ენერჯის მალამო და სტუ-ს მექულე

AutoSharing Option
მეცხრე ტურის ხუთიდან სამ მატჩში უთანასწორო ბრძოლა ვიხილეთ, ორში კი სანახაობრივი თამაში გაჩაღდა: "ენერჯიმ" ბოლო წამებზე სამუელ ლამუს მიერ ჩაგდებული სამქულიანით შსს-ს მოუგო, ხოლო სტუ-მ სეზონის პირველი გამარჯვება "სამედიცინოსთან" ჩაიწერა, რაშიც დიდი წვლილი ბექა ჩიკვილაძემ შეიტანა. შესაბამისად ბექა და ლამუ ტურის საუკეთესოებად დავასახელეთ. ჩიკვილაძე მეტოქის ნახევარზე ქარივით დაჰქროდა და ქულების კორიანტელიც დააყენა - 37 ქულა ჩააგდო და სეზონის რეკორდი დაამყარა. ხოლო, ახალწვეული სამუელ ლამუ მართლაც მალამოსავით წაადგა წინა სეზონის შემდეგ დასუსტებულ "ენერჯის". 204 სმ სიმაღლის სამუელი ფარქვეშაც კარგად თამაშობს, თუმცა
მისი პლუსი სამქულიანი ტყორცნებია.

დღეს ტურის ორივე MVP-ს შეგახვედრებთ. სტუმარ-მასპინძლობის პრინციპის გათვალისწინებით ჯერ კამერუნელ ლამუს მოვუსმინოთ.

- შსს-სთან მატჩს როგორ გაიხსენებ?
- ძალიან მონდომებულები ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ მესამე პერიოდში დიდი სხვაობით ჩამოვრჩით, ბრძოლისუნარიანობა შევინარჩუნეთ და დაგვიფასდა კიდეც.

- "ენერჯიმ" ამ სეზონში არაერთი მატჩის ბედი გადაწყვიტა ბოლო წუთებზე.
- კარგი გუნდი გვყავს, შეკრული და მეგობრული, დისციპლინაც მაღალ დონეზეა. სწორედ ეს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს ჩვენს წარმატებულ თამაშს.

- "ენერჯიში" რუსეთიდან ჩამოხვედი. ვინ დაგეხმარა ამ ტრანსფერის განხორციელებაში?
- ამ შემთხვევაში ჩემი აგენტობა ჟულივეტ ტუჯანმა შეითავსა, რომელსაც აქამდეც ვიცნობდი. სწორედ მან გამიწია რეკომენდაცია და მოხარული ვარ, ასეთ კლუბში რომ მოვხვდი.

- რომელ ლიგაში ასპარეზობდი?
- სუპერლიგა B-ში. ჩელიაბინსკის "დინამოს" ღირსებას ვიცავდი.

- მანამდე?
- კარიერის დიდი ნაწილი რუსეთში მაქვს გატარებული. ვთამაშობდი სარატოვის "ავტოდორში", ნიჟნი ნოვგოროდში.

- საინტერესოა რუსეთის მეორე ლიგისა და საქართველოს ჩემპიონატის შედარება.
- დიდი სხვაობაა.

- ვის სასარგებლოდ?
- რუსეთში ყველა გუნდი ძლიერია. დონე თანდათან ზემოთ იწევდა და ჩემი წამოსვლის შემდეგ კიდევ მოიმატებდა.


* * *
შეიძლება, ზოგისთვის გასაკვირი იყო ახალგაზრდა ბექა ჩიკვილაძის მიერ სუპერლიგის რეკორდის დამყარება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში რეგულარულად თამაშობს და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად საკმარისი გამოცდილებაც აქვს. ბექამ შარშანდელი სეზონი "სოხუმში" დაიწყო, ხოლო დეკემბერში ესპანურ "ალბასეტეს" მიაშურა.

ჩიკვილაძეს ინტერვიუს დასაწყისში სტუ-ს შესახებ ვკითხეთ.

- ახალგაზრდული და ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავს. მწვრთნელიც ძლიერია, ზურაბ ტომარაძე თითოეულ კალათბურთელს ძალიან გვეხმარება. სუპერლიგის კალენდარი ისე აეწყო, რომ საწყის ტურებში ძლიერ მეტოქეებთან მოგვიწია თამაში - შსს-სთან, "არმიასთან". ზედიზედ სამი შეხვედრა სტუმრად ჩავატარეთ, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. შეიძლება ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მეცხრე ტურამდე ერთი მატჩიც ვერ მოვიგეთ.

- მე-8 ტურში "სოხუმთან" დიდი სხვაობით მარცხის შემდეგ, ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ "სამედიცინოსთან" გაიმარჯვებდით.
- "სოხუმთან" თამაში ვერ ავაწყვეთ. ვერც მე გავისარჯე სათანადოდ. მართალია, მე-9 ტურამდე ვაგებდით, მაგრამ გუნდს შეთამაშება ნელ-ნელა ეტყობოდა და თამაშსაც ვაუმჯობესებდით. ვიცოდით, რომ გამარჯვებაც არ იყო შორს. ზედიზედ რვა წაგება სპორტსმენის ფსიქოლოგიაზე ძალიან ცუდად მოქმედებს, თუმცა კონცენტრირება მოვახერხეთ და "სამედიცინოსთან" ისე ვითამაშეთ, თითქოს ფინალი ყოფილიყო.

- "ფინალში" 37 ქულა ჩააგდე.
- მოედანზე ინდივიდუალური რეკორდის დასამყარებლად არასოდეს გავსულვარ. კალათბურთელი თუ საკუთარი ქულათა მარაგის შევსებაზე ფიქრობს, კარგად ვერ ითამაშებს. ადრე ყოფილა შემთხვევა, სნაიპერობაზე მიფიქრია, მაგრამ ის თამაში ჩამიგდია. ამპლუით მსროლელი ვარ. ამ პოზიციის კალათბურთელებს ქულებიც უხვად აქვთ, მაგრამ ჯერ ბევრი მაქვს სამუშაო. ახლა რასაც ვაკეთებ, არაფერია. საკუთარ თავზე ვმუშაობ და ვცდილობ ისეთი დონის კალათბურთელად ჩამოვყალიბდე საქართველოს ნაკრებს რომ გამოადგება. ყველა სპორტსმენის ოცნება ხომ ეროვნულ გუნდში მოხვედრაა.

- გამოდის, არ იცოდი, საქართველოს ჩემპიონატის რეკორდს რომ ამყარებდი.
- 37-ე ქულა რომ ჩავაგდე, მაშინ მითხრეს - რეკორდიაო. გამეხარდა, თუმცა გამარჯვებით გამოწვეული სიხარული სულ სხვა იყო.

- გასული სეზონი ესპანეთში, ება-ს ლიგაში გაატარე. მანამდე "სოხუმში" თამაშობდი. შარშანდელი სეზონის შემდეგ სუპერლიგაში ბევრი რამ შეიცვალა?
- ჩემთან ერთად საქართველოში არაერთი ლეგიონერი დაბრუნდა - მიხეილ ბერიშვილი, კოკა ტომარაძე... უცხოელების რაოდენობამაც საგრძნობლად იმატა. წლეულს გაცილებით დაძაბული შეხვედრებია. თუ წინა წლებში ამა თუ იმ კალათბურთელს თავისუფლად შეეძლო 50 და მეტი ქულის ჩაგდება, ახლა სნაიპერები 40 ქულამდეც ვერ ადიან. თან, რაც მთავარია, მეც, ფანჩულიძემაც, ფარღალავამაც 30-ზე მეტი ქულა დაძაბულ მატჩებში ჩავაგდეთ.

- სტუ-ს მომავალ შეხვედრებზეც ვთქვათ.
- შაბათს "დინამოს" დავუპირისპირდებით, მეათე ტურში - "აგრარულს". თუ ისევე ვითამაშეთ, როგორც "სამედიცინოსთან", დარჩენილი ორივე მატჩის მოგება შეიძლება.


სტატისტიკური ლიდერები

ქულა
მოთამაშე გუნდი თ. ქ. ქ.საშ
1. ლაშა ფარღალავა სოხუმი 7 153 21.86
2. ბექა ჩიკვილაძე სტუ 8 170 21.25
3. მიხეილ ფანჩულიძე თსუ 9 182 20.22
4. კოტე ტუღუში არმია 8 146 18.25
5. ლაშა კეშელავა ბათუმი 8 139 17.38
6. ბუბა კვიმსაძე ქუთაისი 8 137 17.13
7. რიჩარდ მათიაშვილი თსუ 9 151 16.78
8. ივანე მაისურაძე ბათუმი 7 116 16.57
9. ბუბა ბერიშვილი ქუთაისი 8 128 16
10. რევაზ ჩაჩანიძე აგრარული 8 127 15.88
11. ლევან ცეკვავა ენერჯი 8 126 15.75
12. გიგი ბარბაქაძე ქუთაისი 8 125 15.63
13. ზვიად ბაბიაშვილი არმია 8 124 15.5
14. ჟულივეტ ტუჯანი ენერჯი 8 122 15.25
15. ზვიად ანთაძე სტუ 8 121 15.13
16. ნოდარ თენიეშვილი ბათუმი 8 117 14.63
17. ვასილ ბერუაშვილი სტუ 8 117 14.63
18. თორნიკე ნინიაშვილი სამედიცინო 8 114 14.25
19. ბექა წივწივაძე ენერჯი 8 114 14.25

მოხსნა
მოთამაშე გუნდი თ. მეტ. საკ. ჯამი მ.საშ
1. რიჩარდ დამუსი სოხუმი 8 38 55 93 11.63
2. ლაშა კეშელავა ბათუმი 8 20 72 92 11.5
3. რიჩარდ მათიაშვილი თსუ 9 42 51 93 10.33
4. დავით იმნაძე შსს 8 32 50 82 10.25
5. დავით უგრეხელიძე არმია 7 35 35 70 10
6. კოტე ტუღუში არმია 8 15 64 79 9.88
7. კარლ დამუსი სოხუმი 8 36 42 78 9.75
8. ავთანდილ ლომინაშვილი ქუთაისი 5 20 28 48 9.6
9. ბექა ბექაური სამედიცინო 8 29 42 71 8.88
10. ჟულივეტ ტუჯანი ენერჯი 8 22 45 67 8.38
11. ვასილ ბერუაშვილი სტუ 8 28 37 65 8.13
12. ზვიად ანთაძე სტუ 8 23 42 65 8.13

პასი
მოთამაშე გუნდი თ. პ. პ.საშ
1. გიორგი გაფრინდაშვილი თსუ 9 62 6.89
2. გიორგი ტეტელაშვილი აგრარული 8 47 5.88
3. კოტე ტუღუში არმია 8 46 5.75
4. ტარიელ თავართქილაძე სამედიცინო 8 40 5
5. ლაშა ფარღალავა სოხუმი 7 35 5
6. რევაზ დიდია ქუთაისი 7 32 4.57
7. ბექა წივწივაძე ენერჯი 8 36 4.5
8. დავით ბერიშვილი შსს 7 30 4.29
9. ბუბა კვიმსაძე ქუთაისი 8 33 4.13
10. ირაკლი მიქელაძე ბათუმი 8 33 4.13

ჩაჭრა
მოთამაშე გუნდი თ. ჩ. ჩ.საშ
1. ირაკლი გულისაბედაშვილი სამედიცინო 8 30 3.75
2. ზვიად ანთაძე სტუ 8 24 3
3. ლევან ცეკვავა ენერჯი 8 23 2.88
4. მიხეილ ფანჩულიძე თსუ 9 25 2.78
5. ვასილ ბერუაშვილი სტუ 8 21 2.63
6. ლაშა ფარღალავა სოხუმი 7 18 2.57
7. ბუბა ბერიშვილი ქუთაისი 8 19 2.38
8. გიორგი გაფრინდაშვილი თსუ 9 20 2.22
9. ბექა წივწივაძე ენერჯი 8 17 2.13

დაფარება
მოთამაშე გუნდი თ. დ. დ.საშ
1. ბექა ბექაური სამედიცინო 8 14 1.75
2. სამუელ ლამუ ენერჯი 8 14 1.75
3. დავით იმნაძე შსს 8 14 1.75
4. რიჩარდ დამუსი სოხუმი 8 14 1.75
5. ვასილ ბერუაშვილი სტუ 8 11 1.38
6. კარლ დამუსი სოხუმი 8 11 1.38
7. ანატოლი ბოისა არმია 8 10 1.25
8. რიჩარდ მათიაშვილი თსუ 9 11 1.22

შეცდომა
მოთამაშე გუნდი თ. შ. შ.საშ
1. ლაშა ფარღალავა სოხუმი 7 40 5.71
2. ბექა ჩიკვილაძე სტუ 8 36 4.5
3. ლაშა ეძგვერაძე დინამო 8 34 4.25
4. ირაკლი სორდია სოხუმი 8 31 3.88
5. გიორგი გაფრინდაშვილი თსუ 9 34 3.78
6. რიჩარდ მათიაშვილი თსუ 9 32 3.56
7. მაიკ მაქქერი სოხუმი 7 24 3.43
8. ბესიკ ლეჟავა შსს 7 24 3.43
9. ირაკლი მიქელაძე ბათუმი 8 27 3.38
10. კოტე ტუღუში არმია 8 26 3.25

რეკორდები
ქულა
37 - ბექა ჩიკვილაძე (სტუ).
2-ქულა: 8/10. 3-ქულა: 5/10. საჯარიმო: 6/10.
18.12.10 სამედიცინო-სტუ

მოხსნა
19 - დავით ბარბაქაძე (შსს).
მეტოქის ფარზე: 11. საკუთარზე: 8.
30.11.10 სტუ-შსს
19 - რიჩარდ დამუსი (სოხუმი).
მეტოქის ფარზე: 6. საკუთარზე: 13.
27.11.10 დინამო-სოხუმი

პასი
13 - გიორგი გაფრინდაშვილი (თსუ).
01.11.10 სტუ-თსუ

ჩაჭრა
7 - გიორგი გაფრინდაშვილი (თსუ).
01.11.10 სტუ-თსუ
7 - ირაკლი გულისაბედაშვილი (სამედიცინო)
09.11.10 ენერჯი-სამედიცინო
7 - ლევან ცეკვავა (ენერჯი)
04.12.10 დინამო-ენერჯი

დაფარება
5 - ანატოლი ბოისა (არმია).
13.11.10 სტუ-არმია
5 - ვასილ ბერუაშვილი (სტუ).
26.11.10 ბათუმი-სტუ


სიმბოლური ხუთეული
#1 ბექა წივწივაძე (ენერჯი)
32 წუთი, 14 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება.

#2 ბექა ჩიკვილაძე (სტუ)
36 წუთი, 37 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა.

#3 ვასილ ბერუაშვილი (სტუ)
35 წუთი, 19 ქულა, 16 მოხსნა, 2 პასი, 4 ჩაჭრა, 1 დაფარება.

#4 სამუელ ლამუ (ენერჯი)
38 წუთი, 22 ქულა, 8 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 3 დაფარება.

#5 ჟულივეტ ტუჯანი (ენერჯი)
36 წუთი, 7 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება.


მწვრთნელი: მიხეილ ბერუაშვილი (ენერჯი), ზურაბ ტომარაძე (სტუ).



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული