არმია მესამე პირველია

AutoSharing Option
თსუ-სა და შსს-ს შემდეგ "არმია" მესამე გუნდია, რომელიც სეზონის დაწყების შემდეგ სატურნირო ცხრილში გალიდერდა. თუმცა შეინარჩუნებს თუ არა პირველობას, ეს ღევანდელ მატჩებზე იქნება დამოკიდებული.

არმიელებმა გუშინ ბათუმში პირველივე მეოთხედში 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (22:11) და მატჩის ბოლოს 33-ქულიან სხვაობასაც მიაღწიეს. საბოლოოდ 98:65 სტუმართა სასარგებლოდ.

მატჩის ბომბარდირი მასპინძელი ივანე მაისურაძე გახდა, 28 ქულა ჩააგდო. მას სამი ქულით ჩამორჩა არმიელთა გამოცდილი მეფარე ზვიად ბაბიაშვილი - 25 ქულა, 9 მოხსნა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით ერთ-ერთი საუკეთესო იყო სტუმართა ფორვარდი ვახტანგ მინაშვილი - 18 წუთში
19 ქულა და 7 მოხსნა. ორმაგი დუბლი შეასრულა თბილისელთა უკანახაზელმა კოტე ტუღუშმა (14 ქულა, 10 მოხსნა), რომლისთვისაც ეს მერვე მატჩში მეხუთე დუბლი იყო (ორი "ტრიპლ-დაბლი", სამი "დაბლ-დაბლი").

აქვე არ შეიძლება გუშინდელი მატჩის მონაწილის, ლაშა კეშელავას დავიწყება, რომელმაც სეზონში მეექვსე ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 13 ქულა, 11 მოხსნა.

მეცხრე ტური დღეს სპორტის სასახლეში გაგრძელდება. ცენტრალურ მატჩში დუდუ დადიანის თასის ფინალისტები, შსს და "ენერჯი" ითამაშებენ.

სუპერლიგა. XI ტური
17 დეკემბერი. ბათუმი

ბათუმი-არმია 65:98
11:22, 19:19, 20:27, 15:30
ბათუმი: რამიშვილი (4ქ), ვ. მაისურაძე (28ქ, 3პ), თენიეშვილი (2ქ), მიქელაძე (5ქ, 4პ), ნინუა (3ქ), ჩხატარაშვილი, კეშელავა (13ქ, 11მ, 3დ), ელიაშვილი (5ფ), ელიაძე (10ქ).
არმია: ბაქრაძე (6ქ), ბაბიაშვილი (25ქ, 9მ), ბოისა (11ქ, 8მ), მინაშვილი (19ქ, 7მ), მ. ბერიშვილი (2ქ), ტუღუში (14ქ, 10მ, 4პ), პირველაშვილი (8ქ), ათანელიშვილი (1ქ, 8მ), ათუაშვილი (3ქ, 5მ, 5ფ), საყვარელიძე (9ქ).

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. არმია 8 7 1 751/566 15
2. თსუ 8 6 2 713/647 14
3. შსს 7 6 1 668/537 13
4. სოხუმი 8 5 3 645/626 13
5. ენერჯი 7 5 2 553/511 12
6. ქუთაისი 7 5 2 579/529 12
7. ბათუმი 8 2 6 609/675 10
8. აგრარული 7 2 5 491/586 9
9. სამედიცინო 7 2 5 513/536 9
10. დინამო 8 1 7 534/736 9
11. სტუ 7 0 7 550/657 7


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული