სუპერლიგა. III ტური. შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ თბილისშიც თანაბარი შეხვედრები ვიხილეთ, რუსთავური მატჩი მაინც ცენტრალური იყო, რომელსაც ჩემპიონობის ორი ფავორიტი ერთმანეთისთვის უნდა შეედარებინა.

საბოლოოდ, რუსთაველებმა, ბევრისთვის მოულოდნელად, 18-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ ამ სეზონს ყველაზე უკეთ მომზადებულები შეხვდნენ.

ტურის ფრაზა
"ქუთაისის" მწვრთნელმა მედეა მხეიძემ ნამატჩევს თქვა, რომ მის გუნდს მზადების მხრივ შეფერხება აქვს, რადგან მთავარ არენაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ვარჯიში არასტანდარტულ, სკოლის დარბაზში უწევს.

ასეთია ქართული რეალობა, ჩემპიონობის მაძიებელ გუნდებსაც კი არ აქვთ ნორმალური დარბაზი, თუნდაც მხოლოდ სავარჯიშოდ. საკუთარ მფლობელობაში მყოფ
ბაზებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ტურის მოთამაშე
განვლილ ორ ტურში საუკეთესოს არჩევა მეტად იოლი იყო, რადგან ერთ კალათბურთელს, აკაკი დვალიშვილს მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა, თან ძლიერ გუნდებთან იმარჯვებდა.

მესამე ტურში ერთბაშად რამდენიმემ ითამაშა ეფექტურად. "რუსთავი"-"ქუთაისის" მატჩის ბომბარდირი მიხეილ ჭოჭუა გახდა (22 ქულა), მარგი ქმედების კოეფიციენტით ამ შეხვედრაში ასევე რუსთაველი ჰეიდენ ჰამსი (20) გამოირჩა.

თბილისში, "სოხუმის" ძლევაში დიდი წვლილი შეიტანეს ლევან ფაცაციამ და ბექა წივწივაძემ.

ლევანმა ორმაგი დუბლი შეასრულა (12 ქულა, 10 მოხსნა), ბექა სამმაგ დუბლს გაეთამაშა - 18 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი.

"ოლიმპი"-"დინამოს" შეხვედრაშიც უკანახაზელებმა ითამაშეს დიდი როლი - ლაშა გამყრელიძემ 20 ქულა და 10 პასი მიითვალა, ხოლო ბესიკ ლეჟავამ რეკორდი დაამყარა - 37 ქულა ჩააგდო.

სარგებლიანობის მაჩვენებლით, ბესო ტურის საუკეთესო იყო - 33.

ალბათ, იოლი მისახვედრია, რატომ შეივსო სიმბოლური ნაკრები ძირითადად ტანდაბალი კალათბურთელებით.

ტურის რიცხვი
აკი გითხარით, ლეჟავამ 37 ქულა მოიპოვა. მან 11-დან 7 ორქულიანი, 9-დან 6 სამიანი, 5-დან 5 საჯარიმო გამოიყენა.

III ტური
მგზავრები-ბათუმი 57:72
შსს აკადემია-სოხუმი 85:74
ოლიმპი-დინამო 80:100
რუსთავი-ქუთაისი 85:67

სტატისტიკური ლიდერები
რეკორდები
ქულა
37 - ბესიკ ლეჟავა (დინამო)
ოლიმპი-დინამო

მოხსნა
18 - ილია ლონდარიძე (დინამო)
დინამო-ბათუმი
18 - ქრისტოფერ ფელჩერი (ბათუმი)

პასი
10 - ლაშა გამყრელიძე (დინამო)
ოლიმპი-დინამო
10 - ზაურ ფაშაევი (ქუთაისი)
ბათუმი-ქუთაისი

ჩაჭრა
5 - ლევან გრძელიძე (ქუთაისი)
ოლიმპი-ქუთაისი

საშუალოდ
ქულა
ად მოთამაშე გუნდი თ ქ ქ.საშ
1 აკაკი დვალიშვილი რუსთავი 3 69 23
2 ბესიკ ლეჟავა დინამო 3 68 22.67
3 ირაკლი ჩლაიძე სოხუმი 3 60 20
4 გიორგი გამყრელიძე დინამო 3 56 18.67
5 ჰეიდენ ჰამსი რუსთავი 3 55 18.33
6 ნიკოლას ჯეიმს კელოგი ბათუმი 3 55 18.33
7 ქრისტოფერ ლეონ ფელჩერი ბათუმი 3 49 16.33
8 ლაშა ფარღალავა სოხუმი 3 47 15.67
9 მერაბ ბოქოლიშვილი მგზავრები 3 46 15.33
10 მიხეილ ჭოჭუა რუსთავი 3 46 15.33

მოხსნა
ად მოთამაშე გუნდი თ მ მ.საშ
1 ქრისტოფერ ფელჩერი ბათუმი 3 46 15.33
2 აკაკი დვალიშვილი რუსთავი 3 40 13.33
3 გიორგი ჯგერენაია სოხუმი 3 37 12.33
4 ავთანდილ ლომინაშვილი ქუთაისი 3 29 9.67
5 ილია ლონდარიძე დინამო 3 29 9.67
6 ლევან ფაცაცია შსს აკადემია 3 26 8.67
7 ჰეიდენ ჰამსი რუსთავი 3 24 8
8 ლევან ცეკვავა რუსთავი 3 24 8
9 დავით მაისურაძე მგზავრები 3 24 8

პასი
ად მოთამაშე გუნდი თ პ პ.საშ
1 გიორგი გამყრელიძე დინამო 3 21 7
2 ზაურ ფაშაევი ქუთაისი 3 19 6.33
3 ირაკლი მიქელაძე ბათუმი 3 18 6
4 ლევან ცეკვავა რუსთავი 3 18 6
5 ლევან ფაცაცია შსს აკადემია 3 15 5
6 ნუგზარ აბულაძე ოლიმპი 3 14 4.67
7 აკაკი დვალიშვილი რუსთავი 3 13 4.33
8 ბექა წივწივაძე შსს აკადემია 3 12 4
9 რევაზ როგავა შსს აკადემია 3 12 4
10 ვატო ბააკაშვილი სოხუმი 3 12 4

ჩაჭრა
ად მოთამაშე გუნდი თ ჩ ჩ.საშ
1 ნიკოლას კელოგი ბათუმი 3 11 3.67
2 რევაზ როგავა შსს აკადემია 3 8 2.67
3 ლევან ელიაძე ბათუმი 2 5 2.5
4 გიორგი ბარბაქაძე ქუთაისი 3 7 2.33
5 ირაკლი მიქელაძე ბათუმი 3 7 2.33
6 საბა ლობჟანიძე ოლიმპი 3 7 2.33
7 ლევან გრძელიძე ქუთაისი 3 7 2.33
8 ზაურ ფაშაევი ქუთაისი 3 7 2.33
9 აკაკი დვალიშვილი რუსთავი 3 7 2.33

დაფარება
ად მოთამაშე გუნდი თ დ დ.საშ
1 გიორგი ჯგერენაია სოხუმი 3 9 3
2 ქრისტოფერ ლეონ ფელჩერი ბათუმი 3 8 2.67
3 გეგი ბაქრაძე ოლიმპი 3 4 1.33
4 ირაკლი ალხანაიძე ოლიმპი 3 4 1.33
5 ნოდარ თენიეშვილი ბათუმი 3 4 1.33
6 აკაკი დვალიშვილი რუსთავი 3 4 1.33

შეცდომა
ად მოთამაშე გუნდი თ შ შ.საშ
1 ლევან ცეკვავა რუსთავი 3 15 5
2 ნუგზარ აბულაძე ოლიმპი 3 14 4.67
3 თეიმურაზ ბაბუნაშვილი მგზავრები 3 11 3.67
4 ირაკლი მიქელაძე ბათუმი 3 11 3.67
5 ლევან გრძელიძე ქუთაისი 3 10 3.33
6 გიორგი ვახანია დინამო 3 10 3.33

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული