არ უნდა გამოგვრჩეს ქუთაისში ბათუმელთა ვაჟკაცობის ამბავი - ზღვისპირელებმა ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს სტუმრად 98:87 მოუგეს. ეს წარმატება უმთავრესად ლაშა კეშელავას დამსახურებაა - 32 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა.
ძნელია, ასეთი მატჩის მომგები, ესოდენ ეფექტური სტატისტიკის კალათბურთელი ტურის საუკეთესო მოთამაშედ არ დაასახელო, ამიტომ MVP
დღეს ზვიადთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ.
- შსს მომზადებისა და თავდადების ხარჯზე დავამარცხეთ. გამარჯვება ყველას ძალიან გვინდოდა და სათანადოდაც ვემზადებოდით, რადგან წინ გვქონდა მეორე ტურის მაგალითი, როცა "ქუთაისთან" შინ დავმარცხდით. წინასწარ ვიცოდით, რომ შსს-სთანაც ურთულესი ბრძოლა გველოდა და, როგორც შემდეგ გამოჩნდა, ამ შეხვედრის მოსაგებად ყველანაირად მზად ვიყავით.
- გამოცდილ კალათბურთელებს ახალგაზრდებიც კარგად დაგეხმარნენ.
- გუნდი სათანადოდ იყო მობილიზებული. გვქონდა რამდენიმე ტაქტიკური ვარიანტი, რამაც საბოლოოდ გაამართლა. ძალიან დაგვეხმარა ახალგაზრდა გივიკო ბაქრაძე, მნიშვნელოვან მომენტში სამქულიანით შეგვეშველა და ფარქვეშაც არაერთხელ შევიდა. მატჩს მობილიზებული შეხვდა დავით საყვარელიძე და კარგად დაგვანახა რა შეუძლია. თუმცა მხოლოდ ორი კაცი სერიოზულ მატჩს ვერ მოიგებს, წარმატებას გუნდმა მიაღწია - მწვრთნელებით დაწყებული, ექიმით დამთავრებული.
- შსს-სთან 26 ქულა კარგი შედეგია.
- სტატისტიკას ყურადღებას არ ვაქცევ. ეს ჩემთვის მეოცეხარისხოვანია. პირველ რიგშია საბოლოო შედეგი, მეორეა - ამ შედეგისთვის მზადება. სასიამოვნოა, როცა ხედავ, რომ შრომა წყალში არ ილექება.
- ცხრილში პირველ ადგილზე აინაცვლეთ. რას ნიშნავს ეს "არმიისთვის"?
- რეგულარულ ჩემპიონატში კარგი თამაში, პლეი ოფში წარმატებული გამოსვლის საფუძველია. საწყის ეტაპზე მოდუნება არ შეიძლება, მერე ძალიანაც რომ მოინდომო, პლეი ოფში წარმატებული თამაში გაგიჭირდება. ამიტომაც ვაქცევთ რეგულარულ პირველობას დიდ ყურადღებას და ყოველ მატჩზე მაქსიმალურად მობილიზებულები გავდივართ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც კარგია, რომ შაბათს უშუალო კონკურენტი დავამარცხეთ, მაგრამ არ გვავიწყდება, რომ მეორე წრეში უფრო რთული ბრძოლები გველის. მეტოქეები ნელ-ნელა ფორმაში შევლენ.
- "არმია" როგორ კონდიციებშია?
- ამ მიმართულებით მწვრთნელები სათანადოდ მუშაობენ და კალათბურთელებიც მივყვებით. მატჩებიდანაც ჩანს რომ კარგ ფორმაში ვართ, თუმცა მეორე წრეში ბევრი რამ კიდევ უნდა დავხვეწოთ და პლეი ოფებამდე უკეთესად უნდა ავთამაშდეთ.
- ხშირად ვამბობთ, ბოლო წლებში საუკეთესო ჩემპიონატი გვაქვსო. დიდი ხანია საქართველოს პირველობაზე თამაშობ და საინტერესოა, ამ საკითხზე რა აზრისა ხარ.
- 10 წლის წინათაც კარგი პირველობა გვქონდა. მაშინ, ფავორიტი "ბასკო" იყო, ჩემპიონატის მონაწილე გუნდებში კალათბურთელები თანაბრად იყვნენ განაწილებულნი და წამყვან გუნდებს ორი-სამი ლეგიონერი ჰყავდათ. იმ პერიოდისა და დღევანდელი სუპერლიგის შედარება რთული იმიტომაცაა, რომ მე-20 ჩემპიონატში ჯერ პირველი წრეც არ დასრულებულა. თუმცა, წლეულსაც ბევრი თანაბარი გუნდია და წინასწარ არავინ იცის, ესა თუ ის მატჩი რა შედეგით დასრულდება. მაგალითისთვის ბოლო ტური გამოდგება - პარასკევს "ქუთაისმა" შინ "ბათუმთან" წააგო. როცა პირველობაზე შეხვედრათა უმეტესობა ასეთი დაძაბულია, კალათბურთელების კონცენტრაციაც მატულობს, მონდომებაც, ზოგადად დონეც ზემოთ იწევს, რასაც ქომაგის ინტერესი მოსდევს.
- შაბათს "არმია"-შსს-ს მატჩს მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა (12 ათასი) დაესწრო.
- აქამდე დარბაზი საქართველოს ეროვნული გუნდის მატჩებზე ივსებოდა, თუმცა ნაკრებში თამაში იშვიათად მიწევდა. ამდენი გულშემატკივრის წინაშე პირველად შაბათს ვითამაშე. ეს ნებისმიერი კალათბურთელისთვის დიდი სტიმულია. საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე დარბაზი 90-იან წლებშიც ივსებოდა, რადგან ჩვენს ქვეყანაში კალათბურთი ძალიან უყვართ.
ბოლო წლებში ერთგვარი ჩავარდნა იყო - ჩემპიონატს ქომაგი მოაკლდა, რაც, ალბათ, პირველობის შესუსტებით იყო გამოწვეული. საბედნიეროდ, წლეულს შემობრუნება იგრძნობა. რაც უფრო მნიშვნელოვანია: კალათბურთზე პირველად მოსული მაყურებელი მეტად ინტერესდება და კითხულობს - შემდეგი თამაში როდის არისო. თუ ასე გაგრძელდა, ახლო მომავალში სპორტის სასახლეზე გაცილებით დიდი მასშტაბების დარბაზის აშენება მოგვიწევს.
სუპერლიგა. X ტურის ორი MVP: ზვიად ბაბიაშვილი და ლაშა კეშელავა
სტატისტიკური ლიდერები
ქულა მოთამაშე გუნდი თ. ქ. ქ.საშ
1. ბექა ჩიკვილაძე სტუ 9 199 22.11
2. ლაშა ფარღალავა სოხუმი 8 166 20.75
3. მიხეილ ფანჩულიძე თსუ 9 182 20.22
4. ლაშა კეშელავა ბათუმი 9 171 19
5. კოტე ტუღუში არმია 9 156 17.33
6. ბუბა კვიმსაძე ქუთაისი 9 156 17.33
7. რიჩარდ მათიაშვილი თსუ 9 151 16.78
8. ზვიად ბაბიაშვილი არმია 9 150 16.67
9. ივანე მაისურაძე ბათუმი 8 133 16.63
10. ჟულივეტ ტუჯანი ენერჯი 9 140 15.56
11. ბუბა ბერიშვილი ქუთაისი 9 138 15.33
12. ბექა წივწივაძე ენერჯი 9 137 15.22
13. რევაზ ჩაჩანიძე აგრარული 9 137 15.22
14. ლევან ცეკვავა ენერჯი 9 136 15.11
15. ზვიად ანთაძე სტუ 9 134 14.89
16. გიგი ბარბაქაძე ქუთაისი 9 134 14.89
17. ნოდარ თენიეშვილი ბათუმი 8 117 14.63
18. ირაკლი ალხანაიძე დინამო 10 141 14.1
19. ვასილ ბერუაშვილი სტუ 9 126 14
მოხსნა
მოთამაშე გუნდი თ. მეტ. საკ. ჯამი მ.საშ
1. ლაშა კეშელავა ბათუმი 9 24 85 109 12.11
2. რიჩარდ დამუსი სოხუმი 9 41 62 103 11.44
3. რიჩარდ მათიაშვილი თსუ 9 42 51 93 10.33
4. დავით იმნაძე შსს 9 34 57 91 10.11
5. კარლ დამუსი სოხუმი 9 37 48 85 9.44
6. დავით უგრეხელიძე არმია 8 37 37 74 9.25
7. კოტე ტუღუში არმია 9 15 68 83 9.22
8. ჟულივეტ ტუჯანი ენერჯი 9 24 56 80 8.89
9. ზვიად ანთაძე სტუ 9 27 51 78 8.67
10. ბექა ბექაური სამედიცინო 9 32 45 77 8.56
11. ავთანდილ ლომინაშვილი ქუთაისი 6 21 30 51 8.5
12. ვასილ ბერუაშვილი სტუ 9 31 42 73 8.11
პასი
მოთამაშე გუნდი თ. პ. პ.საშ
1. გიორგი გაფრინდაშვილი თსუ 9 62 6.89
2. გიორგი ტეტელაშვილი აგრარული 9 51 5.67
3. კოტე ტუღუში არმია 9 49 5.44
4. ტარიელ თავართქილაძე სამედიცინო 9 44 4.89
5. ლაშა ფარღალავა სოხუმი 8 38 4.75
6. ბექა წივწივაძე ენერჯი 9 41 4.56
7. რევაზ დიდია ქუთაისი 8 35 4.38
8. ირაკლი მიქელაძე ბათუმი 9 39 4.33
9. ზვიად ანთაძე სტუ 9 36 4
10. ბუბა კვიმსაძე ქუთაისი 9 35 3.89
11. გივი ბაქრაძე არმია 8 31 3.88
12. დავით ბერიშვილი შსს 8 31 3.88
ჩაჭრა
მოთამაშე გუნდი თ. ჩ. ჩ.საშ
1. ირაკლი გულისაბედაშვილი სამედიცინო 9 31 3.44
2. ზვიად ანთაძე სტუ 9 26 2.89
3. ვასილ ბერუაშვილი სტუ 9 25 2.78
4. ლევან ცეკვავა ენერჯი 9 25 2.78
5. მიხეილ ფანჩულიძე თსუ 9 25 2.78
6. ლაშა ფარღალავა სოხუმი 8 21 2.63
7. ბუბა ბერიშვილი ქუთაისი 9 22 2.44
8. გიორგი გაფრინდაშვილი თსუ 9 20 2.22
9. ბუბა კვიმსაძე ქუთაისი 9 18 2
10. გიორგი მარხვაშვილი თსუ 8 16 2
დაფარება
მოთამაშე გუნდი თ. დ. დ.საშ
1. სამუელ ლამუ ენერჯი 9 16 1.78
2. რიჩარდ დამუსი სოხუმი 9 15 1.67
3. ბექა ბექაური სამედიცინო 9 14 1.56
4. დავით იმნაძე შსს 9 14 1.56
5. კარლ დამუსი სოხუმი 9 12 1.33
შეცდომა
მოთამაშე გუნდი თ. შ. შ.საშ
1. ლაშა ფარღალავა სოხუმი 8 46 5.75
2. ბექა ჩიკვილაძე სტუ 9 37 4.11
3. ლაშა ეძგვერაძე დინამო 9 37 4.11
4. ირაკლი სორდია სოხუმი 9 35 3.89
5. გიორგი გაფრინდაშვილი თსუ 9 34 3.78
6. ირაკლი მიქელაძე ბათუმი 9 32 3.56
7. რიჩარდ მათიაშვილი თსუ 9 32 3.56
8. ბესიკ ლეჟავა შსს 8 27 3.38
9. ბექა წივწივაძე ენერჯი 9 30 3.33
10. მაიკ მაქქერი სოხუმი 8 25 3.13
რეკორდები
ქულა
37 - ბექა ჩიკვილაძე (სტუ).
2-ქულა: 8/10. 3-ქულა: 5/10. საჯარიმო: 6/10.
18.12.10 სამედიცინო-სტუ
მოხსნა
19 - დავით ბარბაქაძე (შსს).
მეტოქის ფარზე: 11. საკუთარზე: 8.
30.11.10 სტუ-შსს
19 - რიჩარდ დამუსი (სოხუმი).
მეტოქის ფარზე: 6. საკუთარზე: 13.
27.11.10 დინამო-სოხუმი
პასი
13 - გიორგი გაფრინდაშვილი (თსუ).
01.11.10 სტუ-თსუ
ჩაჭრა
7 - გიორგი გაფრინდაშვილი (თსუ).
01.11.10 სტუ-თსუ
7 - ირაკლი გულისაბედაშვილი (სამედიცინო)
09.11.10 ენერჯი-სამედიცინო
7 - ლევან ცეკვავა (ენერჯი)
04.12.10 დინამო-ენერჯი
დაფარება
5 - ანატოლი ბოისა (არმია).
13.11.10 სტუ-არმია
5 - ვასილ ბერუაშვილი (სტუ).
26.11.10 ბათუმი-სტუ
სიმბოლური ხუთეული
#1 გივი ბაქრაძე (არმია)
18 წუთი, 9 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა.
#2 ლაშა კეშელავა (ბათუმი)
38 წუთი, 32 ქულა, 17 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.
#3 ზვიად ანთაძე (სტუ)
30 წუთი, 13 ქულა, 13 მოხსნა, 9 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება.
#4 ზვიად ბაბიაშვილი (არმია)
33 წუთი, 26 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა.
#5 რიჩარდ დამუსი (სოხუმი)
30 წუთი, 16 ქულა, 10 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება.
მწვრთნელი: ლევან მოსეშვილი (არმია), დავით უსტიაშვილი (ბათუმი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
.