არმია წრის ჩემპიონია

AutoSharing Option
პირველი წრის კალენდარი ისე იყო შედგენილი, რომ "არმიამ" საწყისი ტური გამოტოვა, მეორეში კი "ქუთაისთან" შინ დამარცხდა. მას მერე არმიელებმა ზედიზედ 9 მატჩი მოიგეს და პირველი წრე სატურნირო ცხრილის სათავეში დაასრულეს.

გუშინ ლევან მოსეშვილის შეგირდებს მეორეადგილოსანი "ენერჯი" დაუპირისპირდა, რომელიც ტანმაღალი აკაკი დვალიშვილით გაძლიერდა (კანარის კუნძულების აკადემიაში თამაშობდა).

ორივე გუნდმა დაცვას დიდი ყურადღება დაუთმო, რის გამოც შედეგიანი იერიშების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. საბოლოოდ "არმიამ" 68:60 მოიგო.

სტუმართაგან მხოლოდ ბაბიაშვილმა და ტუღუშმა გადალახეს 10-პუნქტიანი ზღურბლი, 18-18 ქულა ჩააგდეს. თვალშისაცემი იყო მატჩის ოქმში მოხსნებში დაფიქსირებული
სხვაობა: "არმიამ" "ენერჯის" ამ კომპონენტში 55:38 აჯობა. თუმცა ეს დანაკლისი რუსთაველებმა შეცდომების სიმცირით დააბალანსეს. მათ 15 შეცდომა დაუშვეს, "არმიამ" - 21. რუსთაველებმა ჩაჭრებში 14:8 იმარჯვეს.

სუპერლიგა. XI ტური
28 დეკემბერი, თბილისი
რუსთავი

ენერჯი-არმია 60:68
20:14, 13:18, 15:19, 12:17
ენერჯი: მაჭავარიანი (5მ, 5ფ), ცეკვავა (24ქ, 5მ, 3პ, 3ჩ, 5ფ), წივწივაძე (6ქ, 3პ), აბაიშვილი, დვალიშვილი (2ქ, 6მ), ტუჯანი (13ქ, 6მ, 2დ), ლამუ (5ქ, 5მ), სანაძე (10ქ, 3პ, 3ჩ).
არმია: ტუღუში (18ქ, 7მ, 6პ), ბოისა (7ქ), პირველაშვილი (2ქ), ბაბიაშვილი (18ქ, 11მ), ათანელიშვილი (4მ), ბაქრაძე (7ქ), მინაშვილი, მ. ბერიშვილი (3ქ), უგრეხელიძე (7ქ, 4მ), საყვარელიძე (4ქ, 7მ), ათუაშვილი (2ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე
მ. რატიშვილი


წინა ტურში "ქუთაისის" მძლეველმა "ბათუმმა" შინ ვერაფერი გააწყო "სამედიცინოსთან", რომელსაც ჭოჭუა, თავართქილაძე, ნინიაშვილი და კეიდია გაუძღვნენ. საყურადღებოა, რომ ბათუმელებმა ოდენ 9 ორქულიანი ჩააგდეს ("სამედიცინომ" - 21)... ამ მოგებით თბილისელებმა "ბათუმს" სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით გაასწრეს.

ბათუმი
ბათუმი-სამედიცინო 53:71
10:24, 13:19, 16:8, 14:20
ბათუმი: ვ. მაისურაძე (12ქ, 12მ), თენიეშვილი (4ქ, 9მ), მიქელაძე (6ქ, 8პ, 5მ, 3ჩ), ნინუა (5ქ, 4პ), ჩხატარაშვილი (4ქ), კეშელავა (14ქ, 7მ), ელიაშვილი, ელიაძე (8ქ, 9მ).
სამედიცინო: გულისაბედაშვილი (3ჩ), თავართქილაძე (16ქ, 4მ, 4პ), ბექაური (5ქ, 5მ, 5ფ), ნინიაშვილი (12ქ, 9მ, 3პ), კეიდია (14ქ, 16მ, 3დ), ჭოჭუა (24ქ, 6მ), ფაიქრიძე.
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. ანდღულაძე
კომისარი: თ. ქიქოძე


გუნდი თ მ წ სხ ქ
1. არმია 10 9 1 916/712 19
2. ენერჯი 10 7 3 748/705 17
3. თსუ 9 7 2 814/720 16
4. შსს 9 6 3 814/695 15
5. ქუთაისი 9 6 3 769/683 15
6. სოხუმი 9 6 3 725/703 15
7. სამედიცინო 10 3 7 741/759 13
8. ბათუმი 10 3 7 760/833 13
9. სტუ 9 2 7 746/824 11
10. აგრარული 9 2 7 630/761 11
11. დინამო 10 1 9 677/945 11


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული