგზარ აბულაძე წინამძღოლობდა, რომელიც თითქმის ყველა შეტევის ორგანიზებაში მონაწილეობდა.

აკადემიელებს კი ასეთი გამორჩეული ლიდერი არ ჰყავთ. ისინი უფრო გუნდურად უტევდნენ და მათი მთავარი იარაღიც უკანა ხაზი იყო: ზეზვა ლილუაშვილი, გიორგი ქობალავა, საბა ჯაყელი, ნიკა ამირხანაშვილი, ბექა დარახველიძე... ეს ბიჭები სიმაღლით არ გამოირჩევიან, თუმცა საკმაოდ მობილურები არიან. სწორედ ამ თვისებების ხარჯზე "აკადემიამ" პირველი ტაიმის ბოლოს სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, რაც თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა.


საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი
სოხუმმა ჩემპიონებს სძლია

ზაზა-ფოთი 72:54
ზაზა: გულმაგარაშვილი (29ქ), აბულაძე (23ქ)...
ფოთი: ჯინჭარაძე (29ქ)...

სოხუმი-ქუთაისი 100:76
სოხუმი: ძიძიგური (19ქ), როგავა (18ქ), ბულიავა (16ქ), მესხი (12ქ), მეგენეიშვილი (9ქ), ჩოჩია (9ქ).
ქუთაისი: გრძელიძე (24ქ), გოგოძე (12ქ), დ. იაშვილი (10ქ), ტყაბლაძე (10ქ), ფხაკაძე (7ქ, 10მ).

18-წლამდელთა ჩემპიონატი რუსთავში გაიხსნა - მასპინძლებმა "თბილისს" მოუგეს, ხოლო შაბათს "დინამოს" ბაზაზე 2 მატჩი გაიმართა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ჩემპიონატის 2 გამოკვეთილი ლიდერი "სოხუმი" და "ქუთაისი" შეეჯახა. ქუთაისელთა ბირთვს ის ბიჭები წარმოადგენენ, რომლებმაც გასულ სეზონში 16-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგეს.

სოხუმელებსაც რჩეული მოთამაშეები ჰყავთ, რომლებიც შარშან სხვადასხვა გუნდებში იყვნენ გაბნეულები და ახლა თავი "სოხუმში" მოიყარეს. მას, ისევე როგორც სუპერლიგაში მოასპარეზე "სოხუმს" მეპატრონე სათანადო ყურადღებას აქცევს. შესაბამისად, გუნდის ხელმძღვანელობამ ამ ასაკის წამყვანი მოთამაშეების შემატება შეძლო და შედეგიც სახეზეა. "სოხუმელებმა" "ქუთაისს" 100:76 მოუგეს.

შეხვედრა მაღალ ტემპში წარიმართა. ქუთაისელები კუდში მისდევდნენ მეტოქეს და ბოლო მეოთხედში ჩამორჩენა 10 ქულამდეც შეამცირეს, მაგრამ ჩინებულად მოთამაშე სოხუმელებთან მაინც ვერაფერს გახდნენ და საბოლოოდ დიდი სხვაობით დამარცხდნენ.

მეორე მატჩში ზურაბ სამხარაძის ძლიერმა გუნდმა "ზაზამ" 72:54 დაამარცხა "ფოთი". თბილისელთაგან გულმაგარაშვილი (29 ქულა) და აბულაძე (24 ქულა) გამოირჩნენ. ხოლო ფოთელთაგან ჯინჭარაძემ იყოჩაღა - 29 ქულა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული